პენიტენციური სამსახური: მე-6 დაწესებულების სამი მსჯავრდებულის დეესკალაციის საკნებში გადაყვანა უკავშირდება არა გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობას, არამედ დაწესებულების თანამშრომლებზე თავდასხმას

სპეციალური პენიტენციური სამსახური პასუხობს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის მიერ სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ №6 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ მსჯავრდებული გიორგი დავითაძე სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“ არ გადავა ვიდრე, იმ მსჯავრდებულებს, რომლებმაც, მისი განცხადებით, დავითაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს, დეესკალაციის საკნებიდან არ გამოიყვანენ.

როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამია, მსჯავრდებულ დავითაძის დედის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსჯავრდებულ დავითაძის დედის მიერ გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე.

სინამდვილეში, მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან. მათი დეესკალაციის საკნებში გადაყვანა მოხდა კანონმდებლობის მოთხვნათა შესაბამისად როგორც უშუალოდ მსჯავრდებულების, ისე სხვა პირთა (დაწესებულების თანამშრომლები) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

კერძოდ, 2026 წლის 2 ოქტომბერს, 22:14 საათზე, ბ. ჭ-მ №6 დაწესებულების დირექტორის მოადგილე დავით ნიკოლაიშვილს საკანში შესვლის მცდელობისას მუცელში ფეხი ჩაარტყა. ამავე დაწესებულებაში 2026 წლის 4 ოქტომბერს, 20:22 საათზე, მსჯავრდებულებმა ჯ. ჯ-მა და ვ.თ-მა სეირნობიდან დაბრუნებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაწესებულების თანამშრომლებს.

აქვე განვმარტავთ, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომელზე თავდასხმა წარმოადგენს მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულს და სამსახური არ დაუშვებს თანამშრომელთა მიმართ ძალადობისა და თავდასხმის არცერთი ფაქტის უგულებელყოფას. თითოეულ ასეთ შემთხვევას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და კანონით გათვალისწინებული რეაგირება.

სწორედ ზემოაღნიშნულის გამო განთავსდნენ მსჯავრდებულები დეესკალაციის საკნებში და ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ გამოცხადებულ სოლიდარობას, როგორც ამის წარმოჩენას მისი ოჯახის წევრები ცდილობენ.

კიდევ ერთხელ განმარტავთ, რომ დაწესებულებაში ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება პენიტენციური კოდექსის, დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის შესაბამისად. ამიტომ დაუშვებელია აღნიშნული გადაწყვეტილებების ერთმანეთთან დაუსაბუთებლად დაკავშირება“, - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791191828

ახალი ამბები

„კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

„კავკასიის უნივერსიტეტის“ Welcome Party-ზე სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, „კავკასიის უნივერსიტეტში“ გამართულ Welcome Party-ზე სავარაუდო ინტოქსიკ...

კავკასიის უნივერსიტეტი

1791191548

საზოგადოება

კახა კალაძე „ნაცმოძრაობაში“ მორიგ დაპირისპირებაზე: ეს არის წარსული - მე, როგორც თბილისის მერი, მთლიანად გადართული ვარ ქალაქში არსებული გამოწვევების მოგვარებაზე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის წარსულია და მისთვის, როგორც თბილისის მერისთვის, ამ პარტიის წარმომადგენლების დაპირისპირება საინტერესო არ არის. როგორც კახა კალა...

კახა კალაძე

1791190253

საზოგადოება

კახა კალაძე: უსამშობლო აგენტურამ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ ბრძოლა 2012 წლამდე დაიწყო, ახლაც იგივე დავალება აქვთ მიცემული გარე პატრონებისგან

„თუკი ვინმე მკვლელია და კავშირი აქვს მკვლელობასთან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა, სადაც ის...

კახა კალაძე

1791189978

მსოფლიო

ჰავაიზე ჰოლეის ზღვის თაღი ჩამოინგრა

ჰავაის ვულკანების ეროვნულ პარკში მდებარე 27-მეტრიანი ჰოლეის ზღვის თაღი წყნარ ოკეანეში ჩამოინგრა. ინფორმაცია პარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ლეგენდარული ბუნებრივი თაღი 23 სექტემბერს ჯერ კიდევ ადგილზე...

ჰოლეის ზღვის თაღი

1791188121

საზოგადოება

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოში შემოსული და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა და სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა 2027 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეები სამედიცინო სერვისებს 2027 წლის 1 იანვრამდე მიიღებენ....

საქართველოს მთავრობა