პაპუაშვილი: აშშ-სთან გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის ახალი სიმაღლიდან დაწყება - ჩვენ ჩვენი პოზიციები გვაქვს, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ველით აშშ-ს ადმინისტრაციიდან შესაბამის ნაბიჯებს

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენლის ვიზიტი მედიასთან შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ მომენტამდე პარლამენტში პიტერ ანდრეოლთან შეხვედრები დაგეგმილი არ არის.

პარლამენტის თავმჯდომარემ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს სურს აშშ-სთან ახალი ურთიერთობის დაწყება.

„ჩვენ აშშ-სთან გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის ახალი სიმაღლიდან დაწყება. არა იმ პარტნიორობის, რომელიც სინამდვილეში უფრო ფურცელზე იყო, ვიდრე რეალობაში, არამედ ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობის, ისეთის, როგორიც ქართველებმა ვიცით და ვაჩვენეთ ამერიკელ ხალხს არაერთხელ.

ჩვენ სხვადასხვა კონტაქტი გვაქვს აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან, მათ ძალიან კარგად იციან რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესები, რა არის ჩვენი პოზიცია სტრატეგიულ პარტნიორობასთან, ასე, რომ ჩვენ გადატვირთვას ველით.

ჩვენ ამ ურთიერთობაში ნაკლებად შეგვიძლია რაიმეს გაკეთება ან გაფუჭება, ჩვენ ჩვენი პოზიციები გვაქვს, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ველით აშშ-ს ადმინისტრაციიდან შესაბამის ნაბიჯებს. სამწუხაროდ ვერ ვხედავთ იმ ტემპს, რომელსაც ვისურვებდით ამ ურთიერთობების გადატვირთვისთვის და რომელიც ეკადრება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი იმყოფება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774507525

ახალი ამბები

ორსული მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის და ფიზიკური ძალადობის, ასევე ძალადობით სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით, კახეთში 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი - 1992 წელს დაბადებული გ.ტ. წინას...

დაკავება - პოლივია

1774507184

სპორტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები წლის პირველ მატჩს ისრაელთან გამართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს წლის პირველ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი თბილისში, „მიხეილ მესხი“ არენაზე ისრაელის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების ამხა...

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები

1774506627

ახალი ამბები

სამეგრელოს პოლიციამ 2025 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში მრავარლეჯ ნასამართლევი, 2025 წლიდან ძებნილი, 1978 წელს დაბადებული ლ.გ...

შემთხვევები

1774505540

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ე.წ. ლიბერალებისთვის, მიუღებელია ყველაფერი, რაც ქრისტიანობას, სამშობლოს და პატრიოტიზმს უკავშირდება - ახლა განსაკუთრებით გაღიზიანებულები არიან, რადგან დაინახეს ხალხის რეალური დამოკიდებულება ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ

ჩვენთვის ეს ხომ სიახლე არ არის. ამ ე.წ. ლიბერალებისთვის, ე.წ. მედასავლეთეებისათვის მიუღებელია ის ყველაფერი, რაც ქრისტიანობას, სამშობლოს და პატრიოტიზმს უკავშირდება, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პო...

ირაკლი ქადაგიშვილი

1774504148

ახალი ამბები

საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონში „ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ პრეზიდენტს ვალერი ჰაბერს, „ოჯახების მსოფლიო კონგრესის“ პრეზიდენტს და მათ დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში „ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ პრეზიდენტს ვალერი ჰაბერს, „ოჯახების მსოფლიო კონგრესის“ პრეზიდენტს ბრაიან ს. ბრაუნს და მათ დელეგაციას შეხვდა. საქარ...

საქართველოს პირველი ლედი