"კლინიკა ნებისმიერ დროს მზად არის, მიიღოს ნებისმიერი სირთულის პაციენტი" - გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი

"ჰოსპიტალი ნებისმიერ დროს მზად არის, მიიღოს ნებისმიერი სირთულის პაციენტი და აღმოუჩინოს სათანადო სამედიცინო დახმარება", - ამის შესახებ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა, მალხაზ ურთქმელიძემ განაცხადა.

როგორც კლინიკის დირექტორი აცხადებს, სამხედრო ჰოსპიტალი დაკომპლექტებულია სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმებით და აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით.

"თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი გახლავთ მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება.

იგი აღჭურვილია ყველანაირი სახის სამედიცინო აპარატურით.

დაკომპლექტებული პროფესიონალი სპეციალისტებით.

ნებისმიერ დროს მზად არის, მიიღოს ნებისმიერი სირთულის პაციენტი და აღმოუჩინოს სათანადო სამედიცინო დახმარება.

გორის სამხედრო ჰოსპიტლის მრავალპროფილური სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება ემსახურება როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირებს, სადაც შესაძლებელია 24-საათიანი გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურების მიღება", – განაცხადა ურთმელიძემ.

დღეს, 19 ნოემბერს, იუსტიციის მინისტრმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

ახლა მნიშვნელოვანია რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიხეილ სააკაშვილი, თუმცა პარლამენტარს ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, იგი თანახმაა გორის კლინიკაში გადაყვანაზე. მიხეილ სააკაშვილთან მისი ადვოკატი ნიკა გვარამია, უკვე სამ საათზე მეტია იმყოფება.

ამავე თემაზე:

🔲 კრამონი: ახლა ჯერი ბატონ სააკაშვილზეა და ოპოზიცია უნდა დარჩეს მშვიდობიანად

🔲 ანზორ მელია: გორის ჰოსპიტალი მრავალპროფილურია და კარგი ექიმებითაა დაკომპლექტებული, ახლა მთავარია სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791736485

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლისთავი მხოლოდ ეკლესიის ისტორიის საიუბილეო თარიღი არ არის, ეს ქართული სახელმწიფოს კულტურული ბიოგრაფიის და ეროვნული უწყვეტობის თარიღიცაა

„დღეს აღვნიშნავთ მოვლენას, რომელმაც განსაზღვრა საქართველოს განვითარების გზა, ჩამოაყალიბა მისი კულტურული სახე და გამოკვეთა ჩვენი ცივილიზაციური კუთვნილება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდ...

შალვა პაპუაშვილი

1791733324

ახალი ამბები

პრემიერი: ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ის ღირებულებებია, რომლებზე ზრუნვაც სწორედ პატრიარქმა ილია მეორემ გვიანდერძა

 „საქართველო იმ იშვიათ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც სახარება პირველ საუკუნეში, ქრისტეს მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ მიღებულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ, ქრისტიანობის სახე...

ირაკლი კობახიძე

1791731307

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროკავშირის ელჩი, პირდაპირი გაგებით, ტინგიცობს საზოგადოების მაგინებელი ადამიანების კონცერტზე - რა თქმა უნდა, ამას არ გაატარებს ქართული საზოგადოება

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ევროპის დღე 2026“-ზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობის“ მიწვევას და მათ სიმღერებზე ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის ცეკვას მედიასთან ეხმაუ...

გურამ მაჭარაშვილი

1791729248

სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩინეთის გუნდი დაამარცხა. ჩვენი ნაკრებიდან...

ძიუდოისტთა ნაკრები

1791728970

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი, საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სიმპოზიუმი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელი...

საქართველოს პრეზიდენტი