ნინო წილოსანი: ამაყად გამოგვძახა - კიბო გაქვს, მაინც მოკვდებიო, ოჯახი არ მეგულება, ეს საშინელი სენი მცირედით მაინც რომ არ შეხებია, რამხელა ბოროტებაა, ყველა ამ ადამიანს სულში ჩააფურთხო

„მთელი დღე იმ კომენტარზე ვფიქრობ, აქციის მონაწილემ ამაყად რომ გამოგვძახა - კიბო გაქვს მაინც მოკვდებიო .. მთელი დღე ის ემოცია მახსენდება რა მძიმეა, როცა შენი უსაყვარლესი ადამიანი ამ ბრძოლას გადის. თუმცა, ისიც მახსენდება რომ დავამარცხეთ კიბო და მჯერა, რომ ყველაფერი ცუდი, ასევე, დამარცხდება“, - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი, აქციის მონაწილის მხრიდან ბექა ოდიშარიას მისამართით ნათქვამ სიტყვებზე.
ნინო წილოსანის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტის მიერ წარმოთქმული ფრაზა, ერთ კონკრეტულ ადამიანს არ ეხება, ეს ყველა იმ ონკოპაციენტს ეხება, ვინც დაავადებასთან ბრძოლას ახლა გადის.
„მთელი დღე იმ კომენტარზე ვფიქრობ, აქციის მონაწილემ ამაყად რომ გამოგვძახა - კიბო გაქვს მაინც მოკვდებიო .. მთელი დღე ის ემოცია მახსენდება რა მძიმეა, როცა შენი უსაყვარლესი ადამიანი ამ ბრძოლას გადის. თუმცა, ისიც მახსენდება რომ დავამარცხეთ კიბო და მჯერა, რომ ყველაფერი ცუდი, ასევე, დამარცხდება ოჯახი არ მეგულება, ეს საშინელი სენი მცირედით მაინც რომ არ შეხებია და რამხელა ბოროტებაა, ყველა ამ ადამიანს სულში ჩააფურთხო, მათ ტკივილს მარილი დააყარო და მათაც, ვინც ამ ბრძოლას ახლა გადის, გამოჯანმრთელების იმედი გადაუწურო ფაქტია, ამ ერთ წინადადებაშია გადმოცემული თქვენი სახე“, - წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.
1757177925
ახალი ამბებიკახა კალაძე: ქართველები ემოციური ხალხი ვართ, მაგრამ დღეს ემოცია ყველაზე ნაკლებად გვჭირდება, ცივი გონებით სწორი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ
„ქვეყნის შიგნით წარმოდგენილი აგენტურა გარედან მიღებული მითითებით ცდილობს, რომ ყველაფერი ქართული და ძვირფასი, რაც გაგვაჩნია, წაბილწოს სხვადასხვა ქმედებით“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი მედიასთან...
1757175511
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, რომ წინასაარჩევნო პროცესი მაქსიმალურად დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს
ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, რომ წინასაარჩევნო პროცესი მაქსიმალურად დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს. ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს შესაძლებლობა ექნება წინასაარჩევნო კამპანია აწარმოოს, შ...
1757174271
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: შექმნილი იქნება ყველა პირობა, რომ ეუთო/ოდირმა, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების დღეს იმუშაოს სრული დატვირთვით და დადოს სამართლიანი, სწორი, ობიექტური დასკვნა
„იმის გათვალისწინებით, რომ ყველა სპეკულაციას დაესვას წერტილი, არ იყოს არანაირი ნიადაგი იმისთვის, რომ ხელოვნურადაც კი მოხდეს რაღაც საკითხებზე ტემპერატურის აწევა და ტყუილების დემონსტრირება, იქნა მიღებულ...
1757172203
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია რადიკალებზე: ყველამ უნდა გააცნობიეროს და გაიგოს, რომ როგორც კი ნებისმიერი ქმედება გავა სამართლებრივი ჩარჩოდან, ამას ექნება ადეკვატური რეაგირება, სახელმწიფო ამისთვის მზადაა
„ყველამ უნდა გააცნობიეროს და გაიგოს, რომ როგორც კი ნებისმიერი ქმედება გავა სამართლებრივი ჩარჩოდან, ამას ექნება ადეკვატური რეაგირება. სახელმწიფო ამისთვის მზადაა და ყოველთვის მზად იქნება“, - განაცხადა „...
1757170814
ახალი ამბები„მეუღლის პირადი ინფორმაცია ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან გაავრცელა“ - ერთ პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლ...