თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე პროცესები კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს როლს შუა დერეფანში
საპროექტო მაჩვენებლებით, გამტარუნარიანობა 1 მილიონი ტონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზარდა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზზე საუბრისას და აღნიშნა, რომ გაზრდილი ტვირთნაკადების ფონზე მნიშვნელოვანია ქსელის ეფექტიანი მართვა, რის უზრუნველყოფასაც საქართველოს რკინიგზა, როგორც ოპერატორი, განახორციელებს.
„2017 წლიდან ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ქსელი სატესტო რეჟიმში მუშაობდა. თუ ტენდენციას დავაკვირდებით, ნაკადები მკვეთრად მზარდი იყო. მაგალითად, 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, ქსელის დატვირთულობა 6-ჯერ გაიზარდა. შესაბამისად, უნდა აღინიშნოს, რომ საპროექტო მაჩვენებლებით გამტარუნარიანობა 1 მილიონი ტონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზარდა. ჩვენ ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ეფექტური მართვა გვჭირდება და ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ საქართველოს რკინიგზა იქნება ოპერატორი აღნიშნულ ქსელზეც“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ბიზნეს პარტნიორში“ სტუმრობისას.
მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული მოდელი უზრუნველყოფს სწრაფ, ეფექტიან და პროგნოზირებად სატრანსპორტო მარშრუტს.
„თუმცა, იმისთვის, რომ ამ ქსელზე ოპერირება ეფექტიანი იყოს და შეიქმნას ის სინერგია, რომელსაც „საქართველოს რკინიგზა“ ქვეყნის ტერიტორიაზე ტვირთების გადაზიდვის კუთხით უზრუნველყოფს, რა თქმა უნდა, ორივე მხარის გადაწყვეტილებით, კომპანია ამ მაგისტრალის ოპერატორიც უნდა იყოს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ სწრაფი, სწორი, ეფექტური და პროგნოზირებადი მარშრუტის ჩამოყალიბება“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
ამასთან, მინისტრის მოადგილის შეფასებით, საქართველოს რკინიგზის როლი განხილული უნდა იყოს საქართველოში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმის კონტექსტში.
„რეფორმებს, რომლებსაც სატრანსპორტო მიმართულებით ვახორციელებთ, ერთ დიდ სურათში ვუყურებთ და ეს ნიშნავს იმას, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაც სწორედ ამ პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე პროცესები, ცხადია, კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენი ქვეყნის როლს შუა დერეფნის კონტექსტში. შესაბამისად, ჩვენი მიზანი, ვიყოთ სატრანსპორტო ჰაბი და ამ კუთხით მოვემსახუროთ რეგიონს, სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესია“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
1781330753
საზოგადოებასოზარ სუბარი ნანუკა ჟორჟოლიანზე: მაშინაც, როცა ვითომ თავისუფალი ჟურნალისტი იყო, ასრულებდა ნაციონალური მოძრაობის დაკვეთებს, სწორედ მისი მიზეზით სამი ადამიანი უსასტიკესად სცემეს და აწამეს
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, მედიასთან ისაუბრა ნანუკა ჟორჟოლიანსა და ირაკლი კოდუასთან დაკავშირებულ საქმეზე, რომელიც კოდუას „სოდ“-ის (სპეციალური ოპერაციული დეპარტამენ...
1781298042
ახალი ამბებისაქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა
საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ეპიცენტრი აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 99 კმ-ში დაფიქსირდ...
1781297406
ახალი ამბებიზაზა დობორჯგინიძე: ნოდარ მელაძის 15-წუთიან მანიპულაციებს რომ არ უნდა წამოეგოთ რით ვერ ისწავლეთ, მაგრამ ნაცებმა ხმა ჩაიკმინდეთ პოლიციის ძალადობაზე
პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე ნოდარ მელაძის ანონსზე პროკურატურის განცხადებას ეხმიანება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დ...
1781295391
ახალი ამბებიშსს „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე: საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია
შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალა...
1781293281
სპორტიმერფი: ლივერპულმა კვარაცხელიას გამო ფული არ უნდა დაიშუროს, ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო გარემარბია
ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა დენი მერფმა განაცხადა, რომ „ლივერპულმა“ ყველაფერი უნდა გააკეთოს ხვიჩა კვარაცხელიას შესაძენად. როგორც მან აღნიშნა, იან დიომანდეს ტრანსფერი რისკის შემცველია, კვარაცხელია...


























