საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 1-ელი დეკემბრიდან დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 1-ელი დეკემბრის 01:00 საათიდან 2026 წლის 20 იანვრის 14:00 საათამდე, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე, ნათქვამია, რომ აღნიშნულ პერიოდში ავტომობილების მოძრაობა სრულად შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედანზე, მერაბ კოსტავას ქუჩისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან სანდრო ინაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. ასევე, რუსთაველის გამზირიდან თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით პირველი რესპუბლიკის მოედნამდე.
„შეზღუდვის დროს, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები, ნაცვლად პირველი რესპუბლიკის მოედნისა, გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირის გავლით, ხოლო მოხვევა შესაძლებელი იქნება ზეთისხილის ხესთან.
30 დეკემბრიდან 2026 წლის 1-ელი იანვრის ჩათვლით ამოქმედდება დამატებითი შეზღუდვები. კერძოდ, რუსთაველის გამზირიდან თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით მიმავალი ავტომობილებისთვის, პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩების გავლით მოძრაობა შეიზღუდება; გადაადგილება ასევე შეიზღუდება რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან სანდრო ინაშვილის ქუჩის გამოყენებით ზეთისხილის ხის მიმდებარე ტერიტორიამდე.
რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნამდე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ზეთისხილის ხესთან მობრუნებით, მოძრაობა კი დასაშვები იქნება რევაზ თაბუკაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილისა და სხვა მიმდებარე ქუჩების გამოყენებით.
რაც შეეხება ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბრის 20:00 საათიდან 1-ელი იანვრის 08:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედანსა და სანდრო ინაშვილის ქუჩაზე (რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის მხრიდან). ასევე, მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარედ, მერაბ კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის კვეთიდან ზეთისხილის ხემდე.
მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ თავისუფლების მოედნიდან მიმავალი იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც სვლას უკუმიმართულებით, ზეთისხილის ხესთან მობრუნებით გააგრძელებენ.
აღნიშნულ პერიოდში, ის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც რუსთაველის გამზირის გავლით უკავშირდებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩას, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს გამოყენებით დაუკავშირდება ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩას და სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს. უკუმიმართულებისას, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოსახვედრად იმოქმედებს ანალოგიური მარშრუტი.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ - აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.
1764529566
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: არც ერთ ქვეყანაში ერთ დღეში არ დაუკანონებიათ ერთნაირსქესიანთა ქორწინება, არც ბავშვებისთვის პროპაგანდა და აგიტაცია სკოლებსა და ბაღებში, ეს ყველაფერი განგრძობითი პროცესია
„ამ კანონისთვის მხარი რომ დაეჭირათ, ძალიან სერიოზულად დაიტუქსებოდნენ თავიანთი პატრონებისგან და დარბაზში რომ მსხდარიყვნენ და მხარი არ დაეჭირათ, დაკარგავდნენ ამომრჩევლის ძალიან დიდ ნაწილს, ვინაიდან მთე...
1764528315
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი „კრედიტ სუისსთან” ბიძინა ივანიშვილის მიერ მოგებულ დავაზე: მთლიან დავას გაეცა საბოლოო პასუხი, ეს იყო 21-ე საუკუნის ერთ-ერთი გახმაურებული ყაჩაღობა
„მთლიან დავას გაეცა საბოლოო პასუხი და დადგინდა, რომ ეს იყო 21-ე საუკუნის ერთ-ერთი გახმაურებული ყაჩაღობა საფინანსო თუ სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების გამოყენებით“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი კვირა” სა...
1764526416
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: ოპოზიციური სპექტრი პირველად არ დგება ტერორიზმის მხარეს, ამიტომ „ალოკე“ ელისაშვილის მხარდაჭერა სრულად ლოგიკურია, ესენიც სიამოვნებით გადაგვწვავდნენ, უბრალოდ, ამის ერთი ადგილი არ აქვთ
კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებაზე, ოპოზიციის ნაწილის რეაქციას სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ ოპოზიციური სპექტრი, ტერორიზ...
1764523258
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ონლაინ მედიის წარმომადგენლები არიან უცხოეთიდან დაქირავებული „ენჯეოები“, რომლებიც მიკროფონით დადიან, ეს არის ერთადერთი განსხვავება მათსა და სხვა „ენჯეოებს“ შორის
„ევროკომისარმა მარტა კოსმა დაადასტურა და აღიარა, რომ ისინი ეძებენ გზებს, თუ როგორ აუარონ გვერდი ქართულ კანონმდებლობას და მიაწოდონ ფინანსები მათ მიერ დაქირავებულ ორგანიზაციებს“, - განაცხადა გადაცემაში...
1764521912
ახალი ამბებიგია ვოლსკი 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობის საქმეზე: ეს უნიათობა გულისხმობდა ყველაფერს, ისინი პარალელური პროცესების განვითარებას ელოდნენ, პირდაპირ სისხლზე დაიწყეს საუბარი
ეს უნიათობა, რომლითაც ახლა თავს იმართლებენ, რომ თითქოს ღობე იყო სუსტი და თითქოს, არავინ აპირებდა გადანგრევას, გულისხმობდა ყველაფერს, ისინი პარალელური პროცესების განვითარებას ელოდნენ, პირდაპირ სისხლზე...






























