კახა კალაძე: „ფერარის“ შემოსვლა საქართველოში შედეგია იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენი გუნდი ატარებს

 დღევანდელი ღონისძიება არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენი გუნდი ატარებს - სწორედ ამ პოლიტიკის შედეგად ამ მასშტაბისა და სიდიდის ბრენდები შემოდიან საქართველოში, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქში „ფერარის“ ოფიციალური შოურუმის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას.

მერი ღონისძიებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ეკონომიკური განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად დაესწრო.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა „ფერარის“ ევროპისა და აფრიკის პრეზიდენტს რენო დე პოლის და „ნაზარ ჰოლდინგის“ დამფუძნებელ ალი ნაზარს და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„დღეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ქალაქისთვის, ვინაიდან ასეთი დიდი ბრენდის შემოსვლა ქვეყნის იმიჯისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო. თუმცა, ცხადია, შემთხვევით არაფერი ხდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, რადგან დღევანდელი ღონისძიება არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენი გუნდი ატარებს. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგად ამ მასშტაბის და სიდიდის ბრენდები შემოდიან საქართველოში, იმიტომ, რომ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ქვეყანა წინ მიდის, ბიზნესის კეთების თვალსაზრისით კი ერთ-ერთი მოწინავე ვართ ევროპის ქვეყნებთან მიმართებით. ძალიან მიხარია დღევანდელი ღონისძიება. მიხარია, რომ პატარა წვლილი მეც მაქვს შეტანილი იმაში, რომ „ფერარი“ შემოვიდა საქართველოში და ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში იხსნება პირველი ფილიალი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისში „ფერარის“ ოფიციალური შოურუმი გაიხსნა. იტალიური ბრენდი საქართველოში Nazar Group-ის პარტნიორობით შემოვიდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766156490

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ერთი მადლობაც არ მოგვისმენია უკრაინის ხელისუფლებისგან იმ დახმარებისთვის, რაც უკრაინისთვის გვაქვს გაწეული. ერთადერთი არ შევეხიდეთ ჩვენი მოქალაქეებით და არ აღმოვჩნდით იმ ომში, რომელიც ჩვენი საომარი არ იყო

„სამწუხაროა, რომ ერთი მადლობაც არ მოგვისმენია უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლებისგან იმ დახმარებისთვის, რაც უკრაინისთვის გვაქვს გაწეული. ერთადერთი არ შევეხიდეთ ჩვენი მოქალაქეებით და არ აღმოვჩნდით იმ ომშ...

ლევან მაჭავარიანი

1766156369

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ბორის ჯონსონის განცხადებაზე: ეს სერიალები ნანახი გვაქვს, იგივე 2008 წელი და ძალიან კარგად ვაანალიზებთ, რომ ცივსისხლიანი პრაგმატიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ, არ უნდა ამჩატდე და რაღაც დაპირებებს არ უნდა აჰყვე

„ეს სერიალები ნანახი გვაქვს, იგივე 2008 წელი და ძალიან კარგად ვაანალიზებთ, რომ ცივსისხლიანი პრაგმატიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ, არ უნდა ამჩატდე და რაღაც დაპირებებს არ უნდა აჰყვე“, - განაცხადა ფრაქცია „ქარ...

ლევან მაჭავარიანი

1766155513

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი ბორის ჯონსონის განცხადებაზე: ჩვენ ხომ ვსაუბრობდით, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტი. ზურგს უკან ისინი მოქმედებენ სხვანაირად - ჩვენთან მიმართებაშიც. იძულებული ვიყავით, კულუარული ინფორმაციები ზედაპირზე გამოგვეტანა

„ჩვენ ხომ ვსაუბრობდით, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტი. ზურგს უკან ისინი მოქმედებენ სხვანაირად - ჩვენთან მიმართებაშიც. იძულებული ვიყავით, კულუარული ინფორმაციები ზედაპირზე გამოგვეტანა“, - განაცხადა საქართ...

მიხეილ ყაველაშვილი

1766155460

საზოგადოება

პრეზიდენტი: ევრობიუროკრატია ცდილობს განცხადებებით, თითქოს დემოკრატიის უკუსვლაა და ირღვევა ვიღაცის უფლებები ამით კვებოს მილევადი რადიკალური ფრთა მაგრამ არც გოლის გატანა შეუძლიათ, არც სირბილი შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან

„ევრობიუროკრატია ცდილობს განცხადებებით, თითქოს დემოკრატიის უკუსვლაა და ირღვევა ვიღაცის უფლებები ამით კვებოს მილევადი რადიკალური ფრთა მაგრამ არც გოლის გატანა შეუძლიათ, არც სირბილი შეუძლიათ, საცოდავ დღე...

მიხეილ ყაველაშვილი

1766155415

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: მაკრონის განცხადება იმას ნიშნავს, რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ, გზებს ეძებენ, როგორ უნდა დამთავრდეს უკრაინის ომი

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი მედიასთან საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას ეხმაურება. როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, განცხადებიდან ჩანს, რომ მათ გამოსავალი აღარ აქვთ და გ...

მიხეილ ყაველაშვილი