დავით ქართველიშვილი: ვალერი ზალუჟნის განცხადებები მკვეთრად ეწინააღმდეგება იმ ლოზუნგებს, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ერთადერთ ჭეშმარიტებად იყო გამოცხადებული

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე ომის შეფასებებსა და ბოლო წლებში ამ თემაზე არსებულ პოლიტიკურ დისკუსიას ეხმიანება. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ოთხი წლის წინ საზოგადოების ნაწილს არწმუნებდნენ, თითქოს რუსეთის სამხედრო მარცხი დროის საკითხი იყო, ხოლო ამ მოსაზრებისგან განსხვავებული ნებისმიერი შეფასება „კრემლის პროპაგანდად“ და „პრორუსულ რიტორიკად“ ფასდებოდა.

ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ოთხი წლის შემდეგ ვითარების შეფასებას უკვე უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი და გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის მოქმედი ელჩი, ვალერი ზალუჟნი, აკეთებს, რომლის განცხადებები მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ ნარატივისგან, რომელიც წლების განმავლობაში ერთადერთ სწორ პოზიციად მიიჩნეოდა.

„ოთხი წლის წინ საქართველოს რადიკალური ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები ხმამაღლა ამტკიცებდნენ, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე უკვე უკანასკნელ „ჟანგიან ტანკებს“ კარგავდა და მისი სრული სამხედრო მარცხი მხოლოდ უახლოესი დროის საკითხი იყო. საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ დასავლეთის მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარება და უპრეცედენტო სანქციები ომს მალე დაასრულებდა. ამ ნარატივში მცირედი ეჭვის გამოთქმაც კი ავტომატურად „კრემლის პროპაგანდად“ ცხადდებოდა, ხოლო ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც უფრო ფრთხილ შეფასებას აკეთებდა, მყისიერად „მოსკოვის აგენტად“ ინათლებოდა. იმ დროს იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს მხოლოდ ერთი „დასაშვები“ აზრი არსებობდა, ხოლო ყველა ალტერნატიული შეფასება საჯარო სივრციდან უნდა განედევნათ. ოთხი წელი გავიდა და უფრო მეტიც. ამ ხნის განმავლობაში ამოქმედდა საერთაშორისო სანქციების ოცდაერთი პაკეტი, ომი უკვე 54 თვეა გრძელდება, ხოლო ვითარების შეფასებას აკეთებს არა რუსი მაღალჩინოსანი და არც დასავლელი სკეპტიკოსი, არამედ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი და გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის მოქმედი ელჩი, ვალერი ზალუჟნი. მისი განცხადებები NATO-ს მდგომარეობაზე, უკრაინის წევრობის მრავალწლიან დაპირებებსა და უსაფრთხოების ალტერნატიული მოდელების აუცილებლობაზე მკვეთრად ეწინააღმდეგება იმ ლოზუნგებს, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ერთადერთ ჭეშმარიტებად იყო გამოცხადებული. სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა: თუ მსგავსი შეფასებები დღეს უკვე ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული უკრაინელი სამხედრო ლიდერისგან ისმის, მაშინ როგორ უნდა აიხსნას წლების განმავლობაში ნებისმიერი ადამიანის მიმართ გამოვლენილი შეუწყნარებლობა, რომელიც გაცილებით უფრო თავშეკავებულ შეფასებებსაც კი საჯაროდ გამოთქვამდა? ამ ისტორიაში ყველაზე საგულისხმო თავად ზალუჟნის პოზიცია კი არა, არამედ მისი სიტყვების მიმართ შესაძლო რეაქციაა. მსგავსი შინაარსის განცხადება ქართველ პოლიტიკოსს რომ გაეკეთებინა, დიდი ალბათობით, მას კვლავ „პრორუსულ რიტორიკაში“ დაადანაშაულებდნენ, ხოლო თბილისის ქუჩებში მორიგი საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის მიზეზი გამოჩნდებოდა. მაგრამ როდესაც იგივე უხერხულ კითხვებს სვამს ადამიანი, რომლის კრემლის მხარდამჭერად წარმოჩენა პრაქტიკულად შეუძლებელია, ბრალდებების ჩვეული მექანიზმი უკვე აღარ მუშაობს. სწორედ მაშინ ირკვევა, რომ პრობლემა თავად ნათქვამში კი არა, არამედ ისაა, თუ ვინ ამბობს მას. და ესაა ყველაზე სერიოზული გამოცდა პოლიტიკური თანმიმდევრულობისთვის: თუ ერთი და იგივე შინაარსის შეფასებები სხვადასხვა ავტორის შემთხვევაში სრულიად განსხვავებულ რეაქციას იწვევს, საზოგადოებას უჩნდება საფუძვლიანი კითხვა - ფასდება თუ არა განცხადებები მათი შინაარსით, თუ მხოლოდ მათი ავტორის პოლიტიკური იდენტობით“, - წერს დავით ქართველიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785932051

ახალი ამბები

ყაზბეგის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

16 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ყაზბეგი“, დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრ...

არადეკლარირებული ოქრო

1785930137

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი – საქართველოს ენერგომომარაგების არანაირი პრობლემა არ ექნება

„საქართველოს ენერგომომარაგების თვალსაზრისით არანაირი საფრთხე არ შეექმნება“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. „მუშაობა მიმდინარეობს...

ლევან მაჭავარიანი

1785929780

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე: ვერც ექსპერტად და ვერც პოლიტიკოსად შემდგარი პირები ცდილობენ საზოგადოება დააჯერონ, რომ საქართველოში ანტირუსული განწყობები ყოველთვის მძაფრი იყო და 2022 წლის შემდეგ არ მომხდარა მათი ხელოვნურად აგორება

„მას შემდეგ რაც ხელისუფლების ცვლილების შედეგად, მოხერხდა რუსეთთან დაძაბულობის შედარებით განმუხტვა და ახალი კონფლიქტის საფრთხემაც დაიწია, ძალიან ბევრმა ქართველმა ისარგებლა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური...

ააა

1785929641

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: ახალი სასწავლო წლიდან აგრარული მიმართულება, საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები, მთლიანად გადადის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

„აგრარული მიმართულება, საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები, მთლიანად გადადის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შესაბამისად, პირველკურსელებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაცვლად...

გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით პარიზში გაემგზავრა

1785926704

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: როდესაც რუსეთმა განახორციელა აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაშინ გლობალური ძალების დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის „გაშავება“, აგენტურაც იმგვარად იქცეოდა, როგორიც იყო დავალება

„როდესაც რუსეთმა განახორციელა აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაშინ გლობალური ძალების მხრიდან დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის გაშავება და ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს, [აგვისტოს ომიდან] სულ რამდენი...

ლევან მაჭავარიანი