პრეზიდენტი ევროკავშირზე: ჩვენ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხზე დიალოგისთვის მზად ვართ, დიალოგის გარეშე პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია, როცა ხდება იგნორირება, არაღიარება და დამამცირებელი დამოკიდებულება, ამას ჩვენ ვერ მივიღებთ

„ჩვენ ნებისმიერი დროს, ნებისმიერ საკითხზე დიალოგისთვის მზად ვართ. დიალოგის გარეშე პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია. ორი მხარე უნდა არსებობდეს, მზაობა უნდა არსებობდეს, პატივისცემა უნდა არსებობდეს და შემდეგ უნდა მოხდეს საკითხების დაახლოება. როცა ხდება იგნორირება, ზურგშექცევა, არაღიარება და დამამცირებელი დამოკიდებულება, ამას ჩვენ ვერ მივიღებთ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.

მისი თქმით, დიპლომატია არის საერთაშორისო ენა და გამოსავალი არის დიალოგი, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ხედავს ევრობიუროკრატების მხრიდან დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას.

„დიპლომატია არის საერთაშორისო ენა. არ უნდა არსებობდეს ორმაგი სტანდარტი. რა თქმა უნდა ქვეყნებს, რომლებსაც ჩვენ ვხვდებით ყველას თავის ეროვნული ინტერესები გააჩნია. ინტერესები არის შემდეგი ეტაპი, სადაც შეიძლება არ იყოს თანხვედრა და იქ მიდის მსჯელობა, როგორ მოხდეს დაახლოება საკითხების. მაგრამ პირველი ეტაპი, ელემენტარული წესი, რომელიც უნდა არსებობდეს ორგანიზაცია იქნება თუ ქვეყნები, ელემენტარულია წესია პატივისცემა სუვერენიტეტის და ხელისუფლების, რომელიც აირჩია ხალხმა. რას ვხედავთ აქ?! - აქ ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომელიც ევროპული ბიუროკრატიიდან მომდინარეობს. ჩვენდა საბედნიეროდ, გვაქვს გამოცდილება და ვფლობთ ინფორმაციას თუ რა ხდება ევროკავშირის ქვეყნებში - აზრთა სხვადასხვაობა, არ არის ერთიანი პოზიცია, სწორედ ამ ევრობიუროკრატიის ხარჯზე, როგორ კნინდება ევროკავშირის იმიჯი. ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუნდაც აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის კრიტიკული გზავნილი ევროკავშირის და ევრობიუროკრატიის მიმართ, რომ თუ ისინი ამ გზას არ გადაუხვევენ და არ ეცდებიან გამოსწორებას, ევროპას უქადის დაღუპვას.

ჩვენ ერთადერთი იმას ვახერხებთ, რომ კონფრონტაციაში ნაკლებად შევდივართ. იძულებულები ვართ, რომ მათ ასეთ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას არ ვუპასუხოთ ისე, როგორც იმსახურებენ. ჩვენ არ ვუყურებთ დღევანდელი ევრობიუროკრატების თვალით ევროპას და ევროკავშირს. ჩვენ ვფლობთ ცოდნას თუ რა არის ევროპა. ჩვენ თავად ვართ ევროპის ნაწილი, ევროპის საწყისი. საუკუნეების მანძილზე სურვილი ჩვენი ხალხის, რომ ჩვენ ვიყოთ ევროპის ნაწილი, ძალაშია. თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ღირებულებებს,რომელსაც ჩვენდა საბედნიეროდ საქართველოში საზოგადოება ძალიან სწორად ეკიდება და გრძნობს, რომ ეს ღირებულებები არის მთავარი და შემდეგ არის ეს ყველაფერი განსახორციელებელი. და ეს ღირებულებები თანხვედრაშია ნამდვილ ევროპულ ღირებულებებთან, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ ირღვევა.

ჩვენ ნებისმიერი დროს ვართ მზად დიალოგისთვის ნებისმიერ საკითხზე. დიალოგის გარეშე პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია. ორი მხარე უნდა არსებობდეს, მზაობა უნდა არსებობდეს, პატივისცემა უნდა არსებობდეს და შემდეგ უნდა მოხდეს საკითხების დაახლოება. როცა ხდება იგნორირება, ზურგშექცევა, არაღიარება და დამამცირებელი დამოკიდებულება ამას ჩვენ ვერ მივიღებთ. არც ჩვენი ისტორია გვაძლევს იმის უფლებას, რომ ჩვენ თავი დავხაროთ და შეურაცხყოფა ავიტანოთ. მე საქართველოს პრეზიდენტი ვარ, მე ვარ ქართველი და მე ვარ იმ მარადიული საქართველოს ნაწილი და იმ წინაპრების ნაწილი, რომლებმაც სისხლის და დიდი ბრძოლის ფასად მოიტანა ეს ქვეყანა აქამდე. ვერავის ვერ მივცემთ იმის უფლებას, რომ ეს ქვეყანა დაამციროს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784827926

ახალი ამბები

პაველ დუროვი: რაც შეეხება საქართველოს, ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ - მთავრობის ბიზნესსაჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის წყალობით, საქართველო მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება, ეკონომიკა 5 წელიწადში გაორმაგდა და წლიურად კვლავ 8%-ით იზრდება

„ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში საქართველოს მიმართ აღტაცებას გამოთქვამს და საქართველოს მთავრობის ბიზნესპოლიტიკასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას უსვამს ხაზს. „...

პაველ დუროვი

1784825371

ახალი ამბები

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დონალდ ტრამპს ავალდებულებს ამერიკელი სამხედროები ირანში კონფლიქტის ზონიდან გამოიყვანოს

„წარმომადგენელთა პალატის წევრებმა 23 ივლისს კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკა ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები კვლავ ძლიერდ...

დონალდ ტრამპი

1784821632

მსოფლიო

ბერლინის ადგილობრივი არჩევნების წინ ჩატარებულ გამოკითხვაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პირველად ლიდერობს

ბერლინში ადგილობრივ არჩევნებამდე 59 დღით ადრე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) პოპულარობით პირველი ადგილი დაიკავა. სოციოლოგიური ინსტიტუტის, Insa-ს კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, გამოცემა Welt-...

ბერლინის ადგილობრივი არჩევნების

1784820046

ახალი ამბები

23 ივლისიდან გამოცდებში მაგისტრანტობის კანდიდატები ჩაერთნენ

დღეს, 23 ივლისს მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ორ სესიად ჩატარდა საერთო სამაგისტრო გამოცდა წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ნაწილებში. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ა...

23 ივლისიდან გამოცდებში მაგისტრანტობის კანდიდატები ჩაერთნენ

1784818652

ახალი ამბები

ბიძინა გიორგობიანი: საქართველო მზარდი ეკონომიკის ქვეყანაა, აბსოლუტურად სხვა რელსებზეა გადასული, რომელსაც სჭირდება ახალი, ძლიერი საჰაერო მიმოსვლა და ამაში მონაწილეობა ისეთი ცნობილი ოპერატორი კომპანიების, რომლებიც მსოფლიო დონის გიგანტები არიან

„საქართველო არის მზარდი ეკონომიკის ქვეყანა. აბსოლუტურად სხვა რელსებზეა გადასული, რომელსაც სჭირდება ახალი, ძლიერი საჰაერო მიმოსვლა, ახალი აეროპორტის მშენებლობა“, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართვ...

ბიძინა გიორგობიანი