პაპუაშვილი: საქართველოში სადაზვერვო ქსელების გამოვლენას არ სჭირდება აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილება - ჯო უილსონმა განაცხადა, რომ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას და როგორც ჩანს, მშვიდი სიბერის უზრუნველყოფისთვის მას სჭირდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა
ის [ჯო უილსონი], რომ ლობისტურ საქმიანობებშია გარეული, არაერთხელ გამოჩენილა, მათ შორის ფარას რეესტრიდან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ჯო უილსონის მიერ შეტანილ შესწორებებს შეეხებოდა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს სადაზვერვო ქსელების გამოვლენას არ სჭირდება აშშ-ის კონგრესი, ან ნებისმიერი სხვა ინსტიტუციის გადაწყვეტილება, რადგან ეს პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის.
„ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს, რომელიც სერიალად იქცა. ძალიან მშვიდად ვუყურებთ ამ საკითხს, ვაცადოთ ჯო უილსონს, რომ საკუთარი პოლიტიკის მიღმა ცხოვრება უზრუნველყოს. მან განაცხადა, რომ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას და როგორც ჩანს მშვიდი სიბერის უზრუნველყოფისთვის მას სჭირდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ის, რომ ლობისტურ საქმიანობებშია გარეული, არაერთხელ გამოჩენილა, მათ შორის ფარას რეესტრიდან.
რაც შეეხება შინაარსს, სადაზვერვო ქსელების გამოვლენას არ სჭირდება აშშ-ის კონგრესი, ან ნებისმიერი სხვა ინსტიტუციის გადაწყვეტილება თუ შეხსენება, ეს პირველ რიგში ჩვენს ინტერესებშია და ხედავთ სუს-ი როგორ აქტიურად არის ამ საკითხში ჩართული და როგორ ზუსტად და ყოველგვარი კითხვების გარეშე მოქმედებს. მათ შორის ბოლო პერიოდში ნახეთ დაკავებები, ნახეთ მათ შორის სტატია, რომელიც საფრანგეთში გამოქვეყნდა და ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახური მოქმედებს ზუსტად ისე, რომ კითხვის ნიშნებს არ ტოვებს. გარდა იმისა, რომ ეს დაკავებები არის მნიშვნელოვანი, რომ აღიკვეთოს ამგვარი სადაზვერვო საქმიანობები, ეს არის პრევენცია და გაფრთხილება ყველასთვის, რომ საქართველოს უსაფრთხოების სისტემას აქვს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გამოავლინოს სადაზვერვო საქმიანობები, აღკვეთოს და სადაც საჭიროა საჯარო გახადოს ეს ყველაფერი.
ჯო უილსონს ვაცადოთ, რომ დატკბეს თავისი ვარსკვლავური მომენტებით, როდესაც ნახევარი საქართველოსთვის ახალი ამბის მატარებელი ხდება ხოლმე. დანარჩენი, ვფიქრობ, რომ მის პოლიტიკურ ნაბიჯებს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
1780647540
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაზე: რაც უსამართლობას დაუნგრევია, ის სამართლიანობამ უნდა ააშენოს. ესაა ალბათ ის მოლოდინი, რაც გვაქვს
რაც უსამართლობას დაუნგრევია, ის სამართლიანობამ უნდა ააშენოს. ესაა ალბათ ის მოლოდინი, რაც გვაქვს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის პერსპექტივაზე. ჟურ...
1780646645
ახალი ამბებირუსთავში არასრულწლოვანმა 50 წლის კაცი მოკლა
რუსთავში არასრულწლოვანმა 50 წლის კაცი მოკლა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ჭრილობა კაცს ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ბრალდებული პოლიცია ცხელ კვალზე დააკავა. სხ...
1780646075
ახალი ამბებიპაპუაშვილი მესტიაში მაინერების ამოღებაზე: ხელის გულზე იდო, რომ რაღაც უკანონობა ხდებოდა და ბოლო დღეებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა, ეს დაადასტურა კიდეც
ხელის გულზე იდო, რომ რაღაც უკანონობა ხდებოდა და ბოლო დღეებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა, ეს დაადასტურა კიდეც, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას -...
1780645630
ახალი ამბებიპაპუაშვილი გაეროს რეზოლუციაზე: ინდივიდუალურად, სახელმწიფოების მხრიდან რეზოლუციის მხარდაჭერა აჩვენებს, რომ დღის წესრიგში მაღლა დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დევნილების სახლში დაბრუნების საკითხი
ინდივიდუალურად, სახელმწიფოების მხრიდან რეზოლუციის მხარდაჭერა აჩვენებს, რომ დღის წესრიგში მაღლა დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დევნილების სახლში დაბრუნების საკითხი, - ამის შ...
1780644270
ახალი ამბებისან-ფრანცისკოში ქართული ინოვაციების ჰაბი გაიხსნა
2026 წლის 4 ივნისს აშშ-ის ქალაქ სან-ფრანცისკოში გაიმართა საქართველოს ინოვაციების ჰაბის - BRID.GE ოფიციალური გახსნის ცერემონია. ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა...



























