გიორგი ვოლსკი: მაია სანდუმ რომც თქვას, რომ აბა გადავწყვიტოთ და შევუერთდეთ რუმინეთსო, ასე ადვილი არ არის. იქ მთელი რიგი მონაცემებია, რომელიც არც რუმინეთისთვისაა მისაღები

მაია სანდუმ რომც თქვას, რომ აბა გადავწყვიტოთ და შევუერთდეთ რუმინეთსო, ასე ადვილი არ არის. იქ მთელი რიგი მონაცემებია, რომელიც არც რუმინეთისთვისაა მისაღები, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“.

დეპუტატი მაია სანდუს იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ემხრობა მოლდოვის რუმინეთთან შეერთებას.

„შალვა პაპუაშვილს ჰქონდა ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი. ძალიან სწორი შეფასება გააკეთეს [თანაგუნდელებმა]. ქვეყნის კონსტიტუციაზე უარის თქმა არის თემა, რომელიც ახასიათებს იმ რეალობას, რომელიც მაია სანდუმ კი არ განაპირობა, ვითარებამ, რომლის შექმნაში ლომის წვლილი აქვს ბრიუსელს - ფონ დერ ლაენია, კაია კალასი, თუ კოსი. კუბილიუსის სულელური განცხადებები მოვისმინეთ დღეს.

ვიღაცას ჰქონია, რომელიმე კომისარი თავზე ხელს გადაუსვამს და მოლდოვა ევროკავშირის წევრი გახდება. ასე არ არის. კორუფციის თვალსაზრისით, ეკონომიკის, სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, მოლდოვა ჩამორჩენილი ქვეყანაა. აბსოლუტურად არ ვამბობ ამას ნიშნისმოგებით. მაია სანდუმ რომც თქვას, რომ აბა გადავწყვიტოთ და შევუერთდეთ რუმინეთსო, ასე ადვილი არ არის. იქ მთელი რიგი მონაცემებია, რომელიც არც რუმინეთისთვისაა მისაღები. უამრავი ადამიანი ცხოვრობს მოლდოვაში, რომელიც ამას მხარს არ უჭერს.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ თუ რუმინეთთან გაერთიანების საკითხი ოდესმე რეფერენდუმზე დადგება, ის გაერთიანებას დაუჭერს მხარს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768309782

ახალი ამბები

ვალუტის ახალი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6969 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6967 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ვალუტის კურსი

1768308826

ახალი ამბები

ლადო სადღობელაშვილი: ძვირფასო ალეკო, შენ რომ იცოდე ისრაელის ან აშშ-ის ციხეებში როგორ ექცევიან ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულებს, გეფიცები, იმის „ერთი ადგილი აღარ გექნებოდა“ ამდენი გეყბედა!

ძვირფასო ალეკო, შენ რომ იცოდე ისრაელის ან აშშ-ის ციხეებში როგორ ექცევიან ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულებს, გეფიცები, იმის „ერთი ადგილი აღარ გექნებოდა“ ამდენი გეყბედა! - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობე...

ლადო სადღობელაშვილი

1768307427

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: როდესაც ვხედავთ, რომ მოლდოვის ლიდერები აპირებენ ქვეყანა რუმინეთის შემადგენლობაში შეიყვანონ, ძალიან ნათელია რა რისკებს გადაურჩა საქართველო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა“. წილოსანის განცხადებით, რო...

ნინო წილოსან

1768306550

ახალი ამბები

ვახტანგ ცინცაძე: 2025 წელს რეკორდული იყო როგორც ექსპორტის, ასევე საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ 2025 წლის საგარეო ვაჭრობის ტენდენციები შეაჯამა - მისი ინფორმაციით, გასულს წელს რეკორდული იყო როგორც ექსპორტის, ასევე საგარეო სავ...

ვახტანგ ცინცაძე

1768304283

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია DAMAC Properties-ის დამფუძნებელთან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის საინვესტიციო შესაძლებლობები განვიხილეთ

„დარწმუნებული ვარ, უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია DAMAC Properties-სთან შეხვედრის შემდეგ გვექნება კიდევ ერთი, წარმატებით დასრულებული მოლაპარაკება, რომელიც დამატებით ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონო...

მარიამ ქვრივიშვილ