გიორგი შანიძე: საზოგადოებრივ სივრცეში საგრძნობლად იმატა ე.წ. გამოხატვის ფორმებმა, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ისტორიული მეხსიერების, კულტურული ტრადიციების წინააღმდეგაა მიმართული

მსახიობმა გიორგი შანიძემ საინიციატივო ჯგუფთან ერთად ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობ დააანონსა, რომელიც ქვეყანაში არსებული ვითარების დე-ესკალაციისა და ნორმალიზაციისკენ იქნება მიმართული.

შანიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა ე.წ გამოხატვის ფორმებმა, რომელიც მიმართულია ქვეყნის ტრადიციებისა და ღირებულებების წინააღმდეგ, აღნიშნული ტენდენცია კი საფრთხეს უქმნის „საზოგადოებრივ თანხმობას, ეროვნულ ერთობასა და სამოქალაქო მშვიდობას.“

„გვსურს ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება და გაგაცნოთ ჩვენი ჯგუფის ინიციატივა, რომელიც მიგვაჩნია, რომ ვითარების დე-ესკალაციისა და ნორმალიზებისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია.

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში, ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში საგრძნობლად იმატა იმ ტიპის ქმედებებმა და ე.წ. გამოხატვის ფორმებმა, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ისტორიული მეხსიერების, კულტურული ტრადიციებისა და იმ ღირებულებების წინააღმდეგაა მიმართული, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში ეფუძნებოდა ქართული სახელმწიფოებრიობა.

ჩვენი შეფასებით, აღნიშნული პროცესები სულ უფრო მეტად სცდება ჯანსაღი საზოგადოებრივი დისკუსიისა და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და ხშირ შემთხვევაში, მიზანმიმართული შეურაცხყოფის, აგრესიული რიტორიკის, სიძულვილის კამპანიებისა და საზოგადოებაში დაპირისპირების გაღრმავების ხასიათს იღებს. ეს ტენდენცია საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ თანხმობას, ეროვნულ ერთობასა და სამოქალაქო მშვიდობას“, - განაცხადა გიორგი შანიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785400385

საზოგადოება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დელეგაცია ესტუმრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან მაისურაძემ, ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მყოფ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების...

საპატრულო პოლიციი

1785399060

საზოგადოება

2026-2027 სასწავლო წლის მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ცნობარი გამოქვეყნდა

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2026-2027 სასწავლო წლის მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ცნობარი გამოაქვეყნა. ცნობარი მოიცავს ინფორმაციას იმ უმა...

საგანმანათლებლო პროგრამები

1785397599

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე სილვიუ დომენტეს შეხვდა, რომელიც საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმღვანელის პოზიციაზე თავის მისიას ასრულებს

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სილვიუ დომენტეს შეხვდა, რომელიც საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმღვანელის პოზიციაზე თავის მისიას ასრულებს. მიხეილ სარჯველაძემ ხა...

მიხეილ სარჯველაძე

1785395865

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 96...

მიგრაციის დეპარტამენტი

1785395101

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა თბილისში 21 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 3 პირი

სამართალდამცველებმა თბილისში 21 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 3 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ გ...

21 კილოგრამამდე ნარკოტიკი