მეგის ქარდავას რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მოათავსებენ

მეგის ქარდავას რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაში მოათავსებენ, - ამის შესახებ მედიას, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა ნიკა ცხვარაშვილმა განუცხადა.

პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ქარდავას ექსტრადირებამ დადგენილი წესებით, გართულებების გარეშე ჩაიარა.

"იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განახორციელა მეგის ქარდავას ექსტრადირება უკრაინის სახელმწიფოდან.

ექსტრადირების პროცესმა ჩაიარა დადგენილი წესებით, გართულებების გარეშე.

ამჟამად მეგის ქარდავა შესახლებული იქნება რუსთავის მე-12 დაწესებულებაში და წარიმართება სხვადასხვა პროცესი, რაც არის დადგენილი კანონმდებლობით", – განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინიდან ექსტრადიცია დღეს განხორციელდა.

საქართველოში სისხლის სამართლის 11 საქმეზე ბრალდებული და მსჯავრდებული მეგის ქარდავა უკრაინაში 2017 წლის პირველ ნოემბერს დააკავეს.

ქარდავას ექსტრადირებას ქართული მხარე მისი დაკავების დღიდან ითხოვდა.

2018 წლიდან მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით ჰქონდა შეცვლილი, რამდენიმე დღის წინ კი ის კვლავ საპატიმროში გადაიყვანეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789921824

ახალი ამბები

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ქობულეთისა და ხელვაჩაურის საავტომობილო გზებზე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ქობულეთისა და ხელვაჩაურის საავტომობილო გზებზე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.   19 სექტემბერ...

გაწმენდითი სამუშაოები

1789920114

ახალი ამბები

„ნაცმოძრაობის“ აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს კვლავ დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენიებს: კომენტატორების უმრავლესობას ჯუჯების არსებობა ოჯახში მიაჩნიათ წყევლად

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მიმართ დამამცირებელ კონტექსტში საუბარს განაგრძობს და მათ კვლავ „ჯუჯებს“ უწოდებს. ის აცხადებს, რომ „ჯუჯების“ ო...

დარინა მიქელაძე

1789918499

ახალი ამბები

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება

გიორგი გველესიანმა ერთ-ერთ ეთერში ძალიან გულწრფელად და შინაარსიანად ისაუბრა. იგი მხოლოდ წარმატებული სპორტსმენი არ არის, ნათელია, რომ საინტერესო მოსაუბრეცაა, რომელსაც საკუთარი პოზიცია და ცხოვრებისეული...

ნიკოლოზ მეტრეველი

1789913516

ახალი ამბები

პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფ...

პროკურატურ

1789910396

ახალი ამბები

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. „თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრა...

დაკავება