თბილისის მერია: საბურთალოს რაიონში, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ მიმდებარედ არსებული ქაოსური საგზაო მოძრაობიდან გამომდინარე, გადაადგილების ახალი სქემა შემუშავდა

საბურთალოს რაიონში, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ მიმდებარედ არსებული ქაოსური საგზაო მოძრაობიდან გამომდინარე, გადაადგილების ახალი სქემა შემუშავდა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ რთულ კვანძზე შეფერხებით მოძრაობდა, როგორც კერძო ავტომობილები, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. განსაკუთრებულად გართულებული იყო მოძრაობა 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის, რომელთაც ავტომანქანების საცობში ურთულდებოდათ მანევრირება, შეფერხება კი მგზავრებში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა.

„ცვლილებები დაიგეგმა იმისთვის, რომ ნაკადები გადაეწყოს, განიმუხტოს ქაოსური მოძრაობა და გაიზარდოს საგზაო უსაფრთხოება, რათა მძღოლებმა გადაადგილებისას ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ და გადანაწილდნენ სხვადასხვა მიმართულებით.

მუნიციპალური ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თავხელიძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტობუსის ზოლი დაემატება, თუმცა არ შეიცვლება სამანქანო ზოლების რაოდენობა არცერთი მიმართულებით. ასევე, ქავთარაძის ქუჩაზე გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, დაემატება ერთი სამანქანო ზოლი, ყაზბეგის გამზირზე კი საგზაო მოძრაობა უცვლელი რჩება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სატრანსპორტო კვანძის სირთულიდან გამომდინარე, საგზაო მონიშვნების დახაზვით პროცესი არ სრულდება. გადაადგილების ახალი სქემის მონიტორინგი ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785397599

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე სილვიუ დომენტეს შეხვდა, რომელიც საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმღვანელის პოზიციაზე თავის მისიას ასრულებს

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სილვიუ დომენტეს შეხვდა, რომელიც საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმღვანელის პოზიციაზე თავის მისიას ასრულებს. მიხეილ სარჯველაძემ ხა...

მიხეილ სარჯველაძე

1785395865

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 96...

მიგრაციის დეპარტამენტი

1785395101

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა თბილისში 21 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 3 პირი

სამართალდამცველებმა თბილისში 21 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 3 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ გ...

21 კილოგრამამდე ნარკოტიკი

1785395002

ახალი ამბები

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული...

დიდი ოდენობით ნარკოტიკი

1785394241

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონო გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამ...

საგამოძიებო სამსახურმა