პრემიერი: საქართველო მსოფლიოს სთავაზობს სტაბილურ, პროგნოზირებად და კონკურენტულ გარემოს ინვესტიციებისა და ბიზნესის გაფართოებისთვის, ამ წინსვლის მთავარი მაჩვენებელი ჩვენი ფინანსური სექტორის სტაბილურობა და ეროვნული ვალუტის სიმტკიცეა

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში რეგიონში და ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო სავარაუდოდ ყველაზე მაღალ საშუალო ეკონომიკურ ზრდას მიაღწევს, წლიური 5.1%-ით“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისთვის მზაობის 2025 წლის რეიტინგით, საქართველოს საქმიანი გარემო მსოფლიოს საუკეთესო ქვეყანათა ოთხეულშია - კორეასთან, სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად.

„მსოფლიოს საუკეთესო ათეულში ვართ რამდენიმე ძირითადი ბიზნესინდიკატორით; მსოფლიოში მეორე ადგილზე ვართ ფუნქციონირებისადა დავების გადაჭრის ოპერატიულობით. გარდა ამისა, „ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მმართველობის ინდექსში“ ხაზგასმულია საქართველოს ძლიერი ინსტიტუციური წყობა, რითაც ჩვენი ქვეყანა ინვესტიციების მოზიდვის ნიშნით გლობალურ ლიდერებს შორისაა. ეს ყოველივე ერთად აღებული, მკაფიოდ აყალიბებს ერთ გზავნილს - საქართველო მსოფლიოს სთავაზობს სტაბილურ, პროგნოზირებად და კონკურენტულ გარემოს ინვესტიციებისა და ბიზნესის გაფართოებისთვის.

ამ წინსვლის მთავარი მაჩვენებელი ჩვენი ფინანსური სექტორის სტაბილურობა და ეროვნული ვალუტის სიმტკიცეა. ათი წლის წინ, მოსახლეობის მიერ ბანკებში განთავსებული ანაბრების უმეტესობა უცხოურ ვალუტაში იყო წარმოდგენილი. დღეს, ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკისა და მზარდი საზოგადოებრივი ნდობის წყალობით, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგან ლარის მიმართ მოსახლეობის ნდობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, რაც სტაბილურობას უზრუნველყოფს და ეს აქტუალური ფაქტორია საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც.

ეს ნდობა მკაფიოდ წარმოჩინდა მიმდინარე წლის დასაწყისში ევროობლიგაციების გამოშვებისას. გლობალური ეკონომიკური რყევების მიუხედავად, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ქართული ფასიანი ქაღალდებისადმი ინტერესი შეთავაზებასთან მიმართებით ხუთ-ნახევარჯერ მეტი იყო. ეს საქართველოს სამომავლო ეკონომიკური პერსპექტივებისადმი ნდობის ძლიერი სიგნალია“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774507525

ახალი ამბები

ორსული მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის და ფიზიკური ძალადობის, ასევე ძალადობით სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით, კახეთში 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი - 1992 წელს დაბადებული გ.ტ. წინას...

დაკავება - პოლივია

1774507184

სპორტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები წლის პირველ მატჩს ისრაელთან გამართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს წლის პირველ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი თბილისში, „მიხეილ მესხი“ არენაზე ისრაელის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების ამხა...

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები

1774506627

ახალი ამბები

სამეგრელოს პოლიციამ 2025 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში მრავარლეჯ ნასამართლევი, 2025 წლიდან ძებნილი, 1978 წელს დაბადებული ლ.გ...

შემთხვევები

1774505540

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ე.წ. ლიბერალებისთვის, მიუღებელია ყველაფერი, რაც ქრისტიანობას, სამშობლოს და პატრიოტიზმს უკავშირდება - ახლა განსაკუთრებით გაღიზიანებულები არიან, რადგან დაინახეს ხალხის რეალური დამოკიდებულება ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ

ჩვენთვის ეს ხომ სიახლე არ არის. ამ ე.წ. ლიბერალებისთვის, ე.წ. მედასავლეთეებისათვის მიუღებელია ის ყველაფერი, რაც ქრისტიანობას, სამშობლოს და პატრიოტიზმს უკავშირდება, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პო...

ირაკლი ქადაგიშვილი

1774504148

ახალი ამბები

საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონში „ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ პრეზიდენტს ვალერი ჰაბერს, „ოჯახების მსოფლიო კონგრესის“ პრეზიდენტს და მათ დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში „ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ პრეზიდენტს ვალერი ჰაბერს, „ოჯახების მსოფლიო კონგრესის“ პრეზიდენტს ბრაიან ს. ბრაუნს და მათ დელეგაციას შეხვდა. საქარ...

საქართველოს პირველი ლედი