"პირველად ვნახე სიტუაციაში, როცა თან დედაა და თან იდეით სავსე მოქალაქე" - ელენე ხოშტარია დედაზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს
პარტია „დროა“-ს ლიდერი ელენე ხოშტარია დედას ირინა გუნცაძეს დაბადების დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ბავშვობაში 80-იანების ბოლოს 90-იანებში სულ მახსოვს მამაჩემის გვერდზე კლდესავით იდგა.
შეიძლება ესეც არასწორი ნათქვამია, ერთად იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის, უფრო სწორი ფორმულირებაა.
მახსოვს 9 აპრილს გაბრაზებული და არა შეშინებული.
ძალიან ბევრნაირი ურთიერთობა გვქონია მერე წლების განმავლობაში.
წელს განსაკუთრებული წელი აღმოჩნდა ჩვენთვისაც.
პირველად ვნახე სიტუაციაში, როცა თან დედაა და თან იდეით სავსე მოქალაქე, როცა თან უნდა კარგად ვიყო და თან პატივს სცემს ჩემ გადაწყვეტილებას.
მახსოვს სხვა კრიზისების დროს აღელვებული დედის როლი სძლევდა ხოლმე.
ფბ ვოლზე უცხო ხალხთან დაწერილი მისი კომენტარები: „ლაკა ჩაიცვი გაცივდები“, ან ატირებული პოლიციასთან ჩემი ჭიდაობის კადრებით.
ხოდა წელს შიმშილობის დროს მეც აღმოვაჩინე დედაჩემი.
მეც თან როგორც შვილმაც და როგორც მოქალაქემაც.
ძალიან რთულია ამ ბალანსის დაცვა და ასე უსიტყვოდ გაგება.
ყოველი წამი ჩემი საყრდენი იყო, არცერთ წამს არ დაუყენებია ჩემზე წინ საკუთარი ემოცია.
არაა ეს ადვილი და ძალიან დავაფასე.
გილოცავ დე დაბადების დღეს მაგრად იყავი, მაგრად ვიყოთ და ბევრჯერ აღმოგვეჩინოს ერთმანეთი და ამისგან ბედნიერების განცდა მიგვეღოს“, - წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ელენე ხოშტარია.
ასევე საინტერესოა:
1793816973
მსოფლიოCNN: „დემოკრატებს“ ტრამპთან დაპირისპირების ახალი ინსტრუმენტები ექნებათ, თუმცა იგი საგარეო ასპარეზზე მოქმედების საკმაოდ დიდ თავისუფლებას კვლავ ინარჩუნებს
აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებს შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს არა მხოლოდ ამერიკის შიდა პოლიტიკისთვის, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებისთვისაც. კერძოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზ...
1793815048
საზოგადოებაიუსტიციის მინისტრის მოადგილე აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ულვი მეჰდიევის შეხვედრა ბაქოში დაგეგმილი საჯარო მმართველო...
1793813440
საზოგადოებაჰერჩინსკი: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის შერჩევითად დაკავებული პირების გათავისუფლება, კონკრეტულად რა იგულისხმება შერჩევით დაკავებაში, ამ საკითხის დეტალებში მე ვერ შევალ
ევროკავშირის ელჩმა გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში შეაჯამა. პაველ ჰერჩინსკის „ქრონიკამ“ რამდენიმე კითხვით მიმართა. კერძოდ, „ქრონიკა“ დაინტერესდა ვის ეხება ევროკომისიის გაფართოების...
1793811565
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აჭარისა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის
„Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობ...
1793810845
საზოგადოებასაგარეო უწყება: სამწუხაროა, ევროკავშირის მხარემ ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული შეხვედრა, რაც ზღუდავს ევროკომისიის მიერ პროგრესის ობიექტური შეფასების შესაძლებლობას
სამწუხაროა, რომ ევროკავშირის მხარემ ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არცერთი შეხვედრა არცერთ დონეზე, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ე...


























