ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ვასრულებთ მოსახლეობის დაკვეთას და ეს იყო ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, პოლიტიკურად ისინი ქართველი ხალხის გვერდში დგომით - გავანულეთ
მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს.
უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“, „ახალის“, „ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ყველაფერს სამართლებრივი სახე უნდა მიეცეს.
„ზოგს ხელი აქვს ჩაქნეული, ზოგი მაინც რაღაცა შოუს დადგმას აპირებს, ნუ ეს თავიდან ბოლომდე მათი გადასაწყვეტია. ჩვენ ამ შემთხვევაში ვასრულებთ ჩვენი მოსახლეობის დაკვეთას და ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, პოლიტიკურად ჩვენ ისინი ქართველი ხალხის გვერდში დგომით - გავანულეთ.
თუმცა ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს პოლიტიკურის გარდა მათ იმ მავნე ქმედებებს, რომელსაც ერთის მხრივ ნაციონალური მოძრაობა, რა თქმა უნდა, იმ 9 წლის განმავლობაში აკეთებდა იმ დანაშაულებისთვის გასამართლდეს, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ეს აგენტურული ოპოზიცია, რასაც აკეთებს ამ 14 წლის განმავლობაში, როდესაც მუდმივად საბოტაჟირების და რყევის პროცესში ამყოფებს ჩვენს ქვეყანას.
თუ რატომ არიან ისინი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და ერთიანი ძალას რატომ წარმოადგენენ და თუ როგორ იმართებიან ისინი ყველანი ჯამში უცხოეთიდან თავიანთი გარე პატრონების მხრიდან, ამას რა თქმა უნდა სასამართლო პროცესზე ჩვენი მოქალაქეები კიდევ ერთხელ მოისმენენ“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
1792139205
საზოგადოებაპრემიერი: საქართველო კავკასიის ბიომრავალფეროვნების რეგიონში მდებარეობს, საქართველოს მიდგომის საფუძველს სწორედ ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა, ეკოლოგიური კავშირების შენარჩუნება და დაზიანებული ეკოსისტემების აღდგენა წარმოადგენს
„მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ ბიოლოგიური მრავალფეროვნების საკითხებზე ერევანში გამართულ ლიდერთა სამიტში. მსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადო გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და სომხეთის მთავრობას სა...
1792139087
საზოგადოებაპრემიერი: საქართველო კვლავაც ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს, რვა თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6 პროცენტი შეადგინა, პრიორიტეტია, უზრუნველვყოთ, შედეგები სოფლისა და მთიანი რეგიონების მოსახლეობაზეც აისახოს
საქართველო კვლავაც ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს. 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6 პროცენტი შეადგინა, - ამის შესახებ საქართველოს პრე...
1792136823
საზოგადოებასაპატრიარქო: სამთავროს მონასტერში საღვთო ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება
„სამთავროს მონასტერში საღვთო ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს....
1792135570
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: იტალია ევროკავშირში ჩვენი ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია, მათ შორის იმ ძალიან რთულ პროცესში, რომელსაც დღეს ევროკავშირთან ურთიერთობებში გავდივართ
იტალია ევროკავშირში ჩვენი ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია, მათ შორის იმ ძალიან რთულ პროცესში, რომელსაც ჩვენ დღეს ევროკავშირთან ურთიერთობებში გავდივართ. ამიტომ ამ საკითხზეც გვქონდა საუბარი, - განაცხადა საგა...
1792134893
საზოგადოებაცესკოს თავმჯდომარემ A-WEB-ის გენერალურ ასამბლეასა და საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო საარჩევნო ორგანოთა ასოციაციის (Association of World Election Bodies - A-WEB) მე-7 გენერალურ ასამბლეასა და საერთაშ...



























