კახა კალაძე ალექსანდრ სტუბის განცხადებაზე: უკრაინას უკვე ბუფერულ ზონას უწოდებენ, ეს სამწუხარო რეალობაა

„უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან უკრაინის, როგორც რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბუფერულ ზონად შეფასება, არის სამწუხარო რეალობა“, - ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა კახა კალაძე ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

კახა კალაძის თქმით, რომ არა საქართველოს ხელისუფლების პრინციპული პოზიცია, საქართველოც იმავე ბედს გაიზიარებდა.

„უკრაინას უკვე ბუფერულ ზონას უწოდებენ, ეს სამწუხარო რეალობაა. ალბათ, რომ არა ჩვენი პრინციპული პოზიცია და რომ არა ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ატარებს, ალბათ, სამწუხაროდ, ჩვენც იგივე ბედი გველოდებოდა. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში გატარებული პოლიტიკით, მიუხედავად მრავალი შეურაცხყოფისა, უამრავი ზეწოლისა, ცილისწამებისა და მუქარებისა, ჩვენ დავიცავით ქვეყნის ინტერესები, ქართველი ხალხი, დავიცავით ქართული ეკონომიკა, ქვეყნის განვითარება, წინსვლა, დავიცავით თითოეული მოქალაქე იმ პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს.

რომ არა ეს დამოკიდებულება, ვიქნებოდით იმ მძიმე მდგომარეობაში, რაც, სამწუხაროდ, დღეს უკრაინაშია და ხედავთ, რომ მას ბუფერულ ზონად აფასებენ უცხოელი პოლიტიკოსები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791187103

მსოფლიო

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოინახულეს მსჯავრდადებული გიორგი დავითაძე და სამი სხვა პატიმარი, რომლებიც გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს აპროტესტებდნენ

2026 წლის 3-4 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოინახულეს მსჯავრდადებული გიორგი დავითაძე და სამი სხვა პატიმარი, რომლებიც გიორგი და...

 სახალხო დამცველის აპარატი

1791186403

საქართველო

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. პროექტ ევრომონიტორის ფარგლებში ევროპის ორმოცამდე ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის მასშტაბური გამო...

ევროკომისიის კვლევა

1791185201

ახალი ამბები

იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია ნარკოდამნაშავეთა ორ...

ნარკოტიკული საშუალება

1791183545

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებუ...

ოქროს საიუველირო ნაკეთობები

1791183471

ახალი ამბები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 9 თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 1 203 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით,...

გარემოსდაცვითი ზედამხედველობი