პრემიერი: საქართველოში საარჩევნო უბნებზე ხელმისაწვდომობა თანაბარია, უამრავ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობენ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები, არ მოქმედებს საელჩო. თანასწორობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი გადაწყვეტილება

„არსებობს არაერთი დემოკრატიული ქვეყნის პრაქტიკა, სადაც ასევე არ ტარდება საზღვარგარეთ არჩევნები“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპონენტების შეფასება, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებთან შეუთავსებელია და ხმის უფლების ჩამორთმევასთან არის გაიგივებული, არის აბსურდი.

„სამართლებრივად ეს არის აბსურდი და არ შეიძლება, კომპეტენტურმა იურისტმა ასეთი რამ თქვას. არ ვიცი, ამას იურისტები ამბობენ თუ არაიურისტები, მით უმეტეს, რომ არსებობს არაერთი დემოკრატიული ქვეყნის პრაქტიკა, სადაც ასევე არ ტარდება საზღვარგარეთ არჩევნები, მათ შორის, საქმე ეხება ისეთ ქვეყნებსაც, რომლებსაც ძალიან დიდი დიასპორა აქვთ მსოფლიოს მასშტაბით. სამართლებრივ მხარეს რომ შევეხოთ, აქ, სწორედ რომ სამართლებრივი არგუმენტებიც მეტყველებს ჩვენი გადაწყვეტილების სასარგებლოდ, იმიტომ, რომ ყველგან უნდა იყოს თანასწორობა უზრუნველყოფილი. მაგალითად, საქართველოში საზღვრებში როცა ტარდება არჩევნები, ფიზიკური ხელმისაწვდომობა საარჩევნო უბნებზე არის თანაბარი საქართველოში მცხოვრები ყველა ამომრჩევლისთვის. რაც შეეხება დიასპორას, მაგალითად დიასპორის ნახევარი, დაახლოებით, ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მათ საერთოდ არ აქვთ არავითარი საარჩევნო უბნები, მიუხედავად იმისა, რომ დიასპორის ნახევარი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. არის ასევე უამრავი ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები და სადაც არ მოქმედებს ასევე საელჩო, დიპლომატიური წარმომადგენლობა და შესაბამისად, იქ შეუძლებელია დიასპორისთვის ხმის მიცემა. სწორედ იმისათვის, რომ თანასწორობა იყოს უზრუნველყოფილი, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც ახლა პარლამენტში განიხილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763582357

საზოგადოება

პრემიერი: როდესაც გაქვს არაკონსტიტუციური წარმონაქმნი - სამხრეთ ოსეთი, შენ თვითონ იყენებ ისეთ სახელწოდებას, რომლის გამოყენებასაც ედავები საერთაშორისო ინსტიტუტებს, ეს ხომ პირდაპირ იყო მიმართული ოკუპაციისთვის ლეგიტიმაციისკენ

„ჩვენ სხვებს ვედავებით, სხვებს ვეუბნებით, რომ ტერმინი სამხრეთ ოსეთი არ უნდა გამოიყენონ და ამ დროს, როგორ შეიძლება ჩვენს კანონმდებლობაში იყოს მოხსენიებული ეს ტერმინი და როგორ შეიძლება საქართველოში შექმ...

ირაკლი კობახიძე

1763581776

საზოგადოება

პრემიერი: სწორედ წინა ხელისუფლების პირობებში გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციის ხარჯზე, მათ შეისყიდეს სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები, შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ

„სწორედ, წინა ხელისუფლების პირობებში, გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში, ჩვენი რეგიონების ოკუპაციების ხარჯზე, ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციის ხარჯზე“, - განაცხადა გადაც...

ირაკლი კობახიძე

1763581711

საზოგადოება

პრემიერი: სააკაშვილის რეჟიმმა ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა სეპარატისტულ მთავრობას, როცა შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, ეს იყო ქვეყნის ღალატი - დაუშვებელია, რომ ის, რაც იყო ღალატის შედეგი, ჩვენ დაგვრჩეს კანონმდებლობაში

„ჩვენი კონსტიტუციური და ტერიტორიული სისტემის გადახედვა მოხდა კონსტიტუციის დარღვევით სწორედ მაშინ, როდესაც შეიქმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, რაც იყო ქვეყნის წინაშე ჩადენილი ღალატი“, - განაცხად...

ირაკლი კობახიძე

1763579071

საზოგადოება

„მიზანია ის, ბავშვებმა დაიჯერონ, რომ მათთან ახლოს მუდამ ვიქნებით, გამარჯვების თუ წაგების დროს. მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც გვიყურებთ“ - ქოჩორაშვილი

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „ეს არის ლუკა. ლუკამ დღეს დამრთო ნება, ვისაუბრო მასზე ცუდი პერიოდის და ბულგარეთთან წაგების შემდეგ, როდესაც გ...

ქოჩორაშვილ

1763577306

მსოფლიო

ერდოღანი - ველოდებით, რომ ყველა პარტნიორი, ვისაც სურს რეგიონში სისხლის ღვრის შეჩერება, სტამბოლის პროცესთან დაკავშირებით კონსტრუქციულ მიდგომას გამოიჩენს

ველოდებით, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი, ვისაც სურს რეგიონში სისხლის ღვრის შეჩერება, სტამბოლის პროცესთან დაკავშირებით კონსტრუქციულ მიდგომას გამოიჩენს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდო...

ერდოღანიერდოღანი