პრემიერი „ჩენდლერის ინსტიტუტის“ კვლევაზე: საქართველოში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა 2012 წლის შემდეგ იმისათვის, რომ სასამართლო გამხდარიყო რეალურად დამოუკიდებელი და ეს მიღწევა ასახულია შესაბამის რეიტინგებშიც
საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა სასამართლო სისტემას, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას „ჩენდლერის ინსტიტუტის“ კვლევასთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლო სისტემის ხარისხს ეხებოდა.
„თქვენ გახსოვთ, რამხელა შტურმი იყო სასამართლო სისტემაზე თავის დროზე - საბჭოური ტიპის აგიტაცია, სასამართლო სისტემის ბრენდირება და მაშინ, ჩვენ ვთხოვდით ოპონენტებს, რომ წარმოედგინათ კონკრეტული საქმეები, რომლებიც მათი აზრით იყო უსამართლოდ გადაწყვეტილი. ვერც ერთი ასეთი საქმე ვერ წარმოადგინეს. გარდა ამისა, მათ არაერთგზის მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს სარჩელებით, სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და წააგეს ყველა საქმე. ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის არის ცნობილი. საზოგადოება ამ ყველაფერს ხედავს. შესაბამისად, სასამართლოს მიმართ საზოგადოებაში არის მაღალი ნდობა. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა სასამართლო სისტემას და ის რეიტინგი, რომელიც გამოქვეყნდა, არის ამ ყველაფრის კიდევ ერთი დადასტურება. საქართველოში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა 2012 წლის შემდეგ იმისათვის, რომ სასამართლო გამხდარიყო რეალურად დამოუკიდებელი და ეს მიღწევა არის ასახული შესაბამის რეიტინგებშიც“, - განაცხადა პრემიერმა.
1791967550
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ვენეციის კომისიაზე: საკანონმდებლო სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს ქართული სუვერენული სივრცის გარე ჩარევებისგან დაცვას, ვენეციის კომისიის მხრიდან კვლავ დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დემოკრატიის უკუსვლად შეფასდა
საკანონმდებლო სივრცე, რომლის მიზანსაც ერთადერთი რამ წარმოადგენს, პრევენციულად იყოს დაცული ქართული სუვერენული სივრცე გარე ჩარებისგან, ვენეციის კომისიის მხრიდან კვლავ დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტი...
1791964853
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ამ დასკვნას არანაირი ფასი არ აქვს, ის გამოყენებულია კოლექტიური ნაცმოძრაობის მართული ტელევიზიებისა და მათ უკან მდგომი ე.წ პოლიტიკოსების მიერ
„ამ დასკვნას არანაირი ფასი არ აქვს, ის გამოყენებულია კოლექტიური ნაცმოძრაობის მართული ტელევიზიებისა და მათ უკან მდგომი ე.წ პოლიტიკოსების მიერ“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარე არჩი...
1791964815
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს
„ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმ...
1791963135
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე მსჯელობისას, უმთავრესი საზომია - რას იგრძნობს რიგითი ქართველი და რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი
სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის აღნიშნავს, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო კონკრეტული ნაბიჯებით ფასდება და შესაბამ...
1791962485
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში „Raisina Middle East“ მონაწილეობას მიიღებს
მიმდინარე წლის 14-15 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „Raisina Middle Eas...


























