მიხეილ სარჯველაძე: მომდევნო წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება დაახლოებით 1 500 000 000 ლარს გაუტოლდება
თუკი, ამ დრომდე, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა დაახლოებით 1 400 000 000 ლარს მოიცავდა, მისი დაფინანსება დაახლოებით 100 000 000 ლარით იზრდება და მომდევნო წელს, 1 500 000 000 ლარს გაუტოლდება. ეს საკმაოდ დიდი თანხაა. ბევრი წლის წინ, დაუჯერებელი იყო, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მილიარდ-ნახევარი ლარით დაფინანსება. დღეს, საბედნიეროდ, ეს შესაძლებელია, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძემ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პროგრამების გაფართოებასა და ამ მიმართულებით, სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდაზეც ისაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა სამედიცინო მომსახურებების ხარისხზე.
„დღეს, ჯანდაცვა აღარ არის ფუფუნება, ეს არის აუცილებელი რამ. ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მაღალი ხარისხის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რაც ქვეყნის ყველა წერტილში უნდა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. ამ მიმართულებით, ბოლო წლებში, მართლაც შთამბეჭდავი შედეგები გვაქვს, მაგრამ გვინდა ყოველთვის უკეთესი, კიდევ უფრო მეტი. ვფიქრობ, აღნიშნული შესაძლებლობები არსებობს. ეს ნიშნავს მათ შორის მკაცრ კონტროლს, რომელიც აუცილებელი პირობაა იმ ფონზე, როდესაც კერძო სექტორს, ბაზრის საკმაოდ მსხვილი სეგმენტი უჭირავს. სახელმწიფოს მხრიდან, რეგულირება უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და ორიენტირებული, დაიცვას თითოეული პაციენტის უფლება. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და დღეს, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ამოცანა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
1766161756
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: სერბი და ქართველი ხალხი ძალიან აფასებს ერთმანეთს, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ის ბრძოლის მეთოდები, რითაც სერბები საუკუნეებია იბრძვიან, იდენტურია იმისა, რასაც ქართველი ხალხი აკეთებს
„მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო სერბეთის პრეზიდენტს, ბატონ ალექსანდარ ვუჩიჩს გულთბილი, საქმიანი და პარტნიორული შეხვედრებისათვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთი...
1766156490
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ერთი მადლობაც არ მოგვისმენია უკრაინის ხელისუფლებისგან იმ დახმარებისთვის, რაც უკრაინისთვის გვაქვს გაწეული. ერთადერთი არ შევეხიდეთ ჩვენი მოქალაქეებით და არ აღმოვჩნდით იმ ომში, რომელიც ჩვენი საომარი არ იყო
„სამწუხაროა, რომ ერთი მადლობაც არ მოგვისმენია უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლებისგან იმ დახმარებისთვის, რაც უკრაინისთვის გვაქვს გაწეული. ერთადერთი არ შევეხიდეთ ჩვენი მოქალაქეებით და არ აღმოვჩნდით იმ ომშ...
1766156369
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ბორის ჯონსონის განცხადებაზე: ეს სერიალები ნანახი გვაქვს, იგივე 2008 წელი და ძალიან კარგად ვაანალიზებთ, რომ ცივსისხლიანი პრაგმატიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ, არ უნდა ამჩატდე და რაღაც დაპირებებს არ უნდა აჰყვე
„ეს სერიალები ნანახი გვაქვს, იგივე 2008 წელი და ძალიან კარგად ვაანალიზებთ, რომ ცივსისხლიანი პრაგმატიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ, არ უნდა ამჩატდე და რაღაც დაპირებებს არ უნდა აჰყვე“, - განაცხადა ფრაქცია „ქარ...
1766155513
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი ბორის ჯონსონის განცხადებაზე: ჩვენ ხომ ვსაუბრობდით, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტი. ზურგს უკან ისინი მოქმედებენ სხვანაირად - ჩვენთან მიმართებაშიც. იძულებული ვიყავით, კულუარული ინფორმაციები ზედაპირზე გამოგვეტანა
„ჩვენ ხომ ვსაუბრობდით, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტი. ზურგს უკან ისინი მოქმედებენ სხვანაირად - ჩვენთან მიმართებაშიც. იძულებული ვიყავით, კულუარული ინფორმაციები ზედაპირზე გამოგვეტანა“, - განაცხადა საქართ...
1766155460
საზოგადოებაპრეზიდენტი: ევრობიუროკრატია ცდილობს განცხადებებით, თითქოს დემოკრატიის უკუსვლაა და ირღვევა ვიღაცის უფლებები ამით კვებოს მილევადი რადიკალური ფრთა მაგრამ არც გოლის გატანა შეუძლიათ, არც სირბილი შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან
„ევრობიუროკრატია ცდილობს განცხადებებით, თითქოს დემოკრატიის უკუსვლაა და ირღვევა ვიღაცის უფლებები ამით კვებოს მილევადი რადიკალური ფრთა მაგრამ არც გოლის გატანა შეუძლიათ, არც სირბილი შეუძლიათ, საცოდავ დღე...



























