ირაკლი კობახიძე: დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო - კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული
დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო - კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ქვეყანას არ დაემატება 2 000-მდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი.
„დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა. დღესვე უნდა ვუპასუხოთ ამ შეკითხვას. ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო - კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული.
როდესაც ვსაუბრობთ ჰიდროელექტროსადგურებზე, 2 800 მეგავატია საპროგნოზო მაჩვენებელი, ათწლიან პერსპექტივაში, აქედან დაახლოებით 1 900 მეგავატი მოდის სწორედ დიდ ჰესებზე.
ყველაფერი დათვლილი გვაქვს. ამიტომ, ვამბობთ, რომ თუ არ დაგვემატება დაახლოებით 2 000-მდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი. მით უმეტეს ვერ იქნება სტაბილურობა უზრუნველყოფილი მზის და ქარის ენერგიის ხარჯზე“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით იყო შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა საბოტაჟს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც დაუშვებელია.
„ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების და სხვადასხვა სექტორის ჩართულობა, თუმცა ეს ყველაფერი არ უნდა გადაიზარდოს საბოტაჟში. იყო შემთხვევები, როდესაც ხალხი გამოიყვანეს, უმეტესობა, დარწმუნებული ვარ, გულწრფელად გამოვიდა, მაგრამ ორგანიზებული იყო ვიღაცების მხრიდან. დაახლოებით მილიონი დოლარი გამოართვეს კონკრეტულ კომპანიას. ვიღაცას ჩაუჯდნენ წილში, ეს სამწუხაროდ დამკვიდრებული პრაქტიკაა.
გამოჰყავთ ვიღაცებს ადამიანები, შეცდომაში შეჰყავთ მოქალაქეები, მათ ემოციებზე თამაშობენ, მერე უზრუნველყოფენ მათ დაშოშმინებას, რის სანაცვლოდაც იღებენ ან ფულს, ან წილებს კონკრეტულ ჰესებში. ასეთ რამეს სახელმწიფო აღარასოდეს აღარ დაუშვებს.
სადაც დაცულია ობიექტურად ყველანაირი ინტერესები, აუცილებლად ყველა პროექტი განხორციელდება. ასეთ პრეცედენტებს, როდესაც ვიღაცა ვიღაცას აშანტაჟებს, წილში უჯდება, და უფრო ფართო ინტერესი აქვს - საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ამიტომ, ჩვენი მიდგომა არის ასეთი - ძალიან ფართო ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი, მაგრამ საბოტაჟი არავითარ შემთხვევაში არ იქნება დაშვებული“, - განაცხადა პრემიერმა.
1775328851
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: დღეს ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჰიდრომააკუმულირებელი, მარეგულირებელი ჰესები ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური
„მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარების პროცესი არის საკმაოდ კომპლექსური და მასში ჩართულია ბევრი მხარე. გზშ-ს პროცედურა სრულად იმართება გარემოს დაცვის სააგენტოს მხრიდან და დარწმუნებული ვარ,...
1775326242
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: იყო შემთხვევები, როდესაც გამოჰყავდათ მოქალაქეები კონკრეტული კომერციული ინტერესებით, შანტაჟის მიზნით და მერე თვითონვე აწყნარებდნენ
იყო შემთხვევები, როდესაც გამოჰყავდათ მოქალაქეები კონკრეტული კომერციული ინტერესებით, შანტაჟის მიზნით და მერე თავადვე აწყნარებდნენ მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი...
1775324523
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: სახელმწიფოს ინტერესი არის სტაბილურობა, უფრო მეტად უნდა წავახალისოთ წყლის რესურსების გამოყენება, რომ საქართველო გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით თვითკმარი ქვეყანა
ყველაზე მეტ სტაბილურობას სისტემისთვის უზრუნველყოფს ჰიდროელექტროსადგურები, ყველაზე ნაკლებად სტაბილურია მზის ენერგია და შუაშია ქარი ენერგია. აქედან გამომდინარე, ბალანსის დაცვა და ჰიდრორესურსებისთვის პრი...
1775324036
საზოგადოებაპრემიერი: გამჭვირვალობა და სიღრმისეული კვლევა იქნება უზრუნველყოფილი თითოეული პროექტის შემთხვევაში, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება პროექტებს ელექტროენერგეტიკის მიმართულებით
უდავოა, რომ ყველა პროექტი უნდა განხორციელდეს სიღრმისეული კვლევის და ფართო ჩართულობის საფუძველზე, ეს არის მარტივი სტანდარტი, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება პროექტებს ელექტროენერგეტიკის მიმართულებით და...
1775322738
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: 10-წლიან პერსპექტივაში გვინდა, დადგმული სიმძლავრის მოცულობა 11 500 მგვტ-მდე გაიზარდოს, რომ საქართველო გახდეს დამოუკიდებელი იმპორტისგან, შეძლოს ენერგიის ექსპორტზე გატანა
გვინდა, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს თვითკმარი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტე...


























