მიხეილ მესხი: ქუთაისის ციხეში, „სპიჩკებს“ ეძახდნენ, სადაც შეგვიყვანეს, ვიგრძენი, რომ ფეხი დამისველდა, რომ გამოვედი, ფეხსაცმელი სულ სისხლიანი მქონდა - აღმოჩნდა, რომ ამ „სპიჩკებში“ ჩაჰყავდათ ადამიანები და იქ სცემდნენ

ქუთაისის ციხის მაშინდელი უფროსი იყო ბატონი ჯიჭონაია. „სპიჩკებს“ ეძახდნენ, სადაც ჩვენ შეგვიყვანეს. მე პირადად 7 კვადრატში ვიჯექი, მაგრამ, სანამ შეგვიყვანდნენ „სპიჩკებში“, ვიგრძენი, რომ ფეხი დამისველდა, ალბათ ვინმემ წყალი დალია-მეთქი და რომ გამოვედი, ფეხსაცმელი სულ სისხლიანი მქონდა, -განაცხადა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, მიხეილ მესხმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

მისივე თქმით, „როგორც აღმოჩნდა, ამ „სპიჩკებში“ ჩაჰყავდათ ადამიანები და იქ სცემდნენ,“ და სწორედ ნაცემი ადამიანის სისხლით დაუსველდა ფეხები.

„„სპიჩკები“ თვითონ ციხეში იყო, საკნდიდან მანდ ჩამოგიყვანდნენ და მანდ ელოდებოდი სასამართლოში (გადაყვანას). გაგა ამბროლაძე და მიხეილ ამაშუკელიც იმავე პირობებში იყვნენ. პირველ დღეს მოხდა ეს ამბავი, ალბათ, შიში რომ მქონოდა იქაურობის, იმიტომ, რომ შემდეგ რომ დავყავდით (სასამართლოზე), მერე მოწმენდილ „სპიჩკებში“ შევყავდით. მერე, ციხეზე როცა მოვიკითხე, რამდენიმე „სპიჩკა“ იყო სპეციალურად, სადაც ამ ადამიანებს სცემდნენ და ვხედავდი, როდესაც მოგვიყვანდნენ სასამართლოდან, როგორ ექცეოდნენ, ბევრჯერ გავუღვიძებივარ ყვირილს, ადამიანების წამების ხმას.“ - განაცხადა მიხეილ მესხმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1765658233

მსოფლიო

სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა

პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...

პალმირა

1765656502

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის

უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...

უკრაინა

1765655106

საზოგადოება

თინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს

ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...

თინათინ რუხაძე

1765654226

საზოგადოება

გიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შევიდეს. ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს-არა სოციალურ დახმარებას, იმუშავებ, გექნება ხელფასი

ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ...

ექიმი

1765652359

ახალი ამბები

საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა

საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა. საქართველო კონკურსზე მესამე ადგი...

საბავშვო ევროვიზია