უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძეს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ანდრი ბუტენკო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს ოფიციალური წერილით მიმართავს, სადაც მადლობას უხდის ურყევი მხარდაჭერისთვის. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

,,უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და უკრაინის განათლების ხარისხის შეფასების ცენტრი გამოხატავენ თქვენდამი უდიდეს პატივისცემასა და გულწრფელ მადლიერებას ჩვენი ქვეყნისადმი გამოჩენილი ურყევი მხარდაჭერისთვისა და თანამშრომლობისთვის, ჩვენი ისტორიის ამ უმძიმეს პერიოდში.

იმ დროს, როდესაც უკრაინა საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ცივილიზებულ სამყაროსთან ჩვენი ერთობა ჩვენი უდიდესი ძალაა.

წელს უკრაინელ აბიტურიენტებს, რომლებიც ომის გამო იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ უკრაინა, შესაძლებლობა მიეცათ, უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისთვის განკუთვნილი გამოცდები მსოფლიოს 32 ქვეყანაში ჩაებარებინათ.

უდიდეს მადლიერებას გამოვხატავთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ, რომლებმაც უკრაინელი აბიტურიენტებისთვის უზრუნველყვეს უსაფრთხო საგამოცდო გარემოს შექმნა.

განსაკუთრებულ მადლობას გიხდით ყოვლისმომცველი მხარდაჭერისთვის - საგამოცდო სივრცეების ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფისა და სტუდენტებისთვის ყველა იმ აუცილებელი პირობის შექმნისთვის, რაც უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩასარიცხად გამოცდების ორგანიზებისა და ჩატარებისთვის იყო საჭირო.

თქვენი ეფექტიანი და შესანიშნავად ორგანიზებული საგამოცდო პროცესის წყალობით, უკრაინელ ახალგაზრდებს მიეცათ სწავლის გაგრძელებისა და უკრაინაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის შესაძლებლობა.

თქვენი სოლიდარობა მხოლოდ ორგანიზაციული დახმარება არ არის — ეს მნიშვნელოვანი წვლილია უკრაინის ინტელექტუალური პოტენციალის შენარჩუნებასა და ქვეყნის სამომავლო აღდგენაში.

ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ ჩვენს საიმედო პარტნიორობას და გულწრფელად გისურვებთ თქვენ და თქვენი ქვეყნის ყველა განათლების სფეროს წარმომადგენელს პროფესიულ წინსვლას, სიკეთეს, კეთილდღეობასა და ბედნიერებას!

გულწრფელ მადლობას ვუხდით 2026 წელს მისაღები გამოცდების ჩატარების პროცესში გაწეული ყოვლისმომცველი დახმარებისთვის ყველა საგანმანათლებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელობას, რომლებმაც მზაობა გამოხატეს დროებითი საგამოცდო ცენტრების შესაქმნელად. ასევე მადლობას ვუხდით მასწავლებლებს, კოორდინატორებსა და IT სპეციალისტებს, რომლებთან თანამშრომლობის პატივიც გვქონდა.

ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ! გმადლობთ სოლიდარობისა და საიმედო მხარდაჭერისთვის.

გვჯერა, რომ მომავალშიც გაგრძელდება ნაყოფიერი თანამშრომლობა და თქვენი ქვეყნის მთავრობის მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი ყოვლისმომცველი მხარდაჭერა“, - ნათქვამია ოფიციალურ წერილში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788158825

საზოგადოება

კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის 7.8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის 7.8 კმ-იანი (კმ51-კმ...

 გზების დეპარტამენტი

1788157918

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები!

აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები! უკვე იმდენად ღია და დაუფარავია ქვეყნის არევასთან დაკავშირებული თქვენი ქმე...

ლევან მაჭავარიანი

1788154990

საზოგადოება

2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნები“ 31 აგვისტოს პორტუგალიას დაუპირისპირდებიან

2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნები“ სტუმრად დღეს პორტუგალიას დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში, ალექსანდრე ჯიკიჩის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისკენ უდ...

ჯვაროსნები

1788154223

საზოგადოება

გიორგი ჩაკვეტაძე პრემიერის ინიციატივაზე: 1 800-მდე აბიტურიენტს მიეცემა საშუალება, თავიდან სცადონ უნივერსიტეტში, ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება. წლებია მსგავსი გამონაკლისი არ დაშვებულა

ეს არის ერთჯერადი შეღავათი, რომელიც 1800-მდე აბიტურიენტს მისცემს საშუალებას, რომ თავიდან სცადონ უნივერსიტეტში ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა...

გიორგი ჩაკვეტაძე

1788154040

საზოგადოება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია - ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია, ხოლო ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ცნობით, სტიქიის ზონაშ...

ოზურგეთის მუნიციპალიტეტ