"კორონავირუსი არ არის წითელა, რომ გადაიტანო და მთელი ცხოვრება თავისუფალი იყო" - ივანე ჩხაიძე უვადო "მწვანე სტატუსზე"

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ კოვიდგადატანილებს მწვანე სტატუსი უვადოდ მიენიჭოთ არ ეთანხმება.

ჩხაიძემ ამის შესახებ, "პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა.

"საკოორდინაციო საბჭოზე ამირან გამყრელიძის პოზიცია მკაფიოდ იყო დაფიქსირებული 6-თვიან ვადასთან დაკავშირებით. ეს არის ის უნივერსალური ვადა, რომელიც მიღებულია ყველა ქვეყანაში.

არცერთი ქვეყანა არ აფიქსირებს 1-წლიან პერიოდს. საერთოდ წარმოუდგენელია ილაპარაკო უვადოზე, ეს მგონი რაღაც ტექნიკური ხარვეზი ან გაუგებრობაა.

აუცილებლად ეს  გასწორდება, კორონავირუსი არ არის წითელა, რომ გადაიტანო და მთელი ცხოვრება თავისუფალი იყო.

ამ მხრივ საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია და საბოლოო გადაწყვეტილება დიამეტრიულად განსხვავდება სამედიცინო ხედვისგან.

ის კვლევები, რომელიც დღეს არის ჩატარებული კორონავირუსის გადატანიდან 6-8-თვიანი პერიოდის შემდეგ, დამცველობითი ძალები კლებულობს და რეინფიცირების რისკი მატულობს.

ამიტომ არის 6-თვიანი პერიოდი და ეს უნდა იყოს რეალურად საქართველოში გამოყენებული", - განაცხადა მან.

ამავე თემაზე:

🔵 მათ ვისაც კორონავირუსი აქვს გადატანილი "მწვანე პასპორტი" უვადოდ შეუნარჩუნდებათ

🔵 საქართველოში ვაქცინირებული მოქალაქეები სახმელეთო საზღვარზე PCR ტესტის წარდგენისგან გათავისუფლდებიან 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791640951

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი მუსიკოს კორძის მიმართ მხარდაჭერაზე: ჰერჩინსკისა და მისი თანამოაზრეების მხრიდან შეიძლება სიტყვის თავისუფლებადაც არის მონათლული ეს გამოხდომა, რასაც ჰქვია მილიონზე მეტი ადამიანის გინება

ჰერჩინსკისა და მისი თანამოაზრეების მხრიდან შეიძლება სიტყვის თავისუფლებადაც არის მონათლული ეს გამოხდომა, რასაც ჰქვია მილიონზე მეტი ადამიანის გინება, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ...

გიორგი ვოლსკ

1791639274

ახალი ამბები

ქუთაისში ავარიის შედეგად კაცი დაიღუპა - ნერვიულობისგან გარდაიცვალა მძღოლიც

ტრაგედიის შემზარავი გაგრძელება ქუთაისში: ავანგარდის დასახლებაში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, ხოლო ინფორმაციის გაგების შემდეგ, თავ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1791638610

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ძალიან ბევრჯერ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაციაზე აგებული განცხადებები „ამნესთი ინტერნეიშენალის“ მხრიდან, ქართული საზოგადოების თვალში ამ ორგანიზაციამ დაკარგა ნდობა

„ძალიან ბევრჯერ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაციაზე აგებული განცხადებები „ამნესტი ინტერნეიშენალის“ მხრიდან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა....

ირაკლი კობახიძე

1791637105

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ყველგან და ყველას მიმართ, ჩატარდა გამოძიება, გავრცელდა კადრები და ყველამ დაინახა, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა და როგორია სასჯელაღსრულების სისტემის ხელწერა

„ჩვენი ხელწერა არის ძალიან ცხადი - ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ყველგან და ყველას მიმართ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურ...

ირაკლი კობახიძე

1791635771

საზოგადოება

პრემიერი: ორმაგი სტანდარტებით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია, ისინი სინამდვილეში ერთადერთი რამით არიან შეშფოთებულები - რომ ხელისუფლებაში ვერ დააბრუნეს ვერც ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სისხლიანი რეჟიმი

„ორმაგი სტანდარტებით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია მთელი ამ წლების განმავლობაში, ეს ადამიანები სინამდვილეში ერთადერთი რამით არიან შეშფოთებულები, რომ ხელისუფლებაში ვერ დააბრუნეს ვერც ბოლო საპარლამენტ...

ირაკლი კობახიძე