პრეზიდენტი: მთელი ჩვენი ისტორია ამას გვკარნახობს, არ არსებობს პერიოდი, როცა იყო შესაძლებლობა, რომ საქართველოს დამოუკიდებლად ეარსება და ეს შანსი არ გამოეყენებინა ჩვენს წინაპარს
„მთელი ჩვენი ისტორია ამას გვკარნახობს, არ არსებობს პერიოდი, როცა იყო შესაძლებლობა, რომ საქართველოს დამოუკიდებლად ეარსება, საკუთარი პოლიტიკა განეხორციელებინა და ეს შანსი არ გამოეყენებინა ჩვენს წინაპარს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება არ მალავს, რომ ამ დრომდე იყო ბევრი სხვადასხვა მიზეზი, რის გამოც ქვეყანა დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებას ვერ ახერხებდა.
„თეორიული თვალსაზრისით შეგვიძლია მსჯელობა, რომ ერთი ქვეყნის საფარქვეშ იყოს ქვეყანა და მისი კარნახით ცხოვრობდეს, ჩვენ ხომ ეს გამოვიარეთ? ეს გამოცდილება დავაგროვეთ. ჩვენ სამი ომი გადავიტანეთ, ჩვენ მარტონი დავრჩით მტერთან სხვადასხვა დროს. მთელი ჩვენი ისტორია ამას გვკარნახობს, არ არსებობს პერიოდი, როცა იყო შესაძლებლობა, რომ საქართველოს დამოუკიდებლად ეარსება, საკუთარი პოლიტიკა განეხორციელებინა და ეს შანსი არ გამოეყენებინა ჩვენს წინაპარს. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ დავინახეთ შესაძლებლობა, ხომ არ ვმალავთ, რომ თუნდაც „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს იყო ბევრი ისეთი საკითხი, როდესაც ჩვენ ვერ ვახერხებდით დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებას, სხვადასხვა მიზეზებით. ჩვენ გუნდშიც გვყავდა გარე აქტორების მხარდაჭერილი პოლიტიკოსები და ხშირ შემთხვევაში გვიწევდა რაღაცების სხვანაირად გადათამაშება, თუმცა ეს პროცესები წარსულს ჩაბარდა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველომ უფრო მეტად დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება ქვეყანაზე განხორციელებული ზეწოლის შემდეგ დაიწყო.
„როცა უკრაინაში ომი დაიწყო, მაშინ მოხდა ზეწოლა და იქ მოხდა ჩვენი მომზადებული პოზიციების გაჟღერება. იმ დღიდან დაიწყო ჩვენი უფრო მეტად დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება. გარდა იმისა, რომ ამ პოლიტიკამ ჩვენ მოგვიტანა მშვიდობა და სტაბილურობა, ასევე განვითარებისკენ დიდი ნაბიჯები გადავდგით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
1784827926
ახალი ამბებიპაველ დუროვი: რაც შეეხება საქართველოს, ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ - მთავრობის ბიზნესსაჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის წყალობით, საქართველო მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება, ეკონომიკა 5 წელიწადში გაორმაგდა და წლიურად კვლავ 8%-ით იზრდება
„ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში საქართველოს მიმართ აღტაცებას გამოთქვამს და საქართველოს მთავრობის ბიზნესპოლიტიკასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას უსვამს ხაზს. „...
1784825371
ახალი ამბებიაშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დონალდ ტრამპს ავალდებულებს ამერიკელი სამხედროები ირანში კონფლიქტის ზონიდან გამოიყვანოს
„წარმომადგენელთა პალატის წევრებმა 23 ივლისს კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკა ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები კვლავ ძლიერდ...
1784821632
მსოფლიობერლინის ადგილობრივი არჩევნების წინ ჩატარებულ გამოკითხვაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პირველად ლიდერობს
ბერლინში ადგილობრივ არჩევნებამდე 59 დღით ადრე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) პოპულარობით პირველი ადგილი დაიკავა. სოციოლოგიური ინსტიტუტის, Insa-ს კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, გამოცემა Welt-...
1784820046
ახალი ამბები23 ივლისიდან გამოცდებში მაგისტრანტობის კანდიდატები ჩაერთნენ
დღეს, 23 ივლისს მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ორ სესიად ჩატარდა საერთო სამაგისტრო გამოცდა წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ნაწილებში. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ა...
1784818652
ახალი ამბებიბიძინა გიორგობიანი: საქართველო მზარდი ეკონომიკის ქვეყანაა, აბსოლუტურად სხვა რელსებზეა გადასული, რომელსაც სჭირდება ახალი, ძლიერი საჰაერო მიმოსვლა და ამაში მონაწილეობა ისეთი ცნობილი ოპერატორი კომპანიების, რომლებიც მსოფლიო დონის გიგანტები არიან
„საქართველო არის მზარდი ეკონომიკის ქვეყანა. აბსოლუტურად სხვა რელსებზეა გადასული, რომელსაც სჭირდება ახალი, ძლიერი საჰაერო მიმოსვლა, ახალი აეროპორტის მშენებლობა“, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართვ...































