მიწის ნაკვეთები, საბანკო სესხები და თანხა ანაბარზე - რა ქონებას ფლობენ თეა წულუკიანი და მისი მეუღლე
ხელისუფლებაში "ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, თეა წულუკიანის პერსონა აქტუალურობას დღემდე არ კარგავს. ის იყო იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე, ქართული პოლიტიკის ისტორიაში, ყველაზე ხანგრძლივად. წულუკიანი ამ პოსტს 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 სექტემბრამდე იკავებდა. ამჯერად კი კულტურის მინისტრია.
თეა წულუკიანს "ქართული ოცნების“ პოლიტიკოსი ქალებიდან ყველაზე ხშირად აკრიტიკებს ოპოზიცია. ის არ ერიდება ხმაურიან კამათს ოპონენტებთან და გაბრაზებულმა შეიძლება ჟურნალისტს მიკროფონიც წაართვას და როცა თავად მოისურვებს, მაშინ დაუბრუნოს.
როგორც ცნობილია, მისი მეუღლეა ნუგზარ (ნუგო) კაკულია, რომელიც თეა წულუკიანზე 9 წლით უმცროსია. წყვილს ჰყავს ერთი ქალიშვილი, მერი, რომელიც 2017 წელს დაიბადა.
თეა წულუკიანმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2022 წლის 31 იანვარს შეავსო.
მინისტრის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ნუგზარ კაკულიას 2021 წლის მარტში ჩუქებით გადაეცა 36.07 კვ.მ. ბინა, თბილისში, დოლიძის ქუჩაძე. ის ასევე ფლობს 50009 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ახალქალაქის რაიონ სოფელ დილისკაში, რომელშიც 2016 წელს 7 ათასი ლარი გადაიხადა.
პატარა მერისთვის კი 2020 წელს, სამტრედიის რაიონ სოფელ ტოლებში 1182 კვ.მ. მიწის ნაკვეთი უჩუქებიათ.
2005 წელს თეა წულუკიანს სოფელ დიღომში ასევე საჩუქრად მიუღია 1900 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. მის სახელზეა ასევე 2017 წელს ნაჩუქარი 6 ათასი კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიაში, სოფელ ზემო ლუჰაში.
2020 წელს ნუგზარ კაკულიამ მსუბუქი ავტომანქანა BMW Sedan 535 l შეიძინა და მასში 10 000 დოლარი გადაიხადა.
დეკლარაციის შევსების დროს თეა წულუკიანს "საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე ჰქონდა 3305,62 ლარი, საბავშვო ანაბარზე კი 12 348,41ლარი.
ნუგზარ კაკულიას "საქართველოს ბანკის“ საბარათე ანგარიშზე ჰქონდა 2497,68 ლარი.
ნუგზარ კაკულიას სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა-პროგრამების განვითარების დარგში კონსულტანტის პოზიციაზე ერთი წლის განმავლობაში ხელფასის სახით 35 167 ლარი მიუღია.
თეა წულუკიანმა კი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მინისტრის პოსტზე 2021 წლის 22 მარტიდან - 31 დეკემბრამდე ხელფასის სახით 46 904,76 ლარი აიღო.
პოლიტიკოსმა საქართველოს პარლამენტის აპარატში პარლამენტის წევრობისა და კომიტეტის თავჯდომარის პოსტზე ყოფნის დროს 2021 წლის იანვრიდან-მარტამდე პერიოდში 11 607,62 ლარი მიიღო.
თეა წულუკიანი აქვს სამომხმარებლო სესხი 62 400 დოლარი, რომელშიც 2017-2027 წლამდე პერიოდს მოიცავს. მინისტრს გადახდილი აქვს 8261,89 დოლარი.
თეა წულუკიანმა ასევე რამდენიმე სესხი გააერთიანა და 2020 წელს "საქართველოს ბანკში“ 56 140 ლარი მიიღო, რომლის გადახდის ბოლო ვადაც 2030 წელია. ამ დროისთვის მინისტრს გადახდილი აქვს 3886,71 ლარი.
თეა წულუკიანმა სტრასბურგში ბინის გაყიდვით მიღებული შემოსავალი, 220 480 ევრო ანაბრის სახით შეიტანა ბანკში, საიდანაც ჯერჯერობით შემოსავალი არ დაფიქსირებულა.
ნუგზარ კაკულიას 34 000 ლარი სამომხმარებლო სესხის აქვს, რომლის გადახდის ბოლო ვადაც 2031 წელია. მინისტრის ქმარს დაფარული აქვს 9200 ლარი.
ნუგზარ კაკულიას საჩუქრის სახით მშობლისგან მიღებული აქვს ბინა, რომლის საბაზრო ღირებულებაც 30 ათასი დოლარია.
წულუკიანს ნათესავის მიერ მის სასარგებლოდ აღებულ სესხის გადაფარვაში გადახდილი აქვს 8261,89 დოლარი.
მინისტრმა წულუკიანმა სწავლის გადასახადში 11 724 ლარი დახარჯა.
წყარო: „ambebi.ge“
ასევე საინტერესოა:
🔵 რომელი ქვეყნებიდან დააბრუნეს უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები
🔵 „სააკაშვილის "პროგრამა" წავიკითხე, ცხვრის ფარა ჰგონია ხალხი“ - თამარ ჩერგოლეიშვილი
1791809645
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო ხელფასით თანამდებობის პირების უზრუნველყოფა, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, მინისტრს რატომ აქვს ამდენი ხელფასი, სპეკულაციაა
წინა ხელისუფლების პერიოდში ბიძინა ივანიშვილი პირადად, საკუთარი სახსრებით საჯარო მოსამსახურეებს უფინანსებდა ხელფასებზე დანამატებს და ეს იყო ანტიკორუფციული ზომა. ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო...
1791807887
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, უბიძგებ კორუფციისკენ, მინისტრი რა საქმესაც აკეთებს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ექნებოდა დაახლოებით 50 000 და 100 000 ლარი ხელფასი
„12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს იმას, რომ უბიძგებ კორუფციისკენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,...
1791807082
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს, ვფიქრობ, შეცვლილი ტენდენციები არის იმ პროცესის შედეგი, რაც ჩვენ წამოვიწყეთ
„რაც შეეხება ინფლაციას, თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს. მანამდე სიხარულით აქვეყნებდნენ ხოლმე, რომ ზრდა იყო 11-12 %-ით. იქაც მანიპულირებდნენ - აქვეყნებდნე...
1791806427
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: 20 ლარი იყო ის მატება, რომელიც გათვალისწინებული იყო რამდენიმე წლის წინ დამტკიცებული ინდექსაციის წესით, თუმცა ბიუჯეტში გამოვძებნეთ რესურსი და ჩვენ მოვახერხეთ ჯამში 45 ლარით პენსიის გაზრდა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის
„ბიუჯეტში გამოვძებნეთ რესურსი, კერძოდ, 128 მლნ ლარი და ამის ხარჯზე ჩვენ მოვახერხეთ პლუს 25 ლარით, ანუ ჯამში 45 ლარით პენსიის გაზრდა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმ...
1791805123
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი და კვლავ განაგრძოს შეასრულოს მთავარი როლი, დააკავშიროს ქვეყნები ევროპისა და სხვა ბაზრებს
„მინდა გამოვყო ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივა, რომელზეც საქართველომ გააკეთა აქცენტი - ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრ...


























