ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა

მდინარე დიღმურაზე, თეთრი დუქნის ქუჩაზე, ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა და აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგა.

პროექტის ფარგლებში ძველი, დაზიანებული ხიდის დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო რკინაბეტონის საავტომობილო ხიდი აშენდა.

დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა დედაქალაქში. ეს არის ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ხიდი მდინარე დიღმურაზე. აღნიშნულ პროექტს რეაბილიტაციას ვერ დავარქმევ, რადგან, ფაქტობრივად, არსებული ხიდის სრული დემონტაჟი განხორციელდა და ახალი ხიდი აშენდა, რომელიც ყველანაირად მოწესრიგებულია. პროექტის ფარგლებში მოეწყო ტროტუარი, რომელიც წინა ხიდის შემთხვევაში არ არსებობდა. ასევე დამონტაჟდა გარე განათების ბოძები, ხიდი დაიხაზა და მისი გამოყენება დღეიდან უკვე
შესაძლებელია. ამ პერიოდის განმავლობაში იყო გარკვეული დისკომფორტი, რადგან მოძრაობა შეზღუდული იყო და სამუშაოების დროს გადაადგილება ფერხდებოდა, თუმცა დღეიდან მოსახლეობას აქვს საშუალება, აღნიშნული ხიდი გამოიყენოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე ქსელი, საჰაერო სადენები განთავსდა მიწისქვეშა საკაბელო არხებში და დამონტაჟდა ლითონის მოაჯირები. პროექტი, რომლის ღირებულებამ ოთხი მილიონი ლარი შეადგინა, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა.

აღნიშნული საავტომობილო ხიდი ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია. ძველი, 64 მეტრი სიგრძის ლითონის ხიდი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, რის გამოც მასზე გადაადგილება საფრთხის შემცველი ხდებოდა.

უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიაზე პერიოდულად იზღუდებოდა მძიმე და დიდგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაც, რაც ადგილობრივ მოსახლეობასა და მძღოლებს დამატებით დისკომფორტს უქმნიდა.

დღეის მდგომარეობით ახალი საავტომობილო ხიდი უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას როგორც მსუბუქი, ისე მძიმე და დიდგაბარიტიანი ავტომობილებისთვის, ასევე ქვეითებისთვის.

დასრულებულ სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი, საბურთალოს გამგებელი გიზო ვასაძე, ასევე საკრებულოს წევრები შალვა პერანიძე და ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791187103

მსოფლიო

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოინახულეს მსჯავრდადებული გიორგი დავითაძე და სამი სხვა პატიმარი, რომლებიც გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს აპროტესტებდნენ

2026 წლის 3-4 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოინახულეს მსჯავრდადებული გიორგი დავითაძე და სამი სხვა პატიმარი, რომლებიც გიორგი და...

 სახალხო დამცველის აპარატი

1791186403

საქართველო

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. პროექტ ევრომონიტორის ფარგლებში ევროპის ორმოცამდე ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის მასშტაბური გამო...

ევროკომისიის კვლევა

1791185201

ახალი ამბები

იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია ნარკოდამნაშავეთა ორ...

ნარკოტიკული საშუალება

1791183545

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებუ...

ოქროს საიუველირო ნაკეთობები

1791183471

ახალი ამბები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 9 თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 1 203 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით,...

გარემოსდაცვითი ზედამხედველობი