ირაკლი კობახიძე: ყველა უნდა მოემზადოს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ევროპული ბიუროკრატია, რომელიც იმართება არაფორმალური გავლენებით, ვერ ეღირსება საქართველოში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას
„ხალხის წინააღმდეგ შანტაჟისთვის ყველა ინსტრუმენტი გამოიყენეს ერთადერთის გარდა, ეს არის ვიზალიბერალიზაცია. ამ ბოლო ტყვიის გასროლას აზრი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ იცი, რომ ის მიზანს მიაღწევს და შენ მოახერხებ ქვეყანაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ის არ ელოდება უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას, რადგან ეს არის მათ ხელში ბოლო იარაღი.
„ასეთი არაპრაგმატული ნაბიჯის გადადგმას არ ველოდები ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს არის მათ ხელში ბოლო იარაღი. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირის თემას მათი არაფორმალური უფროსები იყენებდნენ ხალხის წინააღმდეგ შანტაჟისთვის და ბევრი ტყვია გაისროლეს ამისთვის, მათ შორის, კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, მერე მოლაპარაკებები არ გაგვიხსნეს, მერე გამოაცხადეს, რომ შეჩერებული იყო 2024 წლის 27 ივნისიდან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცეს. ხალხის წინააღმდეგ შანტაჟისთვის ყველა ინსტრუმენტი გამოიყენეს ერთადერთის გარდა, ეს არის ვიზალიბერალიზაცია. ამ ბოლო ტყვიის გასროლას აზრი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ იცი, რომ ის მიზანს მიაღწევს და შენ მოახერხებ ქვეყანაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას. თუ ამასაც გაისვრი და მაინც ვერ დააბრუნებ ხელისუფლებაში კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, მაშინ რა აზრი აქვს, არაპრაგმატული იქნება ასეთი ნაბიჯის გადადგმა. ყველა ხედავს, რომ ამ ტყვიის გასროლის შემთხვევაში ისინი მიზანს ვერ მიაღწევენ და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მაინც ვერ დააბრუნებენ ხელისუფლებაში. ამიტომ, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, არავის არ უღირს ასეთი ირაციონალური ნაბიჯის გადადგმა. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ვფიქრობ, რომ ისინი პრაგმატულობას შეინარჩუნებენ და ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, შეიძლება თუ არა ვარაუდი, რომ ევროკომისია დაელოდება პოლიტიკური პროცესების კულმინაციას.
„ისინი ამას ეცდებიან, თუმცა არავითარი კულმინაცია არ იქნება. ჩვენ გვექნება მშვიდი წლები. 2 წელი აღარ არის არჩევნები, 2028 წლისთვის უნდა მოემზადოს ყველა პოლიტიკური ძალა, მათ შორის, ევროკომისია, რომელიც ელჩის მეშვეობით ჩართული იყო საარჩევნო პროცესებში, პირდაპირ მოუწოდებდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერისკენ საქართველოს მოსახლეობას. ყველა უნდა მოემზადოს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
ევროპული ბიუროკრატია, რომელიც იმართება არაფორმალური გავლენებით, ვერ ეღირსება საქართველოში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას. კოლექტიური კუბილიუსები ვერ ეღირსებიან საქართველოში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას. ამის პირობას ვიძლევით ჩვენ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
1763582357
საზოგადოებაპრემიერი: როდესაც გაქვს არაკონსტიტუციური წარმონაქმნი - სამხრეთ ოსეთი, შენ თვითონ იყენებ ისეთ სახელწოდებას, რომლის გამოყენებასაც ედავები საერთაშორისო ინსტიტუტებს, ეს ხომ პირდაპირ იყო მიმართული ოკუპაციისთვის ლეგიტიმაციისკენ
„ჩვენ სხვებს ვედავებით, სხვებს ვეუბნებით, რომ ტერმინი სამხრეთ ოსეთი არ უნდა გამოიყენონ და ამ დროს, როგორ შეიძლება ჩვენს კანონმდებლობაში იყოს მოხსენიებული ეს ტერმინი და როგორ შეიძლება საქართველოში შექმ...
1763581776
საზოგადოებაპრემიერი: სწორედ წინა ხელისუფლების პირობებში გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციის ხარჯზე, მათ შეისყიდეს სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები, შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ
„სწორედ, წინა ხელისუფლების პირობებში, გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში, ჩვენი რეგიონების ოკუპაციების ხარჯზე, ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციის ხარჯზე“, - განაცხადა გადაც...
1763581711
საზოგადოებაპრემიერი: სააკაშვილის რეჟიმმა ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა სეპარატისტულ მთავრობას, როცა შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, ეს იყო ქვეყნის ღალატი - დაუშვებელია, რომ ის, რაც იყო ღალატის შედეგი, ჩვენ დაგვრჩეს კანონმდებლობაში
„ჩვენი კონსტიტუციური და ტერიტორიული სისტემის გადახედვა მოხდა კონსტიტუციის დარღვევით სწორედ მაშინ, როდესაც შეიქმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, რაც იყო ქვეყნის წინაშე ჩადენილი ღალატი“, - განაცხად...
1763579071
საზოგადოება„მიზანია ის, ბავშვებმა დაიჯერონ, რომ მათთან ახლოს მუდამ ვიქნებით, გამარჯვების თუ წაგების დროს. მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც გვიყურებთ“ - ქოჩორაშვილი
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „ეს არის ლუკა. ლუკამ დღეს დამრთო ნება, ვისაუბრო მასზე ცუდი პერიოდის და ბულგარეთთან წაგების შემდეგ, როდესაც გ...
1763577306
მსოფლიოერდოღანი - ველოდებით, რომ ყველა პარტნიორი, ვისაც სურს რეგიონში სისხლის ღვრის შეჩერება, სტამბოლის პროცესთან დაკავშირებით კონსტრუქციულ მიდგომას გამოიჩენს
ველოდებით, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი, ვისაც სურს რეგიონში სისხლის ღვრის შეჩერება, სტამბოლის პროცესთან დაკავშირებით კონსტრუქციულ მიდგომას გამოიჩენს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდო...



























