ირაკლი კობახიძე: ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსხვილი პროექტების მხარდაჭერა, რადგან ახალ საინვესტიციო პროექტებს შემოაქვს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები, შედეგად თვისებრივად უმჯობესდება რეგიონების ეკონომიკური ლანდშაფტი
ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ასეთი პროექტის მხარდაჭერა, რადგან ახალ საინვესტიციო პროექტებს შემოაქვს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები, შედეგად თვისებრივად უმჯობესდება რეგიონების ეკონომიკური ლანდშაფტი და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები ჩვენი მოქალაქეებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასეთი პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში ეკონომიკის შემდგომ განვითარებას.
„ჩვენ გამოვირჩევით მაღალი ეკონომიკური ზრდით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა შეადგენდა საშუალოდ 9.3 %-ს და ეს ტენდენცია გრძელდება მიმდინარე წელსაც. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტენდენციის შენარჩუნება, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება და ასეთი პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკის შემდგომ განვითარებას, ტურიზმის სექტორის შემდგომ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ასეთ პროექტებს, ბიზნესსექტორს ასეთი პროექტების განხორციელებაში. მინდა, მივულოცო პროექტის ავტორებს და პარტნიორებს ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის დაწყება და მინდა, ამ ძალიან მასშტაბური ჩანაფიქრის წარმატებით რეალიზება გისურვოთ“, - აღნიშნა პრემიერმა.
1780492434
ახალი ამბებიპროკურატურამ სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო...
1780492147
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6653 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6660 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1780490711
ახალი ამბებიდედაქალაქის მერიის ორგანიზებით, 4-5 ივნისს, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი გაიმართება
დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, 4-5 ივნისს, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი გაიმართება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიება...
1780489958
ახალი ამბებივახტანგ ცინცაძე: რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ეკონომიკურ ზრდას განაგრძობს, რაც საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით არის განპირობებული
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,5%-ით გაზარდა და 2026 წლისთვის ის 6%-ით განსაზღვრა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილ...
1780489565
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვის პროცესი დაძრულია, იმედია, სტრატეგიული პარტნიორობის ახალი შეთანხმება გაფორმდება, რომელშიც მთავარი საკითხი ურთიერთსარგებლის მიღება იქნება
ამერიკასთან გადატვირთვის პროცესი დაწყებულია, ვიზიტების გაცვლის კარგი დინამიკაა, პროცესი უკვე საკმაოდ იმედისმომცემია, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხ...



























