დედა სიდონია: გგონიათ თუ ჩუმად ვიქნებით – დაგვინდობს? არ იციან მაგათ მეგობრობა, ან ბატონია ან – მონა!
დედა სიდონია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
"დაბნეულობის ჟამს შესახსენებელი!
მთელი ქრისტიანობის ისტორია არის, ბრძოლის და გამბედაობის!
ეკლესიაც და ქვეყანაც დღემდე აზრიანმა(!) თავგანწირვამ მოგვიტანა.
ის წმინდანები, რომელთა სახელებზეც ვლოცულობთ – წმინდა გიორგი, წმინდა მოწამე დედოფალი ქეთევანი, ასი ათასობით მოწამე, გარეჯელი ბერები და სხვა, სინათლესთან ბრძოლამ გააბრწყინვა!
პირდაპირი მნიშვნელობით ქრისტიანობის და ბოროტების ომია დღეს უკრაინაში! იბომბება ეკლესიები, მშვიდობიანი მოსახლეობა, ბავშვები!
ანუ, გადაწვა, გაანადგურა ქვეყანა და ჩვენ გულგრილად ვუყუროთ მოძმე ერის ტრაგედიას იმ ლოგიკით რომ ხახაში არ ჩაუვარდეთ?
ეს დიპლომატია კი არა, პანიკური შიშის ლოგიკაა!
მსოფლიო ისტორიაში, არც ერთი იმპერია არ ყოფილა უძლეველი, და, არც ეს იქნება!
გგონიათ თუ ჩუმად ვიქნებით – დაგვინდობს? არ იციან მაგათ მეგობრობა, ან ბატონია ან – მონა!
ახლა, სასოწარკვეთის გავრცელება იგივე დანაშაულია, რაც ომისკენ მოწოდება!
ხოლო, როცა თავს გესხმიან, მოწოდებას აღარ ელოდები!
ვიყოთ გაბედული სინათლის და სიკეთის დაცვაში!", – წერს დედა სიდონია.
სხვა სიახლეები:
⬛ საპატრიარქო ჰუმანიტარული დახმარების პირველი პარტიას უკრაინაში ხვალ გააგზავნის
⬛ "რუსეთიდან ვაშინგტონისკენ დიპლომატიური თვითმფრინავი გაფრინდა" - უცხოური მედია
1792851878
სპორტიდიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელი
დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერხლის მედლის მფლობელია. ქართულმა წყვილმა რიტმულ ცეკვაში 77,90 ქულა დააგროვა, თავისუფალ ცეკვაში - 116,03, ორი პროგრამის ჯამში კი 193,93 ქულა მ...
1792848889
ახალი ამბებისამების ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა
სამების საკათედრო ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, სპორტის მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, ვეტერანმა ფეხბუ...
1792845967
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველ სეტში ბასილაშ...
1792843347
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა
„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...
1792840742
ახალი ამბებისუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ...































