ეკა სეფაშვილი განათლების მინისტრს: ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საქართველო მზად არის, დაიწყოს სკოლის მოსწავლეების კვების დაფინანსება
„ამ ეტაპზე, კარგი იქნება, სამინისტრომ მოამზადოს პირველადი ფინანსური დოკუმენტი - რა დაუჯდება სახელმწიფოს, სკოლას, რომ უზრუნველყოს მოსწავლეების უფასო კვება, თუნდაც რაღაც გარკვეულ ეტაპზე, გარკვეული კრიტერიუმების დაწესებითა და დათქმებით, მაგრამ ამ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ ნაბიჯების გადადგმაზე,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მოუსმინეს.
მისი თქმით, ვითარდება ქვეყნის ეკონომიკა, იზრდება ბიუჯეტში შემოსავლები და ამის ფონზე დროა, დაიწყოს სკოლის მოსწავლეების კვების დაფინანსება.
დეპუტატმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს სთხოვა პირველ ეტაპზე სამინისტრომ მოამზადოს ფინანსური დოკუმენტი, სადაც გაწერილი იქნება თუ რა დაუჯდება სახელმწიფოს და სკოლას მოსწავლეების უფასო კვება.
„დღეს ჩვენ საკმაოდ ვრცელი და საინტერესო ინფორმაცია მოვისმინეთ განათლების სისტემის სხვადასხვა მიმართულების განვითარების შესახებ და დავრწმუნდით, რომ რეფორმა მიმდინარეობს ყველა მიმართულებით, თუმცა გამოწვევები კვლავ რჩება და საჭიროა, რომ სამინისტრომ ადეკვატურად უპასუხოს ამ გამოწვევებს, რათა საქართველომ შეძლოს ისე განვითარება, როგორც მას შეეფერება და როგორც მოითხოვს ამას გლობალური განვითარების ტენდენციები.
ბატონო მინისტრო, მე ისევ დავუბრუნდები ჩემს მიერ უკვე დასმულ ერთ-ერთ საკითხს, რომელიც სკოლებში უფასო კვებას ეხება. თქვენ აქ ისაუბრეთ, რომ სამინისტრომ გარკვეული სამუშაოები ჩაატარა პროდუქტების რეალიზაციის მიმართულებით. ეს, რასაკვირველია, მისასალმებელია, თუმცა ნაბიჯები კიდევ უფრო წინ უნდა გადავდგათ და რეფორმა უნდა განხორციელდეს სკოლებში უფასო კვების დანერგვის მიმართულებით. თქვენ ისაუბრეთ ე.წ. "ლანჩბოქსებზე", თუმცა ვფიქრობ, რომ ეს მიმართულება ვერ გადაჭრის იმ საკითხს, რომელიც რეალურად დგას დღეს სკოლის მოსწავლეების წინაშე.
თუ გავითვალისწინებთ იმ ვითარებას, რომ საქართველოს ეკონომიკა განუხრელად იზრდება, ვითარდება, ბიუჯეტში იზრდება შემოსავლები, რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, რომელიც ეხებოდა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საქართველო მზად არის, დაიწყოს სკოლის მოსწავლეების კვების დაფინანსება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე, კარგი იქნება, სამინისტრომ მოამზადოს პირველადი ფინანსური დოკუმენტი - რა დაუჯდება სახელმწიფოს, სკოლას, რომ უზრუნველყოს მოსწავლეების უფასო კვება, თუნდაც რაღაც გარკვეულ ეტაპზე, გარკვეული კრიტერიუმების დაწესებითა და დათქმებით, მაგრამ ამ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ ნაბიჯების გადადგმაზე.
ვიცი, რომ ეს პროცესი რთულია, მოითხოვს სხვადასხვა უწყებების ჩართულობას, ისეთის როგორიც არის მაგალითად, კვების უვნებლობის სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო, თუმცა ასეთი პრაქტიკის ძალიან კარგი მაგალითი უკვე გვაქვს საბავშვო ბაღებში, სადაც წარმატებით ფუნქციონირებს მათი სამზარეულოები შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალით, ჰიგიენის შესაბამისი ნორმების და საკვების დამზადების ყველა სანიტარული ნორმების დაცვით, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას და ეროვნულ კანონმდებლობას. ასე რომ, კარგი მაგალითი ქვეყანაში გვაქვს, გამოცდილებაც პოზიტიურია და შესაძლებელია, რომ ამ მიმართულებით გადავდგათ პირველი ნაბიჯები, რაც არის ფინანსური ღირებულების დათვლა და დავიწყოთ ამ მიმართულებით განვითარება,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
1779973601
ახალი ამბებიწალკაში, ყველის არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წალკაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინდივიდუალური მეწარმე ე. გ (მისამართი: წა...
1779972904
საზოგადოებამებაჟე ოფიცრებმა მილიონ ლარზე მეტი არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფისა“ და ,,ქუთაისის აეროპორტის“ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაციას შემოს...
1779972357
ახალი ამბებიბოლნისში ბოლო ზარის 4 მანქანა ავარიაში მოყვა - არიან დაშავებულები
ბოლნისში, სოფელ ყაფანახჩიში ბოლო ზარის 4 მანქანა ავარიაში მოყვა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია 24News ge ავრცელებს. არსებული ცნობით, ავარიის შედეგად 10-მდე ახალგაზრდა დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სა...
1779971997
საზოგადოებაფინანსთა სამინისტრო: წარმატებით დასრულდა 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, წარმატებით დასრულდა 2026 წლის 21 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, სინდიკაციის მეთოდით განხორციელებული, 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდ...
1779970942
ახალი ამბებისააკაშვილი თენგო თევზაძის უხეშ ქმედებაზე: ეს კადრები არის სრული კატასტროფა! არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის
„არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო, შეიძლება გაჭირვებული მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის“, - ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილი პარტია „ახალის“ გენერალური მდივნის თენგო თევ...




























