პრემიერი: გამჭვირვალობა და სიღრმისეული კვლევა იქნება უზრუნველყოფილი თითოეული პროექტის შემთხვევაში, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება პროექტებს ელექტროენერგეტიკის მიმართულებით

უდავოა, რომ ყველა პროექტი უნდა განხორციელდეს სიღრმისეული კვლევის და ფართო ჩართულობის საფუძველზე, ეს არის მარტივი სტანდარტი, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება პროექტებს ელექტროენერგეტიკის მიმართულებით და, ბუნებრივია, ამ სტანდარტით იმოქმედებს სახელმწიფო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თითოეული პროექტის შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება გამჭვირვალობა და სიღრმისეული კვლევა.

„ბევრი რამ შეიცვალა ამ დარგის მართვის მიმართულებით, შესაბამის სახელმწიფო საწარმოებში სერიოზული რეფორმები გატარდა და განსხვავებული მიდგომებით მუშაობს დღეს სამინისტრო. შესაბამისად, გამჭვირვალობა და სიღრმისეული კვლევა იქნება აუცილებლად უზრუნველყოფილი თითოეული პროექტის შემთხვევაში, ისევე როგორც ზოგადი გეგმის დამუშავების შემთხვევაში“, - აღნიშნა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775328851

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: დღეს ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჰიდრომააკუმულირებელი, მარეგულირებელი ჰესები ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური

„მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარების პროცესი არის საკმაოდ კომპლექსური და მასში ჩართულია ბევრი მხარე. გზშ-ს პროცედურა სრულად იმართება გარემოს დაცვის სააგენტოს მხრიდან და დარწმუნებული ვარ,...

მარიამ ქვრივიშვილი

1775326242

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: იყო შემთხვევები, როდესაც გამოჰყავდათ მოქალაქეები კონკრეტული კომერციული ინტერესებით, შანტაჟის მიზნით და მერე თვითონვე აწყნარებდნენ

იყო შემთხვევები, როდესაც გამოჰყავდათ მოქალაქეები კონკრეტული კომერციული ინტერესებით, შანტაჟის მიზნით და მერე თავადვე აწყნარებდნენ მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი...

ირაკლი კობახიძე

1775325012

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო - კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული

დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო - კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული, - ამის შესახებ საქა...

ირაკლი კობახიძე

1775324523

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფოს ინტერესი არის სტაბილურობა, უფრო მეტად უნდა წავახალისოთ წყლის რესურსების გამოყენება, რომ საქართველო გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით თვითკმარი ქვეყანა

ყველაზე მეტ სტაბილურობას სისტემისთვის უზრუნველყოფს ჰიდროელექტროსადგურები, ყველაზე ნაკლებად სტაბილურია მზის ენერგია და შუაშია ქარი ენერგია. აქედან გამომდინარე, ბალანსის დაცვა და ჰიდრორესურსებისთვის პრი...

ირაკლი კობახიძე

1775322738

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: 10-წლიან პერსპექტივაში გვინდა, დადგმული სიმძლავრის მოცულობა 11 500 მგვტ-მდე გაიზარდოს, რომ საქართველო გახდეს დამოუკიდებელი იმპორტისგან, შეძლოს ენერგიის ექსპორტზე გატანა

გვინდა, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს თვითკმარი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტე...

ირაკლი კობახიძე: