"პოეტი უნდა შეგხვდეს ყველგან....წიგნებში, რვეულებში, მატარებელში" - გიორგი კეკელიძე გალაკტიონის აქამდე უცნობ ფოტოს აქვეყნებს
"პოეტი უნდა შეგხვდეს ყველგან....წიგნებში, რვეულებში, მატარებელში" - ამის შესახებ „ეროვნული ბიბლიოთეკის“ ხელმძღვანელი, მწერალი გიორგი კეკელიძე ფეისბუკზე წერს, რომელიც სოციალურ ქსელში გალაკტიონ ტაბიძის აქამდე უცნობ ფოტოს აქვეყნებს.
"არის ერთი სრულიად გენიალური ფოტო - გალაკტიონს მინერალური წყლის ბოთლი უჭირავს და ჰაერში ასხამს.
ერთი შეხედვით, ყველას შემთვრალი კაცი ეგონება, ხელში ღვინით.
უკან საგანგებოდ აქვს მიწერილი:
"გალაკტიონ ტაბიძე მინერალური წყლის, “ვარძიის” ბოთლით ხელში"
როდესაც სურათი გადაუღიათ, უთხოვია, არ დაებეჭდათ, რადგან “სხვებს ღვინო ეგონობათო”.
1955 წლის ივლისი.
ეს რომ გადაიღო, ხომ იცოდა, რომ ეგონებოდათ.
რომ თხოვა, ისიც ხომ იცოდა, რომ მაინც დაბეჭდავდნენ.
ადრე თუ გვიან.
განა გალაკტიონი არ სვამდა.
სვამდა.
ღვინოსაც.
მაგრამ, ხომ ხვდებით ახლა რისი თქმაც მინდა.
ამიტომაც არის დიდი.
უდიდესი მისტიფიკატორი.
და ეს ფოტო, დედაჩემი რვეულის მერე, არის ჩემთვის გალაკტიონი.
და გალაკტიონ ტაბიძე დედაჩემის მათემატიკის სქელი რვეულია.
"უსიყვარულოდ, მზე არ სუფევს ცის კამარაზე"
უკეთესები ლექსებიც აქვს?
ვიცი.
ვიცი.
ბევრად უკეთესი.
ისიც ვიცი, რაც ზეპირად გვახსოვს, უმეტესი მათგანი, ,,დაუზეპირებლებს’’ ბარემ ლურჯა ცხენების გაჭენების მანძილზე ჩამორჩება, მაგრამ მაინც.
კითხვა რომ ვისწავლე, დედაჩემის გამოწერილი ლექსების რვეული იყო მათ შორის, რაც შემომაჩეჩეს.
კი, ასეთი რვეულები არსებობდა მაშინ.
რატომღაც მხოლოდ ქალებს ჰქონდათ.
და იქ პირველი ეს ლექსი ეწერა, გამოყვანილი ასოებით და დიდი სიფრთხილით.
პოეტობა ეს არის და არა რაღაც ანთოლოგიებს დართულ მიმოხილვებში მოხვედრა.
პოეტი უნდა შეგხვდეს ყველგან.
წიგნებში, რვეულებში, მატარებელში", -წერს გიორგი კეკელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
📌 "ყველაზე უბრალოდ აქ მე ვარ ..." - გალაკტიონ ტაბიძე

1790001310
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: აფხაზისთვისაც და ქართველისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს არ უყურონ თოფის სამიზნიდან
აფხაზისთვისაც და ქართველისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს არ უყურონ თოფის სამიზნიდან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლს...
1789999884
საზოგადოებასრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ბათუმის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურება აღავლინა
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას ზეიმობს. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო მსახურება სრულიად საქართველო...
1789998953
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: საქმე გვაქვს ლიბერალურ ფაშიზმთან, რომელთაც მიაჩნიათ, რომ თუ მათი სექტის დონეზე დასული აზროვნების მიმდევარი და მორჩილი არ ხარ, მაშინ სექტამ უნდა გაგრიყოს
ფეხბურთელის გიორგი გველესიანის მიმართ აგორებულ ბულინგის კამპანიას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა. „საქმე გვაქვ...
1789998018
საზოგადოებაგორდულაძემ საკონსტიტუციო სარჩელზე: „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი აქვთ გახარიელებსაც. ჰყავთ საქართველოს პარლამენტში წევრი, რომელიც 2021-2025 წლებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირის გამო იკავებდა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას
გვახსოვს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირდაპირ შეკრული კავშირი ჰქონდათ და აქვთ გახარიელებსაც. მათ ჰყავთ საქართველოს პარლამენტში წევრი, რომელიც 2021-2025 წლებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირის გამ...
1789996724
ახალი ამბები1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6074 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6074 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6071 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...


























