მიშას გამჩერებელი ბიძინა კი არა, ვლადიმერ პუტინი არ არის - გუბაზ სანიკიძე
პარლამენტის წევრი, გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი რეგიონალური პოლიტიკური ლიდერია. მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პუტინის პირადი პატიმარია.
„მიხეილ სააკაშვილი რეგიონალური პოლიტიკური ლიდერია. ფაქტობრივად, უკვე ყველა აღიარებს ამას შინ და გარეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის პირადი ტუსაღია, ბიძინა ივანიშვილი უბრალოდ მისი "კლუჩნიკია". იმ პროცესებში, რომლებიც ახლა მიმდინარეობს უკრაინასთან დაკავშირეობით, სააკაშვილი ერთ-ერთი სერიოზული ფიგურა და სოლისტია. ის გარკვეულწილად, სიმბოლოც არის ოქროს ურდოს წინააღმდეგ მიმდინარე ქმედებებისა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიშა [უკრაინაში ყოფნის შემთხვევაში] ძალიან აქტიურად იმოქმედებდა დასავლეთში. ის გავლენიანი ადამიანია, ძალიან დიდი სანაცნობო წრე ჰყავს დასავლეთში. ძალიან დიდ როლს ითამაშებს და თამაშობს კიდეც, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი. ამაშიც ქვეყანას გამოადგა მიშა, ფაქტობრივად, საქართველო მიაბა უკრაინის საკითხს. რაც შეეხება მის ციხეში ყოფნას, ესეც პოლიტიკური აქტია, როცა ის ნებაყოფლობით ჩამოვიდა და ჩაჯდა ციხეში. ესეც პროტესტის ნაირსახეობაა, რადგან დიდი პიროვნებები, ბევრი მათგანი, ასე შეგნებულად მიდიოდა უსამართლო სასამართლოზე. მიშას გამჩერებელი ბიძინა კი არა, ვლადიმერ პუტინი არ არის და მისი ტყვეობაც, ესეც პოლიტიკური აქტია, თან ძალიან სერიოზული“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადაცემაში “დღის სტუმარი”.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵წავედით მე და ბასასუნები დასატესტად და დავბრუნდით 4 ცალი კოვიდდადებითი - ირინა სარიშვილი
1773856106
ახალი ამბებიილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21-22 მარტს რკინიგზა და თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება, უფასო ტრანსპორტი და დამატებითი რეისები დაინიშნება რეგიონებიდანაც
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მთავრობა ავრცელ...
1773854422
სპორტიმაკა ბოჭორიშვილი: დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს, მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი
დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს. მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი, თაობების მეგზური, რწმენის დამცველი და გამძლეობის სიმბოლ...
1773852826
ახალი ამბებიილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება. „მისი უწმინდესობისა...
1773851404
ახალი ამბებითბილისის მერი პატრიარქის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდე...
1773850207
ახალი ამბებიმეუფე შიო ილია მეორეზე: „არ არის შემთხვევით, რომ მან ღვთივ განისვენა სწორედ დიდი მარხვის, ჯვრის თაყვანისცემის კვირაში“
„მე მინდა ყველას მოგისამძიმროთ ყველას მისი უწმიდესობის გარდაცვალების გამო. საოცარი ჰქონდა მას თვისება, მისი ეს მამობრივი სიყვარულის მასშტაბი, მისი ფიქრი და ლოცვა ეფინებოდა თითოეულ ადამიანს, რომელსაც ო...































