ერდოღანი - ველოდებით, რომ ყველა პარტნიორი, ვისაც სურს რეგიონში სისხლის ღვრის შეჩერება, სტამბოლის პროცესთან დაკავშირებით კონსტრუქციულ მიდგომას გამოიჩენს
ველოდებით, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი, ვისაც სურს რეგიონში სისხლის ღვრის შეჩერება, სტამბოლის პროცესთან დაკავშირებით კონსტრუქციულ მიდგომას გამოიჩენს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„დღევანდელ შეხვედრებზე ხაზი გავუსვით სტამბოლის პროცესის პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომით გაგრძელების აუცილებლობას. გვჯერა, რომ სასარგებლო იქნება სტამბოლის პროცესის ხელახლა გააქტიურება უფრო ყოვლისმომცველი მიდგომით, რომელიც გადაჭრის მწვავე პრობლემებს. ველოდებით, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი, ვისაც სურს რეგიონში სისხლის ღვრის შეჩერება, სტამბოლის პროცესთან დაკავშირებით კონსტრუქციულ მიდგომას გამოიჩენს. თუმცა ჩვენ, თურქეთი, ყოველთვის მზად ვართ, რუსეთთან განვიხილოთ წინადადებები, რომლებიც დააჩქარებს ცეცხლის შეწყვეტას და გზას გაუხსნის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარებას. ამ კონტექსტში ჩვენ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი მოკავშირის, ამერიკის, ჩართვას პროცესში“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თურქეთს ქვეყნის დამოუკიდებლობის მხარდაჭერისთვის.
„თურქეთის პრინციპული პოზიცია რუსეთთან ომთან დაკავშირებით უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მადლობა გადავუხადო თურქეთს უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვჯერა თურქული დიპლომატიის ძალისა და მოსკოვში მისი გაგების უნარის. ვიმედოვნებთ, წლის ბოლომდე პატიმრების გაცვლა განახლდება. თურქეთი ამ მხრივ დიდ მხარდაჭერას გვიწევს.
ჩვენ არსებითად ვისაუბრეთ დიპლომატიაში არსებულ ვითარებაზე. ახლა კი ბევრი პროცესი გააქტიურდა და ჩვენ ვცდილობთ, უზრუნველვყოთ, რომ ყველა აქტივობა კონკრეტულად მშვიდობისკენ იყოს მიმართული – სამართლიანი მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოებისკენ. ომი უნდა დასრულდეს; მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ომის წარმოებისა და მკვლელობების ჩადენისთვის ჯილდო არ შეიძლება იყოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
1763583037
საზოგადოებაპრემიერი საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გაუქმებაზე: როგორ შეიძლება, რომელიღაც თანამდებობის პირის გამო ჩაშალო დიალოგი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, ჭირივით ეშინიათ დიალოგის, ეს არის საბჭოური მიდგომა
„ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული ბიუროკრატია გაურბის დიალოგს, ეშინიათ დიალოგის, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მართლები, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით, რეალურად ვ...
1763582357
საზოგადოებაპრემიერი: როდესაც გაქვს არაკონსტიტუციური წარმონაქმნი - სამხრეთ ოსეთი, შენ თვითონ იყენებ ისეთ სახელწოდებას, რომლის გამოყენებასაც ედავები საერთაშორისო ინსტიტუტებს, ეს ხომ პირდაპირ იყო მიმართული ოკუპაციისთვის ლეგიტიმაციისკენ
„ჩვენ სხვებს ვედავებით, სხვებს ვეუბნებით, რომ ტერმინი სამხრეთ ოსეთი არ უნდა გამოიყენონ და ამ დროს, როგორ შეიძლება ჩვენს კანონმდებლობაში იყოს მოხსენიებული ეს ტერმინი და როგორ შეიძლება საქართველოში შექმ...
1763581776
საზოგადოებაპრემიერი: სწორედ წინა ხელისუფლების პირობებში გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციის ხარჯზე, მათ შეისყიდეს სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები, შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ
„სწორედ, წინა ხელისუფლების პირობებში, გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში, ჩვენი რეგიონების ოკუპაციების ხარჯზე, ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციის ხარჯზე“, - განაცხადა გადაც...
1763581711
საზოგადოებაპრემიერი: სააკაშვილის რეჟიმმა ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა სეპარატისტულ მთავრობას, როცა შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, ეს იყო ქვეყნის ღალატი - დაუშვებელია, რომ ის, რაც იყო ღალატის შედეგი, ჩვენ დაგვრჩეს კანონმდებლობაში
„ჩვენი კონსტიტუციური და ტერიტორიული სისტემის გადახედვა მოხდა კონსტიტუციის დარღვევით სწორედ მაშინ, როდესაც შეიქმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, რაც იყო ქვეყნის წინაშე ჩადენილი ღალატი“, - განაცხად...
1763579071
საზოგადოება„მიზანია ის, ბავშვებმა დაიჯერონ, რომ მათთან ახლოს მუდამ ვიქნებით, გამარჯვების თუ წაგების დროს. მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც გვიყურებთ“ - ქოჩორაშვილი
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „ეს არის ლუკა. ლუკამ დღეს დამრთო ნება, ვისაუბრო მასზე ცუდი პერიოდის და ბულგარეთთან წაგების შემდეგ, როდესაც გ...


























