პრეზიდენტი: ჩვენი სურვილია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რასაც კადრულობს ევროპული ბიუროკრატია, არაფრის დიდებით არ დავთმობთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ურთიერთობის განახლების სურვილი, ორივე ქვეყნის მხრიდან არსებობს.

მისი თქმით, საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თუმცა აუცილებელია მისი სუვერენიტეტი იყოს დაცული.

„ჩვენი დიდი სურვილია, რომ გადაიტვირთოს ეს პროცესი, მათი სურვილიც არის და გამოჩნდა ეს ყველაფერი. დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც განაცხადეს დიდი ნეგატივი იყო წინა ადმინისტრაციის მხრიდან დატოვებული და ამას ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, თუ როგორი დამოკიდებულებით იყო წინა ადმინისტრაცია და როგორ შეიცვალა ეს პროცესი.

ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები. რაც ყველაზე მთავარია, სლოვაკეთში ვიზიტმა რა დაგვანახა ჩვენ, რომ სლოვაკეთი არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ჩვენი სურვილია, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რასაც კადრულობს ევროპული ბიუროკრატია, ბრიუსელი. ვხედავთ, რას კადრულობს თავად ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან მიმართებით, როგორიც სლოვაკეთია, უნგრეთია, არ გვიკვირს.

ერთადერთი იმედის მომცემი, რა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში, რომ სწორედ სლოვაკეთის მსგავსი ქვეყნები არიან იმედის მომცემი და ჩვენ უნდა სწორება გავაკეთოთ ასეთ ქვეყნებზე. უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჩამოვაყალიბოთ, რათა ჩვენმა საზოგადოებამ ის ნიჰილიზმი და სკეპტიციზმი, რაც ჩანს, ევრობიუროკრატების მოქმედებებიდან გამომდინარე, უფრო მეტად პრაგმატულად შეხედოს.

ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა ჩვენი ქვეყნისთვის, თუ რა გვსურს ჩვენ. ჩვენ არაფრის დიდებით არ დავთმობთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს ხედვებს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ დროს, ვართ მზად დიალოგისთვის და ნებისმიერი თემის განხილვისთვის. ეს არის ჩვენი მოცემულობა და ამას ვერავინ ვერ შეცვლის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775215098

ახალი ამბები

კახა კალაძე მიუსაფარი ცხოველების საკითხთან დაკავშირებით: ის ქმედებები, რაც ვიხილეთ - სპეკულაციები, სიცრუე, ტყუილის გავრცელება - კატეგორიულად მიუღებელია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თბილისში მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, გუშინ მოქალაქეთა ერთი ჯგუფის მიერ განხორციელებული ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია. როგორც კახა კალაძემ...

კახა კალაძე

1775215054

ახალი ამბები

კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე: მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, თუ ვინმეს აქვს დანაშაული ჩადენილი, ან მომავალში გაბედავს, კანონის წინაშე აგებს პასუხს

გამოძიება ყველაფერს დაადგენს, დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან უფასო სასადილოებში მომხდარ შესაძლო კორუფციის ფაქტს. მანვე განმარტა, რო...

კახა კალაძე

1775214762

ახალი ამბები

კახა კალაძე: უსამშობლო მოღალატეები გარედან ფინანსდებოდნენ, რომ საპატრიარქოს, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ

„უსამშობლო მოღალატეები წლების განმავლობაში ფულს იღებდნენ, რომ საპატრიარქოს, პატრიარქის, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მეუფე შ...

კახა კალაძე

1775213067

საზოგადოება

პრეზიდენტი ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ გამოსვლაზე: დაინახა საზოგადოებამ, რომ არანაირი შესაძლებლობები მათ არ გააჩნიათ. ერთადერთი შესაძლებლობა არის ჩვენდა სამწუხაროდ, სწორედ გარე ძალების მიერ მათი დაფინანსება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა. მისი თქმით, სიტყვით გამომსვლელებიდან ყველა წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“ და საზოგად...

მიხეილ ყაველაშვილი

1775213031

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთზე: ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, საერთო ხედვები გვაქვს, ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრია, იბრძვის თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის, ეროვნული ინტერესებისთვის - ჩვენ სწორედ ამ ღირებულებებს ვიცავთ

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტი შეაჯამა. მან ქვეყნის ხელისუფლებას მიწვევისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. მიხეილ ყაველაშვილმა სა...

მიხეილ ყაველაშვილი