ლევან მაჭავარიანი „ენმ“-ზე: ვერც ნანუკა ჟორჟოლიანი უშველის და ვერავინ უშველის დედამიწის ზურგზე, ისეთ დღეში არიან

იმყოფებოდა თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე - ეს თემა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი დაპირისპირების მიზეზია.

გავრცელებული ინფორმაციით აქციისგან დისტანცირებისთვის გიული ალასანიასა და ნანუკა ჟორჟოლიანს შორის დაპირისპირება მოხდა და სააკაშვილის დედამ ჟორჟოლიანს ექსპრეზიდენტის დანაბარებიც გადასცა რომ სააკაშვილი ჟორჟოლიანით იმედგაცრუებულია.

ამ ინფორმაციას „კურიერთან“ სატელეფონო საუბარში ნანუკა ჟორჟოლიანმა ჭორი უწოდა, ცოტა ხანში კი ვიდეო მიმართაც გაავრცელა, რომელშიც ამ კონკრეტულ კითხვებზე საუბრის ნაცვლად ყურადღების გადატანა სხვა თემებით სცადა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ საზოგადოება უარყოფს გარედან მართვას, მუდმივ საბოტაჟს, რევოლუციურ სცენარებსა და ქვეყნისთვის სანქციების მოთხოვნას.

„არაფერი არ ეშველებათ, ვერც ნანუკა ჟორჟოლიანი ვერ უშველის და ვერავინ ვერ უშველის დედამიწის ზურგზე, ისეთ დღეში არიან კონკრეტულად დედა ნაციონალური მოძრაობა და ჯამში კოლექტიური ნაცები ეს აგენტურა.

ისინი თავიდან ბოლომდე არიან გაშიფრული და უკვე მომხრეებსაც ვერ კრიბავენ ისეთ აქციებზე, რომელსაც აანონსებენ კვირებით ადრე, იქიდან გამომდინარე, რომ ქართველი ხალხი მათ უარს ეუბნება. უარს ეუბნება ქართველი ხალხი გარედან ქვეყნის მართვას, უარს ეუბნება ამდენ საბოტაჟირებას, მუდმივ რევოლუციურ სცენარებს, მუდმივად ხვეწნას უცხოელებისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დასანქცირდეს.

რაც უფრო დრო გავა, მათი რეიტინგი კიდევ უფრო დაიკლებს, რაზეც ძალიან კარგად იმეტყველა მათ შორის IRI-ის კვლევამ, სადაც ჩანს რეალური სურათი ოპოზიციურ ფლანგზე - ისინი არიან აბსოლუტურად განულებულები“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791191548

საზოგადოება

კახა კალაძე „ნაცმოძრაობაში“ მორიგ დაპირისპირებაზე: ეს არის წარსული - მე, როგორც თბილისის მერი, მთლიანად გადართული ვარ ქალაქში არსებული გამოწვევების მოგვარებაზე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის წარსულია და მისთვის, როგორც თბილისის მერისთვის, ამ პარტიის წარმომადგენლების დაპირისპირება საინტერესო არ არის. როგორც კახა კალა...

კახა კალაძე

1791190253

საზოგადოება

კახა კალაძე: უსამშობლო აგენტურამ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ ბრძოლა 2012 წლამდე დაიწყო, ახლაც იგივე დავალება აქვთ მიცემული გარე პატრონებისგან

„თუკი ვინმე მკვლელია და კავშირი აქვს მკვლელობასთან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა, სადაც ის...

კახა კალაძე

1791189978

მსოფლიო

ჰავაიზე ჰოლეის ზღვის თაღი ჩამოინგრა

ჰავაის ვულკანების ეროვნულ პარკში მდებარე 27-მეტრიანი ჰოლეის ზღვის თაღი წყნარ ოკეანეში ჩამოინგრა. ინფორმაცია პარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ლეგენდარული ბუნებრივი თაღი 23 სექტემბერს ჯერ კიდევ ადგილზე...

ჰოლეის ზღვის თაღი

1791188121

საზოგადოება

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოში შემოსული და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა და სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა 2027 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეები სამედიცინო სერვისებს 2027 წლის 1 იანვრამდე მიიღებენ....

საქართველოს მთავრობა

1791187103

მსოფლიო

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოინახულეს მსჯავრდადებული გიორგი დავითაძე და სამი სხვა პატიმარი, რომლებიც გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს აპროტესტებდნენ

2026 წლის 3-4 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოინახულეს მსჯავრდადებული გიორგი დავითაძე და სამი სხვა პატიმარი, რომლებიც გიორგი და...

 სახალხო დამცველის აპარატი