შალვა პაპუაშვილი: ჩვენი საზოგადოებისთვის უდიდესი დღე იყო, სვეტიცხოვლის ტაძარში აღსაყდრდა კათოლიკოს-პატრიარქი შიო III. მინდა ყველას გისურვოთ, რომ კიდევ მრავალი წელი ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლად მოგვეხსენიებინოს შიო III
გუშინ უდიდესი დღე იყო ჩვენი საზოგადოებისთვის. სვეტიცხოვლის ტაძარში, ანდრია პირველწოდებულის დაარსებულ ქართული ეკლესიის წმინდა კათედრაზე, აღსაყდრდა კათოლიკოს-პატრიარქი შიო III. მინდა მივულოცო მის უწმინდესობას და უნეტარესობას აღსაყდრება და ვუსურვო, რომ ეს მძიმე ჯვარი, რომელიც მან გადმოიბარა ჩვენი წმინდა პატრიარქის ილია II-სგან, ატაროს ისე, რომ სრულად აღსრულებულიყოს ის მთავარი ღირებულებები, რომლებიც ჩვენს რწმენაშია ჩადებული, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საზოგადოება იშვიათი ისტორიული მოვლენის მოწმე გახდა და ეს დღე განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნა.
„ჩვენ ვიყავით ისეთი მომენტის მომსწრე, რომელიც იშვიათად ხდება ადამიანის ცხოვრებაში და, რა თქმა უნდა, ყველა განსაკუთრებული სიხარულით ვიყავით და ვრჩებით აღვსილი. მინდა ყველას გისურვოთ, რომ კიდევ მრავალი წელი ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლად მოგვეხსენიებინოს შიო III, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა. მინდა თქვენი სახელით მივულოცო მას და სრულიად საქართველოს ეს განსაკუთრებული, უდიდესი დღე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1778660015
ახალი ამბებიN304 მარშრუტზე 16 მაისიდან 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
N304 მარშრუტზე 16 მაისიდან 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ, - განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილების შედეგად, მარშრუტზ...
1778658553
საზოგადოებაფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მერის ორი წარმომადგენელი დააკავა
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით, ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მერის ორი წარმომადგენელი დააკავა, - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უ...
1778658110
ახალი ამბებითბილისის მერია „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური აცხადებს „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ...
1778657795
საზოგადოებაკახა კალაძე „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამაზე: როცა ადამიანს გადაადგილების შესაძლებლობას უბრუნებ, მას ცხოვრების ხარისხს უბრუნებ
თბილისის მერია, სხვა არაერთ პროგრამასთან ერთად, „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამას ახორციელებს, რისთვისაც მიმდინარე წლის ბიუჯეტში 2 000 000 ლარია გათვალისწინებული. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძ...
1778655926
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი ათენში ენერგეტიკულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც ენერგეტიკულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. მასშტაბურ ღონისძიებაში, რომელსაც სამხრეთ-აღმ...



























