მიხეილ ყაველაშვილი: ამდენი ხანია ვიცნობთ ალეკო ელისაშვილს, რა თქმა უნდა, ვერასდროს წარმოიდგენ, ასეთი წარსულის ადამიანი, რომელიც პოლიტიკოსი იყო, ჟურნალისტი, აღტყინებული, პატრიოტი, ოჯახი, ურთიერთობები და ასეთ საქციელს სჩადის

ამდენი ხანია ვიცნობთ ალეკო ელისაშვილს. რა თქმა უნდა ვერასდროს წარმოიდგენ, ასეთი წარსულის ადამიანი, რომელიც პოლიტიკოსი იყო, ჟურნალისტი, აღტყინებული, პატრიოტი, ოჯახი, ურთიერთობები და ასეთ საქციელს სჩადის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, სპეციალურად ხდება მწერლების, პოეტების და ასეთი ადამიანების „დამუშავება“.

„ჩვენმა სახელმწიფომ ხუთი, თუ ოთხი რევოლუციის მცდელობა აღკვეთა. წარმოიდგინეთ, ჩემი კოლეგა იყო პარლამენტში, ამდენი ხანია ვიცნობთ ალეკო ელისაშვილს. რა თქმა უნდა ვერასდროს წარმოიდგენ, ასეთი წარსულის ადამიანი, რომელიც პოლიტიკოსი იყო, ჟურნალისტი, აღტყინებული, პატრიოტი, ოჯახი, ურთიერთობები და ასეთ საქციელს სჩადის. კითხვა იბადება, რას უნდა უკავშირშირდებოდეს, რამ განახორციელებინა, რატომ მოხდა ეს ყველაფერი?! თუ სიღრმისეულად ჩავხედავთ, ვის მიერ იგეგმება და არაერთხელ გვისაუაბრია აკერმანის ტრენინგებზე, სხვა კი არაფერი ხდება.

პირდაპირი მაგალითია ფიცოს დაჭრა. ვინ დაჭრა, ისიც გვახსოვს. სპეციალურად ხდება ასეთი პერსონაჟების მოძიება. დაქირავებული მკვლელი უკვე თვალშისაცემია და ვერ დამალავ ამ პროცესს, მაგრამ გაბრაზებულ და დამუშავებულ აქტივისტებს [დამალავ]. სპეციალურად ხდება მწერლების, პოეტების და ასეთი ადამიანების „დამუშავება“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784839517

ახალი ამბები

საქართველოს ტერიტორიის უდიდეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

საქართველოს ტერიტორიის უდიდეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.  „ექსკლუზივი“ დეტალების გასარკვევად საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა​ს დაუკავშირდა. სადაც განაცხადეს, რომ ჯერჯერობით მიზეზი უცნობ...

შუქი

1784838924

ახალი ამბები

პრეზიდენტი: მთელი ჩვენი ისტორია ამას გვკარნახობს, არ არსებობს პერიოდი, როცა იყო შესაძლებლობა, რომ საქართველოს დამოუკიდებლად ეარსება და ეს შანსი არ გამოეყენებინა ჩვენს წინაპარს

„მთელი ჩვენი ისტორია ამას გვკარნახობს, არ არსებობს პერიოდი, როცა იყო შესაძლებლობა, რომ საქართველოს დამოუკიდებლად ეარსება, საკუთარი პოლიტიკა განეხორციელებინა და ეს შანსი არ გამოეყენებინა ჩვენს წინაპარს...

მიხეილ ყაველაშვილი

1784837454

ახალი ამბები

პრეზიდენტი ევროკავშირზე: ჩვენ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხზე დიალოგისთვის მზად ვართ, დიალოგის გარეშე პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია, როცა ხდება იგნორირება, არაღიარება და დამამცირებელი დამოკიდებულება, ამას ჩვენ ვერ მივიღებთ

„ჩვენ ნებისმიერი დროს, ნებისმიერ საკითხზე დიალოგისთვის მზად ვართ. დიალოგის გარეშე პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია. ორი მხარე უნდა არსებობდეს, მზაობა უნდა არსებობდეს, პატივისცემა უნდა არსებობდეს და შემდე...

მიხეილ ყაველაშვილი

1784835670

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ვაწარმოებთ ეროვნულ ინტერესზე დაფუძნებულ საგარეო პოლიტიკას, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული, ღირსეული სახელმწიფო, რომელიც მზად არის ყველა ქვეყანასთან თანასწორობის ფორმატში აწარმოოს პოლიტიკა

„ჩვენ ვაწარმოებთ ეროვნულ ინტერესზე დაფუძნებულ საგარეო პოლიტიკას“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, მისმა წინამორბედმა ანტისახელმწიფოე...

 მიხეილ ყაველაშვილი

1784833618

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილმა მხოლოდ მას შემდეგ გააკრიტიკა ეკა გიგაური, რაც ის მას პირადად შეეხო და ამის გამო თქვა სააკაშვილმა ის, რასაც ჩვენ წლებია ვამბობთ

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ ეკა გიგაურის კრიტიკას ეხმიანება და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტმა იმ საკითხებზე დაიწყო საუბარი, რაზეც, მისი თქმით, „...

გურამ მაჭარაშვილი