პაპუაშვილი: ბანკირს, რომლის ვალი ნახევარ საქართველოს ჰქონდა და ერთ დღეს არ აპატიებდა ვინმეს, რომ სესხი გადაეცილებინა, ამ ადამიანმა არ იცის, რომ საშემოსავლო გადასახადი მისი გადასახდელი იყო - ხაზარაძის კიდევ ერთი თაღლითობა გამოაშკარავდა

ბანკირს, რომლის ნახევარი საქართველოს მისი ვალი ჰქონდა და ერთი დღე არ აპატიებდა ვინმეს, რომ სესხი გადაეცილებინა, ამ ადამიანმა არ იცის, რომ საშემოსავლო გადასახადი მისი გადასახდელი იყო?! მართლა ფიქრობს რომ ქართველები სულელები არიან?! ფაქტი მარტივია - მამუკა ხაზარაძის კიდევ ერთი თაღლითობა გამოაშკარავდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.

„ანაკლიის დაჯერება არ უნდოდა, 17 მილიონის გაქრობის დაჯერება არ უნდოდა გერმანიის ელჩს, თვითონ ხომ დადო ხელშეკრულება, მის ხელშეკრულებაშიც ხომ მოიტყუა ხაზარაძემ და გადასახადები დამალა. არ იხდიდა გადასახადებს, ხელშეკრულება დამალა დეკლარაციაში და შემოსავალი დამალა თანამდებობის პირთა დეკლარაციაში - 3 ადგილას მოიტყუა მამუკა ხაზარაძემ ამ გერმანიის ელჩთან დადებული ხელშეკრულებით და ახლა გერმანიის ელჩი აპირებს ამ თაღლითთან ურთიერთობა გააგრძელოს?!

ჟონგლიორობა ტერმინებით, წყაროსთან დაბეგვრა არდაბეგვრის საკითხი, რაც გუშინ დაწერა, ეს ეხება როდესაც დასაქმებული ადამიანი და მისი დამსაქმებელი იხდის საშემოსავლო გადასახადს. ყველა სხვა შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადს ადამიანი იხდის თავად.“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე პიტერ ფიშერისგან და გერმანიის საელჩოსგან მიღებულ შემოსავალს ქონებრივ დეკლარაციაშიც მალავს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754385195

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი დამოუკიდებლობის სამი ათეული წლის თავზე, საუბარი გვიწევს იმაზე, რომ ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტში გვყავს პარტიები და „ენჯეოები“, რომლებიც ღიად ემსახურებიან უცხო ქვეყნებს

ჩვენი დამოუკიდებლობის სამი ათეული წლის თავზე, საუბარი გვიწევს იმაზე, რომ ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტში გვყავს პარტიები და „ენჯეოები“, რომლებიც ღიად ემსახურებიან უცხო ქვეყნებს, - განაცხადა საქართველოს პარ...

პაპუაშვილი

1754385164

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ინფორმაციაზე თითქოს მზია ამაღლობელს ციხეში შეურაცხყოფა მიაყენეს: მოიგონებენ რაღაც ამბავს, დაიჯერებენ, მერე შექმნიან ამაზე ლექსებს და პოემებს და შემდეგ მიდის ლოყების ხოკვა

„ისე გამოგყავთ მედიას და „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს, როგორც მოცემული ფაქტი, თითქოს მზია ამაღლობელს პატიმრობაში შეურაცხყოფა მიაყენა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ა.შ. ახლა ვუსმენდი იტალიის პარლამენტ...

შალვა პაპუაშვილი

1754385116

საზოგადოება

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს....

პროკურატურა

1754383042

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვხედავთ, რომ შვედეთის ელჩი და საელჩო არ ასრულებს ელჩის ფუნქციას. ელჩის ფუნქცია ზუსტად ის არის, რომ განმარტოს და წარმოადგინოს საკუთარი ხელისუფლების პოზიცია

ჩვენ ვხედავთ, რომ შვედეთის ელჩი და საელჩო არ ასრულებს ელჩის ფუნქციას. ელჩის ფუნქცია ზუსტად ის არის, რომ განმარტოს და წარმოადგინოს საკუთარი ხელისუფლების პოზიცია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავ...

შალვა პაპუაშვილი

1754383014

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ჯო უილსონის განცხადებაზე: ეს არის ყოველდღიური საინფორმაციო ხმაურის შექმნა. ვხედავთ, როგორ ენაცვლებიან ერთმანეთს, გადანაწილებული აქვთ თითქოს კვირის განრიგი. უცხოეთიდან ცდილობ ქართველები ჰყავდეს ნერვებზე

ეს არის ყოველდღიური საინფორმაციო ხმაურის შექმნა. ვხედავთ, როგორ ენაცვლებიან ერთმანეთს, გადანაწილებული აქვთ თითქოს კვირის განრიგი. უცხოეთიდან ცდილობ ქართველები ჰყავდეს ნერვებზე , - განაცხადა საქართველო...

შალვა პაპუაშვილი