„ნავთლუღის სპეცოპერაციისას“ მოკლული მარად ართმელაძის მამა: გამანადგურა სააკაშვილის გუნდმა, ჯალათურმა წყობამ გამიპარტახა ტკბილი, ლამაზი ოჯახი - ნულის ტოლფასად ვარ დღეს ქცეული

მინდა, რომ თქვენ, როგორც სამართლიანობის აღმდგენმა კომისიამ, სწორი,შესაბამისი დასკვნა დადოთ ჩემს საქმეზე - რას შეესაბამება ეს საქმე, ასეთი მკვლელობა? - ამ კითხვით მიმართა "ნავთლუღის სპეცოპერაციისას" მოკლული სამი ახალგაზრდიდან ერთ-ერთის, მარად ართმელაძის მამამ, მიხეილ ართმელაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს.
მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლების ჯალათურმა წყობამ ოჯახი გაუნადგურა.
„გამანადგურა სააკაშვილის გუნდმა, ე.წ. ჯალათურმა წყობამ გამიპარტახა ოჯახი, ტკბილი, ლამაზი გემრიელი ოჯახი. ნულის ტოლფასად ვარ დღეს ქცეული იმათი ვერაგული მოქმედებით," - განაცხადა მიხეილ ართმელაძემ.
კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ საქმეზე სამი ინსტანციის გადაწყვეტილება არსებობს, რომლის თანახმად, დათა ახალაია და სხვა რამდენიმე მაღალჩინოსანი უდანაშაულო ახალგაზრდების ქუჩაში დახოცვაში მონაწილეობდნენ.
„თქვენ მრავალჯერ აღნიშნეთ, რომ თქვენს საქმეზე სამი ინსტანციის გადაწყვეტილება არსებობს, რომელიც ამბობს, რომ მაშინდელი უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, დათა ახალაია, ასევე მისი ხელქვეითი გიორგი დგებუაძე, მეტსახელად "მასტერა", ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი მონაწილეობდნენ უშუალოდ თქვენი და სხვისი შვილების, უდანაშაულო ახალგაზრდების, სტუდენტების, ჩვენი ქვეყნის მომავლის ქუჩაში დახოცვაში. უშიშროების სამსახური რომ ებარა, იმ კაცმა და სხვა მაღალჩინოსნებმა, ვინც ჩამოვთვალეთ, არამხოლოდ მოკლეს, არამედ, ამას ჰქონდა საკონტროლო გასროლების ფორმა - ეს გააკეთეს, ეს არის განაჩენებში." - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
2006 წლის 12 იანვარს “ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამი ახალგაზრდა – მარად ართმელაძე, რომან სურმანიძე და მურად გორგაძე მოკლეს.
1746209865
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია მედიის თავისუფლების ინდექსზე: დიდი შეურაცხყოფაა, როდესაც 1%-ით მაინც უშვებ შანსს რომ ასეთი ამაზრზენი, ყველაფერს აცდენილი და დამცინავი კვლევა შეგიძლია წარუდგინო ქვეყნის მოსახლეობას
დიდი შეურაცხყოფაა, როდესაც 1%-ით მაინც უშვებ შანსს, რომ ასეთი ამაზრზენი, ყველაფერს აცდენილი და დამცინავი კვლევა წარუდგინო ქვეყნის მოსახლეობას, - ასე აფასებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმ...
1746209118
ახალი ამბებიქართული სპორტის ვარსკვლავები გულშემატკივრებს ქართველი ხელბურთელების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
თბილისი, 8 მაისი, 17:00 საათი - „თბილისი არენის“ დარბაზში ჩვენი ქვეყნის ხელბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება. საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტა...
1746206929
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: თუ არა ორმაგი სტანდარტი, რა შეიძლება ვუწოდოთ იმას, რომ ევროპელი ბიუროკრატები „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილის გამომზეურების პროცესს ანტიდემოკრატიულს უწოდებს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარების ფაქტს გამოეხმაურა. „თუ არა ორმაგი ს...
1746204277
ახალი ამბებიშოთა ბერეკაშვილმა დაზღვევის კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა დაზღვევის კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. კომიტეტის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით...
1746202841
ახალი ამბებიგორის ერთ-ერთ რესტორანში საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღებისთვის ორი პირი დააკავა
სპეცოპერაცია გორში - ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იყო შესული. დაკავებულია 2 პირი. ისინი ეჭვმიტანილი არიან ყალბი ფულის გასაღებაში. დაკავებულები...