საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.7 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 132.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.7 პროცენტით მეტია.
აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 2 439.8 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 21.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 5 692.3 მლნ. აშშ დოლარი – კლებამ 4.9 პროცენტი შეადგინა.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2026 წლის იანვარ-აპრილში 3 252.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.0 პროცენტია.
1778658553
საზოგადოებაფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მერის ორი წარმომადგენელი დააკავა
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით, ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მერის ორი წარმომადგენელი დააკავა, - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უ...
1778658110
ახალი ამბებითბილისის მერია „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური აცხადებს „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ...
1778657795
საზოგადოებაკახა კალაძე „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამაზე: როცა ადამიანს გადაადგილების შესაძლებლობას უბრუნებ, მას ცხოვრების ხარისხს უბრუნებ
თბილისის მერია, სხვა არაერთ პროგრამასთან ერთად, „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამას ახორციელებს, რისთვისაც მიმდინარე წლის ბიუჯეტში 2 000 000 ლარია გათვალისწინებული. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძ...
1778655926
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი ათენში ენერგეტიკულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც ენერგეტიკულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. მასშტაბურ ღონისძიებაში, რომელსაც სამხრეთ-აღმ...
1778654650
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 74...


























