შალვა პაპუაშვილი უკრაინაზე: მთავარი დამნაშავეები არიან ისინი ვინც ეს ომი დაუშვა. რუსეთი არის ის, ვინც ეს ომი დაიწყო და დასავლეთი არის ის, ვინც ეს ომი დაუშავა. სამშვიდობო შეთანხმების პირობა იქნება, როგორც ჩანს დიდი ალბათობით ტერიტორიების დათმობა

რაც შეეხება სამართლიან შედეგებს უკრაინისთვის, ერთადერთი სამართლიანი შედეგი არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დეოკუპაცია და მისი სუვერენიტეტის პატივისცემა. ეს არის ერთადერთი სამართლიანი შედეგი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თუ რა იქნება უკრაინისთვის სამართლიანი გამოსავალი.

შალვა პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროდ წინაპირობები, რომელსაც უყენებენ უკრაინას სამშვიდობო შეთანხმებისთვის, ამას არ ითვალისწინებს.

„სამწუხაროდ ასე ჩანს, რომ ამგვარი სამართლიანი შედეგი მიღწევა შეიძლება რთული იყოს გამომდინარე იქიდან, რაც ჩვენ გვესმის. ჩვენ მოვისმინეთ გერმანიის კანცლერის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმება არის იმის წინაპირობა, რომ უკრაინამ წინ წაიწიოს ევროპასთან ინტეგრაციის საკითხში და ამ სამშვიდობო შეთანხმების პირობა იქნება, როგორც ჩანს დიდი ალბათობით ტერიტორიების დათმობა.

ეს ომი არ უნდა მომხდარიყო. მთავარი დამნაშავეები არიან ისინი ვინც ეს ომი დაუშვა. რუსეთი არის ის, ვინც ეს ომი დაიწყო და დასავლეთი არის ის, ვინც ეს ომი დაუშავა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, იდენტური პოზიცია აქვს აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციას, რომ „ეს ომი არ იქნებოდა, რომ ყოფილიყო პასუხისმგებლობიანი ხელმძღვანელობა“.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველომ წინააღმდეგობა გაუწია ევრობიუროკრატიას მაშინ, როდესაც უბიძგებდა ქვეყანას ესკალაციაში ჩართვისკენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780644270

ახალი ამბები

სან-ფრანცისკოში ქართული ინოვაციების ჰაბი გაიხსნა

2026 წლის 4 ივნისს აშშ-ის ქალაქ სან-ფრანცისკოში გაიმართა საქართველოს ინოვაციების ჰაბის - BRID.GE ოფიციალური გახსნის ცერემონია. ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა...

მაკა ბოჭორიშვილი

1780643647

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „კომპლექსური ღონისძიებების შედე...

მიგრაციის დეპარტამენტი

1780642185

ახალი ამბები

გეკა გელაძე აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ალი ნაგიევს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის...

გეკა გელაძე

1780641436

ახალი ამბები

თბილისის აეროპორტში FBI-ს მიერ ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთა...

აა

1780640651

ახალი ამბები

სამეგრელოს პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში 47 ე.წ. მაინერი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 47 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამის შ...

სამეგრელოს პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში 47 ე.წ. მაინერი ამოიღო