პრემიერი: სწორედ წინა ხელისუფლების პირობებში გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციის ხარჯზე, მათ შეისყიდეს სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები, შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ
„სწორედ, წინა ხელისუფლების პირობებში, გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში, ჩვენი რეგიონების ოკუპაციების ხარჯზე, ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციის ხარჯზე“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წინა ხელისუფლების პოლიტიკა იყო სრულად მოღალატეობრივი, მოქმედი ხელისუფლება კი იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და პოზიციებს.
„რა სარგებელი მიიღო წინა ხელისუფლების პირობებში რუსეთის ფედერაციამ საქართველოში - მათ შეისყიდეს წინა ხელისუფლებისგან სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები, ძალიან დიდი აქტივები საქართველოში. მათ შორის, ერთი პერიოდი, თბილისში ყველა კომუნალური მომსახურება იყო გადასული პირდაპირი, თუ არაპირდაპირი ფორმით რუსულ კომპანიებზე. წყალმომარაგება, გაზმომარაგება, ენერგომომარაგება, ყველაფერი იყო გადასული რუსულ კომპანიებზე პირდაპირი, თუ ირიბი ფორმით. გარდა ამისა, იყო უამრავი სხვა სტრატეგიული ობიექტი, რომლებიც გასხვისდა, სწორედ, რუსულ კომპანიებზე. რაც შეეხება ტერიტორიულ სარგებელსა და ტერიტორიულ გავლენას. სწორედ, წინა ხელისუფლების პირობებში, გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში. ჩვენი რეგიონების ოკუპაციების ხარჯზე, ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციის ხარჯზე. ამ ორი მიმართულებით, ორივე ძირითადი მიმართულებაა ექსპანსიის, ეს არის ტერიტორიული, პოლიტიკური ექსპანსია და მეორე არის ეკონომიკური ექსპანსია. მაშინ იყო ამხელა შედეგები რუსეთის მხარეს და ჩვენი ხელისუფლების პირობებში არავითარი ეკონომიკური ექსპანსია, არავითარი ეკონომიკური ობიექტების, სტრატეგიული ობიექტების გადაცემა რუსეთის ფედერაციაზე, რუსულ კომპანიებზე და არავითარი ტერიტორიული ექსპანსია საქართველოს ტერიტორიაზე. სარგებელზე როცა არის საუბარი შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ და შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ წინა ხელისუფლების პოლიტიკა იყო სრულად მოღალატეობრივი და ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებსა და პოზიციებს“, - განაცხადა პრემიერმა.
1763583037
საზოგადოებაპრემიერი საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გაუქმებაზე: როგორ შეიძლება, რომელიღაც თანამდებობის პირის გამო ჩაშალო დიალოგი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, ჭირივით ეშინიათ დიალოგის, ეს არის საბჭოური მიდგომა
„ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული ბიუროკრატია გაურბის დიალოგს, ეშინიათ დიალოგის, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მართლები, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით, რეალურად ვ...
1763582357
საზოგადოებაპრემიერი: როდესაც გაქვს არაკონსტიტუციური წარმონაქმნი - სამხრეთ ოსეთი, შენ თვითონ იყენებ ისეთ სახელწოდებას, რომლის გამოყენებასაც ედავები საერთაშორისო ინსტიტუტებს, ეს ხომ პირდაპირ იყო მიმართული ოკუპაციისთვის ლეგიტიმაციისკენ
„ჩვენ სხვებს ვედავებით, სხვებს ვეუბნებით, რომ ტერმინი სამხრეთ ოსეთი არ უნდა გამოიყენონ და ამ დროს, როგორ შეიძლება ჩვენს კანონმდებლობაში იყოს მოხსენიებული ეს ტერმინი და როგორ შეიძლება საქართველოში შექმ...
1763581711
საზოგადოებაპრემიერი: სააკაშვილის რეჟიმმა ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა სეპარატისტულ მთავრობას, როცა შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, ეს იყო ქვეყნის ღალატი - დაუშვებელია, რომ ის, რაც იყო ღალატის შედეგი, ჩვენ დაგვრჩეს კანონმდებლობაში
„ჩვენი კონსტიტუციური და ტერიტორიული სისტემის გადახედვა მოხდა კონსტიტუციის დარღვევით სწორედ მაშინ, როდესაც შეიქმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, რაც იყო ქვეყნის წინაშე ჩადენილი ღალატი“, - განაცხად...
1763579071
საზოგადოება„მიზანია ის, ბავშვებმა დაიჯერონ, რომ მათთან ახლოს მუდამ ვიქნებით, გამარჯვების თუ წაგების დროს. მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც გვიყურებთ“ - ქოჩორაშვილი
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „ეს არის ლუკა. ლუკამ დღეს დამრთო ნება, ვისაუბრო მასზე ცუდი პერიოდის და ბულგარეთთან წაგების შემდეგ, როდესაც გ...
1763577306
მსოფლიოერდოღანი - ველოდებით, რომ ყველა პარტნიორი, ვისაც სურს რეგიონში სისხლის ღვრის შეჩერება, სტამბოლის პროცესთან დაკავშირებით კონსტრუქციულ მიდგომას გამოიჩენს
ველოდებით, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი, ვისაც სურს რეგიონში სისხლის ღვრის შეჩერება, სტამბოლის პროცესთან დაკავშირებით კონსტრუქციულ მიდგომას გამოიჩენს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდო...


























