"ქალების კვოტები, გეების უფლებები, ბავშვების უფლებები – ეს ყველაფერი სიგიჟეა, რომელიც მოდის დასავლეთიდან" - ვახტანგ მეგრელიშვილი
პარტია "გირჩის" ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ყველაფერი სიგიჟეა, რომელიც დასავლეთიდან მოდის, მათ შორის; ქალების კვოტები, გეების უფლებები და ბავშვების უფლებები.
"ქალების კვოტები, გეების უფლებები, ბავშვების უფლებები – ეს ყველაფერი სიგიჟეა, რომელიც მოდის დასავლეთიდან, რომელსაც არანაირი კავშირი დასავლეთთან არ აქვს და რომელსაც პუტინი იყენებს დასავლეთს წინააღმდეგ, რადგან ამბობს, რომ ეს ყველაფერი ხრწნის ტრადიციულ საზოგადოებას და ამ ნაწილში ის მართალია.
ეს ყოველივე (რაც ჩვენ "დასავლეთი" გვეგონა) არის რუსების იარაღი დასავლეთის მიმართ.
სინამდვილეში კი, დასავლეთი არის მესაკუთრეების საზოგადოება სასამართლოთი და იარაღით, რომელსაც აქვს ღირებულება და რომლისთვისაც შეიძლება სიცოცხლის შეწირვა.
ასეთი "დასავლეთი" არც ჩვენ გავაკეთეთ და არც უკრაინამ, თორემ, ჩვენ რომ ეს ყველაფერი აქ გაგვეკეთებინა, პუტინი ვერ შემოდგამდა ნაბიჯს ვერც საქართველოში და ვერც უკრაინაში", - განაცხადა მეგრელიშვილმა.
სხვა სიახლეები:
🔳 დმიტრო კულება: მრავალი შემთხვევა გვაქვს, როდესაც რუსი ჯარისკაცები ქალებს აუპატიურებენ
🔳 ქართული მხარე უკრაინაში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების პოლონეთში გადაყვანას უზრუნველყოფს
1792857325
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი, აკადემიკოსი გახდა
საქართველოს პარლამენტის წევრს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი სოსიაშვილს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ სანიაში, აზიის მეცნიერებათა აკადემიის ა...
1792851878
სპორტიდიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელი
დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერხლის მედლის მფლობელია. ქართულმა წყვილმა რიტმულ ცეკვაში 77,90 ქულა დააგროვა, თავისუფალ ცეკვაში - 116,03, ორი პროგრამის ჯამში კი 193,93 ქულა მ...
1792848889
ახალი ამბებისამების ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა
სამების საკათედრო ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, სპორტის მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, ვეტერანმა ფეხბუ...
1792845967
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველ სეტში ბასილაშ...
1792843347
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა
„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...































