„ნავთლუღის სპეცოპერაციისას“ მოკლული მარად ართმელაძის მამა: დათა ახალაია დგება, დასცინის მკვდრებს, ავტომატს ისვრის და იცინის - ეს კადრები ტელეფონშიც მაქვს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2006 წლის 12 იანვარს „ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კუდის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული სამი ახალგაზრდის - მარად ართმელაძის, რომან სურმანიძის და მურად გორგაძის საქმე განიხილება, რომელიც „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ სახელით არის ცნობილი.

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მყოფმა მარად ართმელაძის მამამ, მიხეილ ართმელაძემ გაიხსენა კადრები, სადაც კუდის მაშინდელი უფროსი, დათა ახალაია ავტომატს ისვრის და მკვდრებს დასცინის.

„ხელისუფლება იქცა ჯალათებად, რატომ დახოცა ხელისუფლებამ, ამაზე მაქვს გული გახეთქილი. დათა ახალაია დგება, დასცინის მკვდრებს, ავტომატს ისვრის და იცინის - კადრებშია ეს, ტელეფონშიც მაქვს ეს კადრები“, - განაცხადა მიხეილ ართმელაძემ.

თეა წულუკიანის თქმით, ამ გარემოებების გამო, გასაკვირი არ არის, რომ მოკლული ახალგაზრდის მამა, სპეცოპერაციის ფიგურანტებს ჯალათებს უწოდებს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა მოკლული მარად ართმელაძის სიმართლე.

„ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ თქვენ მათ ჯალათებს ეძახით და ეს ტერმინი კარგი იქნება სხვა კვალიფიკაციებთან ერთად დასკვნაში თუ მოხვდება. თქვენ სამი ინსტანციის განაჩენი გაქვთ. ეს ვერ გამოასწორებს იმ ზიანს, რაც თქვენ მოგადგათ, მაგრამ, სამართლებრივად ეს უმნიშვნელოვანესია, რომ დადგინდა სიმართლე, რომ თქვენი შველი აღიარებულ იქნა, როგორც მართალი, ახალგაზრდა ქართველი კაცი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746209865

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია მედიის თავისუფლების ინდექსზე: დიდი შეურაცხყოფაა, როდესაც 1%-ით მაინც უშვებ შანსს რომ ასეთი ამაზრზენი, ყველაფერს აცდენილი და დამცინავი კვლევა შეგიძლია წარუდგინო ქვეყნის მოსახლეობას

დიდი შეურაცხყოფაა, როდესაც 1%-ით მაინც უშვებ შანსს, რომ ასეთი ამაზრზენი, ყველაფერს აცდენილი და დამცინავი კვლევა წარუდგინო ქვეყნის მოსახლეობას, - ასე აფასებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმ...

ირაკლი კირცხალია

1746209118

ახალი ამბები

ქართული სპორტის ვარსკვლავები გულშემატკივრებს ქართველი ხელბურთელების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

თბილისი, 8 მაისი, 17:00 საათი - „თბილისი არენის“ დარბაზში ჩვენი ქვეყნის ხელბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება. საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტა...

 ზურიკო დავითაშვილი

1746206929

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: თუ არა ორმაგი სტანდარტი, რა შეიძლება ვუწოდოთ იმას, რომ ევროპელი ბიუროკრატები „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილის გამომზეურების პროცესს ანტიდემოკრატიულს უწოდებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარების ფაქტს გამოეხმაურა. „თუ არა ორმაგი ს...

დავით მათიკაშვილი

1746204277

ახალი ამბები

შოთა ბერეკაშვილმა დაზღვევის კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა დაზღვევის კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. კომიტეტის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით...

შოთა ბერეკაშვილ

1746202841

ახალი ამბები

გორის ერთ-ერთ რესტორანში საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღებისთვის ორი პირი დააკავა

სპეცოპერაცია გორში - ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იყო შესული. დაკავებულია 2 პირი. ისინი ეჭვმიტანილი არიან ყალბი ფულის გასაღებაში. დაკავებულები...

 საგამოძიებო სამსახურ