პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ალეკო ელისაშვილი №6 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და შეუფერხებლად სარგებლობს მისთვის მინიჭებული ყველა უფლებით

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბრალდებულ ალეკო ელისაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ ცრუ და ცილისმწამებლურ განცხადებას, რომელიც მიზნად ისახავს პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას, - ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილი იმყოფება №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. აღნიშნულ დაწესებულებაში ბრალდებულები/მსჯავრდებულები, როგორც წესი, განთავსებული არიან სპეციალურ ერთადგილიან ან ორადგილიან საკნებში, სადაც მუდმივად ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა. შესაბამისად, ალეკო ელისაშვილის განცხადება დაწესებულებაში რაიმე სახის გარჩევებთან დაკავშირებით არის აშკარა სიცრუე.

„ბრალდებული ალეკო ელისაშვილი №6 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2025 წლის 1-ელ დეკემბერს. 2025 წლის 4 დეკემბერს იგი მოინახულეს სახალხო დამცველმა და მისმა მოადგილემ. ბრალდებულმა ალეკო ელისაშვილმა მათი თანდასწრებით განაცხადა, რომ არ ჰქონდა სურვილი, საკანში ჰქონოდა ტელევიზორი და ამჯობინებდა, დაკავებულიყო წიგნების კითხვით.

2025 წლის 23 დეკემბერს ალეკო ელისაშვილმა დაწესებულების ადმინისტრაციას მიმართა ტელევიზორის შეძენის მოთხოვნით. მოთხოვნა კანონმდებლობის შესაბამისად და განსაზღვრულ ვადაში მიეწოდა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიას. ბრალდებულ ალეკო ელისაშვილს ტელევიზორი მიეწოდა მოთხოვნის დღესვე.

პენიტენციურ სისტემაში განთავსებული ყველა ბრალდებული/მსჯავრდებული, მათ შორის, ალეკო ელისაშვილი, უზრუნველყოფილია შესაძლებლობით, დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად. მისი განცხადება, თითქოს მას არ ეძლევა პირადი ჰიგიენის დაცვისთვის, კერძოდ, ფრჩხილების მოსაწესრიგებლად, საჭირო ნივთები, ასევე, წარმოადგენს სიცრუეს (ბრალდებულს საკანში აქვს ე.წ. მკვნეტარა, ერთჯერადი საპარსი, სარკე, პლასტმასის ტაშტი და სათლი).

სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ალეკო ელისაშვილი №6 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და შეუფერხებლად სარგებლობს მისთვის მინიჭებული ყველა უფლებით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავონ მსგავსი ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768307427

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: როდესაც ვხედავთ, რომ მოლდოვის ლიდერები აპირებენ ქვეყანა რუმინეთის შემადგენლობაში შეიყვანონ, ძალიან ნათელია რა რისკებს გადაურჩა საქართველო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა“. წილოსანის განცხადებით, რო...

ნინო წილოსან

1768306550

ახალი ამბები

ვახტანგ ცინცაძე: 2025 წელს რეკორდული იყო როგორც ექსპორტის, ასევე საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ 2025 წლის საგარეო ვაჭრობის ტენდენციები შეაჯამა - მისი ინფორმაციით, გასულს წელს რეკორდული იყო როგორც ექსპორტის, ასევე საგარეო სავ...

ვახტანგ ცინცაძე

1768304283

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია DAMAC Properties-ის დამფუძნებელთან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის საინვესტიციო შესაძლებლობები განვიხილეთ

„დარწმუნებული ვარ, უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია DAMAC Properties-სთან შეხვედრის შემდეგ გვექნება კიდევ ერთი, წარმატებით დასრულებული მოლაპარაკება, რომელიც დამატებით ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონო...

მარიამ ქვრივიშვილ

1768303466

ახალი ამბები

ახალციხე-ვალეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის (ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ85-კმ104 მონაკვეთზე (...

მოძრაობა აკრძალულია

1768302289

მსოფლიო

ანდრაშ ლასლო: მას შემდეგ, რაც ტრამპმა USAID-ი დახურა, ევროკავშირი ცენზურის ძალისხმევას აძლიერებს

უნგრელი ევროპარლამენტარის ანდრაშ ლასლოს შეფასებით, ევროკავშირი ცენზურას აძლიერებს. ევროპარლამენტში გამოსვლისას მან, ასევე, აღნიშნა, რომ ევროკავშირი მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას და...

ანდრაშ ლასლო