ვახტანგ ცინცაძე: რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ეკონომიკურ ზრდას განაგრძობს, რაც საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით არის განპირობებული

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,5%-ით გაზარდა და 2026 წლისთვის ის 6%-ით განსაზღვრა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეს ზრდა განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზე, როდესაც ბანკმა არაერთი რეგიონის, მათ შორის ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შეამცირა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანეს როგორც ტურიზმთან დაკავშირებულმა მიმართულებებმა, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო სფეროებმა.

„ჩვენი მოლოდინით, როგორც 2026 წელს, ასევე 2027 წელს საქართველოში იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება, ვიდრე ამას სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებს. ვნახეთ არაერთი გავლენიანი ორგანიზაციის შეფასება, რომელიც პერიოდულად ზრდისკენ კორექტირდება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ხაზს უსვამს პირველ კვარტალში დაფიქსირებულ მაღალ აქტივობას. როგორც მოგეხსენებათ, ამ პერიოდში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 9,1% შეადგინა. შესაბამისად, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების აქტიური განხორციელების ფონზე, ველოდებით, რომ 2026-2027 წლებში ეკონომიკური ზრდის დინამიკა საკმაოდ მაღალი იქნება“, - აღნიშნავს ვახტანგ ცინცაძე.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავლენიანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებები, რადგან ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის ეკონომიკის სიჯანსაღეს. მისი განცხადებით, გლობალურად და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ეკონომიკურ ზრდას განაგრძობს, რაც საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით არის განპირობებული.

„რა თქმა უნდა, ამას ხელს უწყობს ის რეფორმები, რომლებიც ეკონომიკის სტრუქტურულ ტრანსფორმაციასა და გრძელვადიან პერსპექტივაში მაღალი ტემპების შენარჩუნებას ემსახურება. არაერთი გამოწვევის მიუხედავად, 2021-2025 წლებში საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9,3% შეადგინა. ჩვენი ამოცანაა, ეს პოზიტიური დინამიკა მომავალშიც შევინარჩუნოთ. მსგავსი ტიპის შეფასებები პირდაპირ აისახება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების განწყობებზე. ბიზნესწრეები ამ მონაცემებსა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებებს გულდასმით აკვირდებიან და მათზე დაყრდნობით იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას ინვესტირების, რეინვესტირებისა თუ სხვა ბიზნესსაქმიანობის დაწყების თაობაზე“, - განმარტავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

EBRD-ის განახლებული პროგნოზით, 2027 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,0%-ით გაიზრდება. ბანკის შეფასებით, 2026-2027 წლებში ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოს ყველაზე მაღალი საშუალო ზრდა ექნება. კერძოდ, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი სხვა კანდიდატი ქვეყნების მაჩვენებელს ორჯერ, ხოლო 2026-2027 წლების საშუალო მაჩვენებელს 1,7-ჯერ გადააჭარბებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781364213

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი: სახელმწიფო ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ და ახდენენ მყისიერ რეაგირებას, რაც შეეხება რადიკალების განცხადებას, თავიანთი არქივიდან ამოიღონ ათი ათასობით გაუბედურებული ადამიანის ცხოვრების კადრები

 „სახელმწიფო ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ და ახდენენ მყისიერ რეაგირებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმ...

გიორგი სოსიაშვილი

1781362508

ახალი ამბები

სტუდფესტის ფარგლებში დაგეგმილ გარბენთან დაკავშირებით, გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე გადაადგილება შეიზღუდება

 „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში დაგეგმილ გარბენთან დაკავშირებით, 14 ივნისის 02:00-დან 12:00-მდე საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირის N74-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, რუსთავ...

ავტობუსი

1781359489

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე: დიალოგის მზაობის პარალელურად, ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები, რომელიც გადის სუვერენიტეტზე, სახელმწიფო დამოუკიდებლობასა და ეროვნულ ღირებულებებზე, რომელსაც ჩვენი მხრიდან არავინ გადაკვეთს

 ნებისმიერი ჯანსაღი დიალოგისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლებრივ არგუმენტებზე, მზად ვართ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა...

თორნიკე ჭეიშვილი

1781356869

სპორტი

აშშ-ში საქართველოს ელჩი მერიდიანის საერთაშორისო ცენტრში UFC-ის პრეზიდენტ, დანა უაითს შეხვდა

 აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმამერიდიანის საერთაშორისო ცენტრში UFC-ისპრეზიდენტ, დანა უაითთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველი მებრძოლების განს...

აშშ-ში საქართველოს ელჩი მერიდიანის საერთაშორისო ცენტრში UFC-ის პრეზიდენტ, დანა უაითს შეხვდა

1781354620

მსოფლიო

ირანის მოკლულ უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ

 ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. მანამდე, 4 ივლისს სამგლოვიარო ცერემონიალი დაიწყება. ხუთი დღის განმავლობაში ირანის მოსახლეობ...

აიათოლა ალი ხამენეი