„ნავთლუღის სპეცოპერაციისას“ მოკლულის მამა: თავი გაკვეთილი ჰქონდა. ამოღებული იყო ყველაფერი, რაც ადამიანს გააჩნია. გულმკერდი გაკერილი იყო თივის საპრესი თოკით, ცარიელი ფუტლარი მოგვიყვანეს. ჩემმა მეუღლემ ამას ვეღარ გაუძლო და სიმწრისგან გაითიშა

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2006 წლის 12 იანვარს “ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამი ახალგაზრდის მკვლელების საქმეზე მოკლული, მარად ართმელაძის მამამ, მიხეილ ართმელაძემ ისაუბრა.
მიხეილ ართმელაძე იხსენებს თუ რა მდგომარეობაში დაიბრუნა გარდაცვლილი შვილი, მისი თქმით, გარდაცვლილს ამოღებული ჰქონდა ყველაფერი, რაც ადამიანს გააჩნია, გულმკერდი გაკერილი იყო თივის საპრესი თეთრი თოკით, რომ სისხლიანმა რეჟიმმა ცარიელი ფუტლარი დაუბრუნეს ოჯახს.
„ამ ჯალათებმა ისეთი ვერსია გაუშვეს ვითომ და რუსთავის ციხეზე მოხდა შემთხვევა. სად ნავთლუღი და სად რუსთავის ციხე. რუსთავში მივიდნენ, რომ წამოეყვანათ ჩემი შვილი, ეს რა წვალების, ჭიდილის, შიშის და შეურაცხყოფის ფასად დაუჯდათ მხოლოდ ღმერთმა იცის. ტერორისტები გყოლიათ თქვენო, ასე ეუბნებოდნენ.
სახლში რომ მივიყვანეთ ორშაბათი დღე იყო, სანამ თბილისიდან გოდერძის უღელტეხილზე ავიყვანეთ. დილას დავასაფლავეთ, შიშით, ღმერთმა დაინახა. ჩემმა ცხონებულმა მეუღლემ, რომ ნახა შვილს თავი გაკვეთილი ჰქონდა. ამოღებული იყო ყველაფერი, რაც ადამიანს გააჩნია. გულმკერდი გაჭრილი ჰქონდა, გაკერილი იყო თივის საპრესი თეთრი თოკით. ცარიელი ფუტლარი მოგვიყვანეს. ჯანმრთელი ახალგაზრდა ქალმა ამას ვეღარ გაუძლო და გაითიშა, სიმწრისგან. დედის ჯავრი ვიღას ჰქონდა, შვილი იქ ესვენა, დასასაფლავებელი იყო. დავასაფლავეთ, მეუღლემ აღარ მოიკეთა. ბევრი ვიტანჯეთ. ხმის ამოღების უფლებას არ გვაძლევდნენ, ზეწოლის და ტერორის ქვეშ ვიყავით“,-განაცხადა მიხეილ ართმელაძემ.
1746209865
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია მედიის თავისუფლების ინდექსზე: დიდი შეურაცხყოფაა, როდესაც 1%-ით მაინც უშვებ შანსს რომ ასეთი ამაზრზენი, ყველაფერს აცდენილი და დამცინავი კვლევა შეგიძლია წარუდგინო ქვეყნის მოსახლეობას
დიდი შეურაცხყოფაა, როდესაც 1%-ით მაინც უშვებ შანსს, რომ ასეთი ამაზრზენი, ყველაფერს აცდენილი და დამცინავი კვლევა წარუდგინო ქვეყნის მოსახლეობას, - ასე აფასებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმ...
1746209118
ახალი ამბებიქართული სპორტის ვარსკვლავები გულშემატკივრებს ქართველი ხელბურთელების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
თბილისი, 8 მაისი, 17:00 საათი - „თბილისი არენის“ დარბაზში ჩვენი ქვეყნის ხელბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება. საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტა...
1746206929
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: თუ არა ორმაგი სტანდარტი, რა შეიძლება ვუწოდოთ იმას, რომ ევროპელი ბიუროკრატები „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილის გამომზეურების პროცესს ანტიდემოკრატიულს უწოდებს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარების ფაქტს გამოეხმაურა. „თუ არა ორმაგი ს...
1746204277
ახალი ამბებიშოთა ბერეკაშვილმა დაზღვევის კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა დაზღვევის კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. კომიტეტის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით...
1746202841
ახალი ამბებიგორის ერთ-ერთ რესტორანში საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღებისთვის ორი პირი დააკავა
სპეცოპერაცია გორში - ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იყო შესული. დაკავებულია 2 პირი. ისინი ეჭვმიტანილი არიან ყალბი ფულის გასაღებაში. დაკავებულები...